"კოლხეთის" დირექტორი თემურ ბარქაია პირობას დებს: "კრიზისს დავძლევთ და ლიგაშიც დავრჩებით!"
13 მაისს ქობულეთის "ჩელე არენაზე" მომხდარის გამო ფოთის "კოლხეთი" კრიტიკის ობიექტი გახდა. შეგახსენებთ, რომ კოლხები ქუთაისის "ტორპედოსთან" (0:3) 10 კაცის ამარა დარჩნენ, რადგან სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ მეკარე ნიკა შერმადინი ჰყავდათ. მიზეზად - ტრავმირებულთა და დისკვალიფიცირებულთა სიმრავლე დასახელდა, მაგრამ მაინც გაუგებარი დარჩა, 19-წლამდელთა გუნდიდან მოთამაშეები რატომ არ დაიმატეს?

- კოლხეთი-ტორპედო 0:3 - კოლხების გასაჭირი და კაპანაძის სუპერგოლი [VIDEO]

აქამდე დაუზუსტებელი ცნობით, ფოთელებს ეკიპირებისთვის ფული არ აღმოაჩნდათ. ეს ინფორმაცია კლუბის დირექტორმა თემურ ბარქაიამ "ლელოსთან" კატეგორიულად უარყო.

"მაისურები არაფერ შუაში იყო. ელემენტარულად, მოთამაშეთა დამატება ფიზიკურად ვერ მოხერხდა. ყველამ იცის, რომ დისკვალიფიკაციისა და ტრავმების გამო "კოლხეთს" ვერ ეხმარებოდნენ ოტიენო, კოვტალიუკი, ენდელაძე, ჟიშკარიანი, ქებურია, კვარაცხელია და გოგონაია.

ყველას დაავიწყდა, რომ 19-წლამდელებიდან ორ მოთამაშეს, შალიკაშვილსა და კოკაიას, შარშანდელიდან მოყოლებული, სისტემატურად ვიმატებთ. მაგრამ ახლა ეს ორი ახალგაზრდაც დაშავებული გვყავდა, რაც ყველას გამორჩა...

კარგად მესმის, რომ ამის მიუხედავად, ბევრისთვის მაინც გაუგებარი დარჩა, ასაკობრივი გუნდების მოთამაშეები რატომ არ დავიმატეთ. ამიტომ ამაზეც უნდა ვთქვა - რეალურად, 19-წლამდელთა გუნდში პატარა ბიჭები გვყავს და ისინი ორ ასაკობრივ ჩემპიონატში თამაშობენ - 17 და 19-წლამდელებში. ეს იმ ჩავარდნის შედეგია, რაც წლების წინათ ფოთის ბავშვთა ფეხბურთში იყო და ახლა იჩინა თავი.

რეალურად, ბევრი ფეხბურთელი არც გვყავს და იძულებულები ვართ, ერთი და იგივე ბავშვები ორ ტურნირში გამოვიყვანოთ. მათ კი "ტორპედოსთან" მატჩის წინა დღეს ტური ჰქონდათ და მონათმფლობელი ხომ არ ვარ, ჩემი საქმე მათი ჯანმრთელობის ხარჯზე გავაკეთო?! მით უფრო, რომ სამი მოთამაშე განაცხადში შეგვყავდა და ვფიქრობდით, რომ ამჯერად ფონს ასე გავიდოდით.

მაგრამ თამაშამდე ერთი საათით ადრე კვარაცხელიას ტემპერატურამ აუწია, "ჩელე არენაზე" ჟიშკარიანს ისევ კუნთი დაეჭიმა, გოგონაიასთან დაკავშირებით კი გარკვეული პრობლემები შეიქმნა. სამწუხაროდ, ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში მოულოდნელად აღმოვჩნდით და ამის გამო განაცხადში ვინმეს შეყვანას ვეღარ ვახერხებდით. ფოთიდან რომ გამოგვეძახა ფეხბურთელები, ამისთვისაც ხომ დრო იქნებოდა საჭირო?

იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ მოთამაშეები გვყავდა და დავმალეთ?! იმედია, ეს კითხვები ამ განმარტების შემდეგ აღარ დაიბადება. ისე, რომ იცოდეთ, "ტორპედოსთან" კილასონია და დაფეც დაშავდნენ. რაც მთავარია, არც ერთს ბრძოლაში არ მიუღია ტრავმა... ჩვენი ტრავმირებული მოთამაშეების 90 პროცენტი ანალოგიური მიზეზით ისვენებს", - ამბობს ბარქაია.

ფოთელთა დირექტორის თქმით, "კოლხეთი" საშინაო არენას იცვლის:

"ქობულეთელებს და პირადად რევაზ ჩელებაძეს უდიდეს მადლობას გადავუხდი, რომ ეს უსტადიონო გუნდი გაჭირვებისას შეგვიფარა და უსასყიდლოდ გვათამაშა. ეს არის სოლიდარობის საუკეთესო მაგალითი! მაგრამ შემდეგი ტურის მატჩში "შუქურას" სამტრედიაში, "ეროსი მანჯგალაძეზე" მივიღებთ. ჩვენთვის ქალაქიდან ქალაქში ეს მოგზაურობა იოლი არ არის, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ალბათ, უახლოეს ტურებსაც სამტრედიაში ჩავატარებთ".

ბუნებრივია, დავინტერესდით, რატომ ვეღარ თამაშობს "კოლხეთი" მორაგბეთა სტადიონზე. ბარქაიამ უარყო ხმები, თითქოს, იქ არ უშვებენ:

"რაგბის სტადიონზე ჯერ თავად მორაგბეები ვერ შედიან, რადგან მოედნის საფარი ახალი დათესილია და იქ თამაში არ შეიძლება. მორაგბეები რომ არ გვეხმარებოდნენ, "პარკი არენის" ხელოვნურ საფარზე ვინ გვავარჯიშებდა? იმედი გვაქვს, ფოთში დაბრუნებას ჩემპიონატის მეორე ნახევარში მაინც შევძლებთ".

ფოთელთა დირექტორის თქმით, მალე გუნდში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყება:

"ეს აუცილებლად მოხდება. რამდენიმე ახალგაზრდასა და ლეგიონერს დავიმატებთ. "კოლხეთში" მხოლოდ ისინი ითამაშებენ, რომლებიც მოედანზე გულით და სულით გადიან და შეგნებული აქვთ, რას ნიშნავს უპირველეს ქართულ გუნდში თამაში. ხოლო, ვინც საქმეს ზერელედ ეკიდება, მისი ადგილი ჩვენთან აღარ იქნება, ვინც უნდა იყოს ის...

რაც შეეხება ლეგიონერებს, ერთი უკვე ჩამოვიდა - სენეგალელი საყრდენი ნახევარმცველი მამადუ, რომელიც ბოლოს საფრანგეთის დაბალი ლიგის კლუბში თამაშობდა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციიდან მის სატრანსფერო ფურცელს ველოდებით.

მამადუს გარდა, კიდევ ორი აფრიკელი ჩამოვა, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ასაკობრივი ნაკრებების მოქმედი წევრები არიან. ერთი ცენტრალური ნახევარმცველია, ხოლო მეორე - მარჯვენა მცველი.

საერთოდ, პრობლემებისა და ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს იმის ძალა და უნარი, რომ ეს კრიზისი დავძლიოთ და მთავარ ლიგაში დავრჩებით. აუცილებლად დავრჩებით კიდეც".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თენგიზ გაგუა
არასწორი მენეჯმენტის ბრალია,ბარქაია არ ვარგა დირექტორად,არ იცის ეს საქმე,გარდა ამისა არა მისი სიტყვის პატორნი.
gia.
არაფელი არ გამოუა ფოტი განცირულია
გოგა
შენ ჯამრთელობასაც. გაუფრთხილდი და წადი სახლში. სირცხვილია.
Guadua
თემურ ბარქაია სამარცხვინოა ასეთი ამბების კითხვა და ასეთი ინტერვიუები. თემურ მოკლედ თუ საკუთარ ჯიბესა და ინტერესებზე არა გაქვთ საქმე საბიუჯეტო ფულთან შეხებაში,მაშინ კაცურად ადექით , შენ და ლაშამ დაწერეთ მოხსენებითი ბარათი ქალაქის მერისადმი რომ სასწრაფოდ მიიღონ ზომები კლუბის გასხვისებისათვის, რომ მას გამოუჩნდეს ნამდვილი კერძო მფლობელები, აქციონერები ან უბრალოდ კერძო მფლობელი. მოსთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს და გაამზადეთ კლუბი გასაყიდად. ამ ბიუჯეტზე მომჯდარმა კლუბებმა და მათმა "მმართველებმა" მოკლეს და დაასამარეს ფეხბურთი საქართველოში. თუ დაინტერესებული ხართ შეფასებით, რებრენდინგით და ყველაფრით ამას უნდა მაქსიმუმ 2-3 თვე რომ უკვე ღია საერთაშორისო აუქციონზე გავიდეს კლუბი და დამთავრდეს ეს მაიმუნობა. თუ არადა გააგრძეელთ ასე უსასრულოდ.
giga
უკვე მეცინება ეგეთებზე, აღარ მეტირება :D
ლამაზი გოლები და წითლებიც
"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
გოგლიჩიძის "უდინეზემ" პოლონელი გოლეადორი დაიმატა
რამდენი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე - 6 ინგლისიდან და ყაზახების გაზრდილი გეოგრაფია
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
"მანჩესტერ იუნაიტედი" 23 წლის მეკარის დამატებასთან ახლოსაა
ორნი იქა, აქა... ანუ შერმადინი - გერმანიაში, ბარათაშვილი - მეიჯორლიგაში
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
პრობლემა: სად ხართ, ვასილ მაისურაძის ბიჭებო?
შვილო, შენ აქ რა გინდა?!. დაღმართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
ფოთის "კოლხეთში" გელა სანაიას ალექსანდრ შტელინი შეცვლის?
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
ფოთის "კოლხეთი" მოსკოვის "ტორპედოს" მეკარე სტეპან სიკაჩს იმატებს
პრო ლიგა 2. ტყიბულის "მეშახტე": სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ?
"რაგბის კავშირისგან თანხმობა უკვე მივიღეთ" - "კოლხეთი" ფოთში ბრუნდება
ფოთის "კოლხეთი": ნიკა შერმადინი მოვიდა, პაპუნა მოსემღვდლიშვილი წავიდა
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შტელინი: ჩაკვეტაძეს "გენტში" დამკვიდრების ასპროცენტიანი შანსი აქვს, თუ...
ფოთის "კოლხეთის" ამბები: სპონსორი, ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს