თბილისში გამართულ ბრძოლაში ავთანდილ ხურციძემ პოლონელი მარიუშ სენდროვსკის დამარცხება 12 რაუნდში შეძლო
ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ავთანდილ ხურციძემ იმედი გამოთქვა, რომ IBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ნოკაუტით გახდებოდა. "ტორნადომ" ეს ვერ შეძლო, მაგრამ გუშინ თბილისის სპორტის სასახლე გულშემატკივრებმა მაინც ძალიან გახარებულებმა დატოვეს. მართალია, 72,6 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქუთაისელ მოკრივეს პოლონელი მარიუშ სენდროვსკის დასამარცხებლად 12 რაუნდი დასჭირდა, მაგრამ მთელი ბრძოლის განმავლობაში უზარმაზარ უპირატესობას ფლობდა და მის გამარჯვებაში პუბლიკას ეჭვი არ ეპარებოდა.

ნოკაუტი საღამოს კი დაამშვენებდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ავთანდილის ეფექტური და სანახაობრივი ჩხუბით იმხელა სიამოვნება მივიღეთ, დასანანი იქნებოდა, დაპირისპირება ნაადრევად რომ დასრულებულიყო.

117:111, 106:108, 116:112 - სამიდან ერთმა მსაჯმა გამარჯვება სენდროვსკის მიაკუთვნა, დანარჩენმა ორმა კი სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონის ქამარმა ბინა საქართველოში დაიდო.

გრანდიოზული საკრივო სანახაობა გუშინ გვიან ღამით დასრულდა და ამიტომაც მის ვრცელ მიმოხილვას ვერ გთავაზობთ. ორიოდე სიტყვით შევეხებით სხვა ბრძოლებსაც. ხურციძის გაჩემპიონებამდე რინგზე უკრაინელი ვიქტორ პოსტოლი ავიდა და შვედ სამ რუკუნდოს ათრაუნდიან ბრძოლაში ქულებით სძლია, მანამდე გამართული სარეიტინგო ბრძოლები კი უფრო ხანმოკლე გამოდგა.

69,8 კილოგრამში ქართველების, რობინზონ ომსარაშვილისა და ამბროსი სუთიძის ექვსრაუნდიანი ბრძოლა ფრედ დასრულდა; მეორე ბრძოლაშიც ერთმანეთს საქართველოს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ - 61,2 კილოგრამში ასევე ექვსრაუნდიანი ჩხუბი ბექა საჯაიამ რუბენ მოვსესიანს ქულებით მოუგო; 72,6 კილოგრამში ბორის მდინარაძემ უკრაინელი ვალენტინ ვოლოხა დაანოკაუტა, ამავე წონაში რუსმა მარატ კულუმბეკოვმა ასევე ნოკაუტით დაამარცხა უკრაინელი ანდრეი დანიჩკინი.

temo
ჰო, რა თქმა უნდა, ბევრი გვყავს ხურციძესნაირი სახელოვანი ჯიგრები! შარაპოვა და კოტო უფრო აქტუალურები არიან?! არ ვიცით ჩვენებურების ღირსეული დაფასება! საწყენია! ყოჩაღ ავთანდილ, ყოჩაღ!
kopala
როგორ გაბედა აქ წაგება დაეფიქსირებინა
giorgi
ხურციძე ვაჟკაცი და უშიშარი მებრძოლია! მისი ადგილი ჩვენი მორაგბეების გვერდითაა! მან საფრანგეთშის ვერ მოიგო, უფრო სწორად, წააგებინეს, მაგრამ მისი აუგი კაცს არ წამოსცდენია. იმიტომ რომ ვაჟკაცია!
giorgi
ხურციძე ვაჟკაცი და უშიშარი მებრძოლია! მისი ადგილი ჩვენი მორაგბეების გვერდითაა! მან საფრანგეთშის ვერ მოიგო, უფრო სწორად, წააგებინეს, მაგრამ მისი აუგი კაცს არ წამოსცდენია. იმიტომ რომ ვაჟკაცია!
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე