"კახა კალაძის გაცილების დღე ჩვენი ფან-კლუბის ისტორიაში ყველაზე გამოსარჩევი იყო"
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკა "ფანკლუბებს", რომლის მიზანია, მორიგეობით გაგაცნოთ საქართველოში არსებული ქართული და უცხოური კლუბების ფანკლუბები - რას საქმიანობენ, როგორ ხდება გაწევრიანება, რა პრივილეგიები აქვთ წევრებს და ა.შ.

დღეს "მილანის" ქართულ ფან-კლუბს წარმოგიდგენთ. მის დაარსებაზე, განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე მის ლიდერ ვაჟა ხეცურიანს ვესაუბრეთ.

- როდის და რა მიზნით დაფუძნდა ფანკლუბი?

- სამწუხაროდ, საქართველოში არ ვართ განებივრებული მაღალი დონის ფეხბურთით, კლუბები ვერ გადიან საერთაშორისო ტურნირებზე და სხვა მრავალი ფაქტორია აღსანიშნავი. ამიტომ, ბავშვობიდან, პარალელურ რეჟიმში, გვიწევს უცხოური კლუბების გულშემატკივრობაც.

ამ მიზნით საქართველოში არაერთი საფეხბურთო საიტი შეიქმნა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი საიტიდან დაიწყო ჩვენი ფან-კლუბის მოღვაწეობაც. პირველად, acm.ge-ს დამაარსებელმა, ნიკოლოზ ქშუტაშვილმა გამოიჩინა ინიციატივა, რომ სოციალურ სივრცეში დაწყებული მეგობრობა, რეალურ ურთიერთობებში გადაზრდილიყო და დაგეგმა შეკრება "ინტერის" წინააღმდეგ თამაშის დროს. ეს დაახლოებით, 2010-11 წლების სეზონი იყო. ნიკოლოზის პირველივე ინიციატივა საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მოვიდა დაახლოებით 20-მდე გულშემატკივარი და აქედან დაიწყო ყველაფერი.

- როგორ ვითარდებოდა ფანკლუბი, როგორ იზრდებოდა წევრთა რაოდენობა?

- პირველი შეკრების ვიდეოები და ფოტოები მალე გავრცელდა როგორც საიტზე, ისე სხვადასხვა სოციალურ ქსელში, გაიზარდა დაინტერესება და მეორე შეკრებაზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოვიდა, შეკრებებს სისტემატიური ხასიათი მიეცა. ჩვენც ნელ-ნელა ვვითარდებოდით, ვიზრდებოდით და ველოდით რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას.

საიტის პარალელურად, "ფეისბუკის" აქტიური ჯგუფიც გვქონდა, რომელიც დღემდე განაგრძობს მუშაობას. დროთა განმავლობაში, ფანკლუბის საზღვრები დედაქალაქსაც გასცდა და შეკრებები ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართა.

გარდა ამისა, სანდრო თორდიას ინიციატივით, ჩამოყალიბდა ფანკლუბის საფეხბურთო გუნდი, რომელიც სისტემატიურად, ყოველკვირეულ რეჟიმში, იკრიბებოდა და ამხანაგურ შეხვედრებს მართავდა საქართველოში არსებულ სხდადასხვა ფან-კლუბებთან, ვმონაწილეობდით სხვადასხვა ტურნირებში. გუნდი დღესაც ფუნქციონირებს.

რაც შეეხება ხსენებულ განსაკუთრებულ მოვლენას, იგი 2013 წლის 31 მაისს დადგა. 2013 წლამდე იმდენად გავითქვით სახელი, რომ კახა კალაძის გაცილებაზე, უკვე ორგანიზებული ფან-კლუბის სახელით მიგვიწვიეს, ბილეთები გადმოგვცეს და ორი სექტორი დაგვითმეს.

ეს ჩვენი ფან-კლუბის ისტორიაში ყველაზე გამოსარჩევი დღე იყო: ისინი, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ტელევიზორიდან ვგულშემატკივრობდით, 31-ში ჩვენთან ერთად, "დინამო არანაზე" იმყოფებოდნენ და მათი თამაშის ხილვის საშუალება ჩვენივე სტადიონიდან გვიწევდა. ფანკლუბი აღნიშნულ შეხვედრას იმდენად ორგანიზებულად შეხვდა, რომ ჩვენი კადრები იტალიის რამდენიმე ტელევიზიამაც კი გაუშვა.

31 მაისის საღამოსთვის ფანკლუბის ინტერესების დაცვისა და სხვადასხვა საკითხების ორგანიზებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენმა ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა, ნანიკო ჯოლოგუამ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას.0

კალაძის გაცილების შემდეგ, ფან-კლუბისადმი დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა, შემოგვიერთდა უამრავი ახალი წევრი და გულშემატკივართა საერთო რაოდენობამ 2013 წლის ბოლოს, "ფეისბუკის" ჯგუფში 1000-ს გადააჭარბა. იმ დღის შემდეგ, ჩვენი ფანკლუბი ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სახლში.

ჩვენი ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე 2015-16 წლების სეზონის გახსნა იყო, რომელიც ქუთაისში განვახორციელეთ და ამ შეკრებისათვის გულშემატკივრები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ. გარდა ამისა, 2013 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის დეკემბერში ვიკრიბებით და "მილანის" დაარსების დღეს აღვნიშნავთ, სადაც ვაჯილდოებთ იმ წელს ფანკლუბის ყველაზე გამორჩეულ წევრებს სხვადასხვა ნომინაციებში.

- დღეს რამდენი ხართ?

- ჩვენს საიტს ყოველდღიურად დაახლოებით 2000 მნახველი ჰყავს, ხოლო "ფეისბუკის" ჯგუფში ამ მომენტისთვის, ზუსტად 2422 ადამიანია. ჩვენთან აქტიურობით მანდილოსნებიც გამოირჩევიან და ამ მხრივ, შემიძლია ჟანა ჩაკვეტაძე და სოფო ერქვანია აღვნიშნო, რომლებიც დაარსების დღიდან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი ყველა ღონისძიების დაგეგმვაში.

- კლუბთან, ფეხბურთელებთან და ადგილობრივ ფანკლუბთან უშუალო კონტაქტი თუ გაქვთ?

- კლუბის მოთამაშეებთან პირველი კონტაქტი კალაძის გაცილების დროს მოხდა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით განსაკუთრებული ამ ეტაპზე არაფერია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ.

სამწუხაროდ, "მილანს", სხვა კლუბებისაგან განსხვავებით, არ აქვს საერთაშორისო ფანკლუბების გაერთიანება, თუმცა აქტიური კონტაქტი გვაქვს თითქმის ყველა ცნობილი უცხოური (არაიტალიური) ფანკლუბების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მეზობლებთან და იმედი გვაქვს, ძალიან მალე ერთობლივ ვიზიტსაც განვახორციელებთ "სან სიროზე".

- კლუბის შედეგები ბოლო რამდენიმე წელია მთლად კარგი ვერ არის. ეს ფანკლუბზე რაიმე ფორმით მოქმედებს?

- ცხადია, მოქმედებს. ფანკლუბის აქტიურობის პიკი "მილანის" დაღმასვლას დაემთხვა და, გარკვეულწილად. უარყოფითი შედეგებიც გამოიღო. მაგალითად, შემცირდა შეკრებათა რაოდენობა, რადგან ვეღარ ვხვდებით ჩემპიონთა ლიგაზე. გარდა ამისა, პრობლემატურია მომავალი თაობის დაინტერესება "მილანისადმი", რადგან ვერ ხედავენ მის რიგებში სუპერვარსკვლავს, რომელიც საჭიროა ისეთი ბავშვების მოსაზიდად, რომელთაც ფეხბურთის ყურება ახლახანს დაიწყეს.

პირადი გამოცდილებიდან, კლუბის გულშემატკივრობა პაოლო მალდინის გამო დავიწყე, დღეს კი ამგვარი მოთამაშეები "მილანში" აღარ არიან, თუმცა ჩინელების მოსვლამ ახალი იმედები გააჩინა.

მიუხედავად რთული სიტუაციისა, ფან-კლუბის მაინც განაგრძობს შეკრებებს სამივე ქალაში, კვლავაც აქტიურია საიტი და ჯგუფი.

- თქვენთან გაწევრიანება ფასიანია თუ უფასო?

- ჩვენთან გაწევრიანება უფასოა და არც სხვა ბარიერი არსებობს. არც ასაკობრივი ზღვარია დაწესებული. ერთადერთი პირობა "მილანისა" და ფეხბურთის სიყვარულია. ისე კი, ყოველთვიურ შემონატანზე ვფიქრობთ. ჯერჯერობით არც ეს გვაქვს, თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება ფან-კლუბს განვითარებაში.

- სამომავლო გეგმები როგორია? ხომ არ გეგმავთ კლუბისთვის თხოვნას, რომ ფანკლუბს ოფიციალური სტატუსი მიანიჭონ?

- ვიზალიბერალიზაციის წყალობით, უახლოეს მომავალში "დერბიზე" ჩასვლას ვგეგმავთ. იქვე მოხდება შეხვედრა "მილანის" ოფიციალური ფანკლუბის წარმომადგენლებთან, ვისთანაც განხილული იქნება სამომავლო ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, ჩვენთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების თემაც.

აგრეთვე, ვაპირებთ ფანკლუბის სამკერდე ნიშნების დამზადებასა და ახალი მაისურების შეკვეთას, რადგან პირველად ისინი 2013 წელს დავამზადეთ და დღეისათვის ბევრი ახალი წევრი გვთხოვს განმეორებას.

- ქართულ ფეხბურთთან თუ გაქვთ შეხება?

- ოფიციალურად, ქართული გუნდის არცერთ ფანკლუბთან არ ვთანამშრომლობთ, თუმცა ჩვენი ზოგიერთი წევრი, აქტიურადაა ჩართული ქართული კლუბების ფანკლუბების მოღვაწეობაში.

ასევე ვთანამშრომლობთ იტალიის ნაკრების ქართულ ფან-კლუბთან. ერთობლივ შეკრებებს ვმართავთ არაერთ უცხოური კლუბის ქართულ ფანკლუბებთან.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ფანკლუბი სისტემატიურად და ორგანიზებულად ვესწრებით საქართველოს ეროვნული ნაკრების (რაგბი, ფეხბურთი, კალათბურთი) თითქმის ყველა მატჩს.

misha
მე რომას გულშემატკივარი ვარ 1999 წლიდან და ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება წერტილი
kai bichi
admin asetebs popularizazia ar unda gautiot, amat pirikit unda astavlot chvenis, kartulis dafaseba, raz ar unda zudi ikos, arzet milanels ar anagvlebs kartveli da kartul gunds arasodes ugulshematkivreben, amaki unda ikot roza kartuli drosha gichiravt xelshi da ara italiuri))))
firali
kartvelma kazma italiis,an germaniis an sxva xelshi rogor unda daichirot? magari sibnelea.
kika
romeli evropeli shekmnis fan klubs kartuli gundistvis? evropashi xart namkofi saertod? ase dairazmet da kartul gundebs ugulshematkivret, ikneb gveshvelos rame.
გიგა
dato - მარაზმს რას ეძახი არ ვიცი მაგრამ მე როგორც ამ ფანკლუბის წევრი შენზე მეტ თამაშს ვესწრები ახლაც და ასე იყო სულ და სულაც არ მიშლის ხელს გორის დილას ყველა მატჩზე დასასწრებად და ფან კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელიც ვარ გორში მერე ?
პასუხი dato-ს
აქციებზე და მიტინგებზე რომ გადის აზროვნება, იმიტომაა აყვავებული ქვეყანა. უსაქმურობას რაც შეეხება, სტატის წაკითხვის შემდეგ მე პირიქით დამრჩა შთაბეჭდილება.
dato
მარაზმია აბა რა ქართულ გუნდებს არ ყავთ ფანკლუბი თუ ეგრე გიყვარს ფებურთი რამე აქციები მოიფფიქრეთ ქართული ფეხბურთის დასახმარებლად.....ეს ყველაფერი არის უსაქმურობის და უმუშევრობის შედეგი, ხალხი საკუთარი ცხოვრებით და საკუთარი ქვეყნის ცხოვრებით არ ცხოვრობს!
lasha
ვკითხულობ კომენტარებს და ვხვდები რო ხალხიი ძაან ბნელშია
tornike-ს
მარაზმი კიარა, ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის და ეს ბიჭებიც და გოგონებიც ამის დასტურია!
GP
კარგები ხართ, ასე განაგრძეთ!
tornike
ზოგადად თქვენი 'მოღვაწეობა' რა მარაზმია თუხვდებით?მილანის ქართული ფანკლუბი ,იტალიის ქართული ფანკლუბი
ოტო
მილნის ფანკლუბი კალაზის გამო შეიქმნა როცა კარგი პერიოდი ედგა მილანს ეხლა უკუსვლას განიცდის 7 წელია არ მოუგიო თამაში ცოტა არ იყოს მეცოდება კიდეც მილანი აი რომა კი აღზევების პირასაა სადაც დაჟერს მილანს აი წინა კვირასაც ატირა მილანის ფეხბურთელები როგორ ტიროდენ საწყლები
დათო-ს
ბარემ გვარიც შეიცვალეთ და ეროვნებაცო რას ნიშნავს? მილანს გულშემატკივრობენ და ეს ადამიანები ნამდვილი გულშემატკივრები არიან, თავისი გუნდის ერთგულები ბევრი ვაი-გულშემატკივრისგან განსხვავებით. საქართველოში ფეხბურთის გულშემატკივრების უმრავლესობა(ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, მილანის ფანკლუბები დიდ ბრიტანეთშიც არის) ევროპული ფეხბურთის გრანდების გულშემატკივარია და ეგ თქვენი მოსაზრებით გვარ-ეროვნების შეცვლას ნიშნავს?
დათო
ბარემ გვარიც შეიცვალეთ და ეროვნებაც.
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
იილდიზით გრანდები არიან დაინტერესებული
კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა