რონალდოს დუბლი და მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილებები
წუხელ ვიგოში მადრიდის "რეალმა" 4:1 გაანადგურა "სელტა" და ლა ლიგაში ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ახლა "სამეფო კლუბს" ტიტულს მხოლოდ ერთი რამ ჩამოაშორებს სანუკვარ ტიტულს, თუ თავად წააგებს ბოლო ტურში და "ბარსელონა" იმარჯვებს, სხვა შემთხვევაში ზინედინ ზიდანის გუნდი ჩემპიონია. "რეალი" ბოლო ტურში "მალაგას" ესტუმრება.

მადრიდელები კრიშტიანო რონალდომ ორივე ტაიმის დასაწყისში თითო გოლით 2:0 დააწინაურა, შემდეგ კი მსაჯმა აურია, როცა იაგო ასპასი სიმულაციისთვის გააძევა. 10-კაციანმა "სელტამ" გაიბრძოლა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო.

"რეალმა" გოლების სერია 63 მატჩამდე გააგრძელა...

სელტა-რეალი 1:4

გოლები: 0:1 რონალდო (10), 0:2 რონალდო (48), 1:2 გუიდეტი (69), 1:3 ბენზემა (70), 1:4 კროოსი (88)

სელტა (4-2-3-1): სერხიო ალვარესი - მალიო, რონკალია, კაბრალი, ხონი - ვასი, პაბლო ერნანდესი - ასპასი, ხოსაბედი (72. მარსელო დიასი), სისტო (80. შეიხი) - გუიდეტი (86. ბოვიუ)

რეალი (4-3-1-2): კეილორ ნავასი - დანილო, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო (71. კოვაჩიჩი), მოდრიჩი - ისკო (84. ლუკას ვასკესი) - ბენზემა, რონალდო (84. ასენსიო)

გაძევება: ასპასი (62)

მაყურებელი: 22 838

ბომბარდირები: 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 28 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 18 - იაგო ასპასი (სელტა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოჩა
მაგრა ცდები პეპეს რომ უშვებ ვარანი უნდა გაუშვა პეპე კიარა ასე კაი ფეხბურტელებს დაკარგავთ რეალის პრეზიდენტია გასაგდები ასეთ კაი ფეხბურთელებს რომ კარგავს შენ კიდევ ძალიან აგივარდა თავში რომ არათამაშებ შენც უნდა მიყვე უკან პრეზიდენტს გაიგე
ვაა
სამი დღე გავიდა, რაც რეალმა გამოტოვებული მატჩი ითამაშა.. გათამაშების ცხრილი შეავსეთ ეეე!
სოსო
მე ბარსას გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ზუსტად ისეთივე სიამოვნებით ვუყურებ რეალის ფანტასტიკურ თამაშს,ერთი ეგ არის ,რომ მსაჯები ძალიან ხშირად სცოდავენ და ფასს უკარგავენ დიდებული გუნდების გამარჯვებებს.აქ მხოლოდ რეალზე არ არის საუბარი,იგივეა ბარსას შემთხვევაშიც,ბაიერნის,იუვენტუსის და სხვა. გასაგებია,რომ ისინიც ადამიანები არიან და აქვთ სიმპათიები,ვარსკვლავებიც აგრესიული თამაშისაგან უნდა დაიცვა,მაგრამ ობიექტურობას არ უნდა გადააბიჯო და ყველაზე ძნელი ალბათ ამ ბალანსის დაცვაა მაჯებისათვის.
ბიკენტი
ძვირფასო რეალის ფანებო, ჩემს "ოქროს სიტყვებში" თქვენ მთავარი ვერ ამოიკითხეთ: არავინ არ იძახის, რომ წელს რეალი ბარსას არ სჯობია. მე შეიძლება საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ვიყო ტენდეციური, თორემ ამ შემთხვევაში ვცდილობ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო. ბარსა სერიოზულ კრიზისშია, და რეალი რეალურად სჯობს წელს. თორემ მასე, რონალდოს პენალიც საკმოად საეჭვო იყო კლასიკოში, და არც დეპორთან კარის ხაზს ნახევარი მეტრით გადაცდენილი და არჩათვლილი გოლიც შეგვიძლია გავიხსენოთ; და ამავე დროს პსჟ-თან დაუმსახურებელი პენალტიც იყო. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ არ ჭირდება! ახლადელ რეალს ასეთი უხეში მიდგომა მსაჯების! ისედაც საუკეთესოა! მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეალი ისედაც გაივლიდა ბაიერნის ბარიერს; მაგრამ ის უმსგავსოება რაც კაშაიმ ჩაიდინა იმ საღამოს... მუდმივად იქნება სალაპარაკო, რელას მსაჯმა მოაგებინაო. მოკლედ, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, გილოცავთ რეალის ჩემპიონობას:)
gverda
ბარსას ფანებო ახლა მაინც ჩაჩუმდით!
namere
ჩემო ბიკენტი!ნოუ კამზე პირველ ტაიმში ორი არ დანიშნული პენალტი ბარსას კარში.პიკეს თამაშგარედან გატანილი გოლი და მასკერანოს არ გაგდება.ამაზე მეტი რა უნდა დაგეხმაროს მსაჯმა.
შეეგუეთ
2 წელია რეალი უკეთესია ბარსაზე.ეს იმიტომ რომ კრისტიანო სასწაულებს ახდენს მნიშვნელოვან თამაშებში,ხოლო მესიმ ბოლო 2 სეზონი ჩააგდო.თანაც ნაკრებშიც.რონალდო მეორე ახალგაზრდობას განიცდის.ერთმანეთზე უკეთესი ბურთები გააქვს.5 ბურთი ბაიერნს და 3 ატლეტიკოს თანაც პლეიოფებში ეს ფანტასტიკაა.ასეთი რამ არავის გაუკეთებია.გულის მოსაფხანად რაც არ უნდა მსაჯებს დააბრალოთ ამით რეალის მართლაც სანახაობრივ და ვაჟკცურ თამაშს ვერაფერს დააკლებთ.
უტა
ჩემო უტკბილესო ბიკენტი! ტქვენს "ანალიტიკურ" აზროვნებას თუ დავუჯერებთ, ბარსასთანაც უნდა დაგვხმარებოდა მსაჯი და ესპანეთის საფეხბურთო ფედერაცია და რეალის ჩემპიონობაც ადრევე ექნებოდა განაღდებული. თქვენს "ოქროს" სიტყვებს რომ მივყვეთ, მაშინ "პსჟ"-თან უეფა დაეხმარა ხომ ბარსას, მსაჯი მოისყიდა და... შენთვის არასასიამოვნო სიტუაციის ანალიზი კაცურად უნდა შეგეძლოს და გადაიტანო უნდა, ესაა უპირველესი!
korben dallas
დიახ, დონ ფლორენტინოს უჩინარი ხელი ბევრ რამეს აკონტროლებს ესპანურ და არა მარტო ესპანურ ფეხბურთში. მაგრამ ობიექტურობისთვის ისიც გეთქვა ჩემო ბიკენტი, რომ მთავარი კონკურენტის - ბარსას სასარგებლოდაც სცოდავენ შავფორმიანები. მთელი წელი პენალტი არ დანიშნულა მათ კარში, მალაგას უეჭველი გოლი გაუუქმეს, რონალდოზე პენალტი არ დადეს კლასიკოში, ლას პალმასთან 0:0-ზე ხესე ერთი ერთზე გადიოდა და დინმა წააქცია უკნიდან. 100%-იანი გასაგდები იყო. და კიდე ვინ მოსთვლის ? ასე რომ...
ბესო
წინა ტურში,0:0-ზე, ბარსას რომ არ გაუგდეს მოთამაშე,-ის არაფერი...
გიო
ლამის ორი მეტრა იფრინა ისე წაიქცა ფეხბურთელი , აშკარად ისიმულიანტა, რაში ჭირდებოდა რეალს დახმარება, ისედაც 2-0 იგებდა
gio
ბარსას კიდევ აქვს თეორიული შანში მალაგა ძლიერი გუნდია თუ რეალმა წააგო გოლიბით უსწრებს რეალს
babuliK
ბარსას ჩაედო წადით ეხლა და ქართულ ფეხბურთს უგულშემატკივრეთ თუ გიყვართ ფეხბურთი ...ერთმანეთის ჯინაზე გულშემატკივრობენ ფეხბურთს თან ზოგს საერთოდ არ უყვარს ფეხბურთი და საქართველოში არ უნდათ ეს სპორტი:))))
ბიკენტი
მთელი სეზონი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია და მსაჯების კორპუსში სრული მობილიზაცია იყო გამოცხადებული რეალის გსაჩემპიონებლად, ეს ამ შეხვედრაშიც კარგათ გამოჩნდა. მსაჯები უკვე დაუფარავად უდგებიან რეალს, იმ შემთხვევაშიც კი როცა ზიდანის გუნდს ეს რეალურად არ სჭირდება; მოკლედ, გადაჭარბებით ასრულებენ ზევიდან მიღებულ დავალებას! საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის სპარტაკი, რომ ხდებოდა ჩემპიონი ცეკას დავალებით, იმას მაგონებს ეს სამარცხვინო ამბავი. ვაშა და ურა მსაჯების მიერ გაჩემპიონებულ რეალს!
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბარსელონა" "სელტასთან" დუბლებით ითამაშებს
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
"ბარსელონას" დუბლები ვიგოში "სელტასთან" დამარცხდა [VIDEO]
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] "ბარსელონას" დიდებული ქამბექი - "ბლაუგრანამ" ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ფეხი სახეში, ძირს დაგდებული ზიზუ - "სელტას" მცველმა ზიდანი ტრავმისთვის გაიმეტა [VIDEO]
"ბარსელონამ" რაფინია "სელტაში" დააბრუნა
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება