ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზაზა ფაჩულიას რჩევა ამერიკელებს: გასინჯეთ ქართული ღვინო!

ზაზა ფაჩულიას რჩევა ამერიკელებს: გასინჯეთ ქართული ღვინო!

გადაცემა "უორიორს სენტრალის" წამყვანმა კელი ჯონსონმა ზაზა ფაჩულიასთან ჯერ გუნდზე ისაუბრა, შემდეგ კი ყველაფერზე, კალათბურთის გარდა
გადაცემა "უორიორს სენტრალის" წამყვანმა კელი ჯონსონმა ზაზა ფაჩულიასთან ჯერ გუნდზე ისაუბრა, შემდეგ კი ყველაფერზე, კალათბურთის გარდა: ჩაცმულობაზე, ღვინოებზე, საქართველოზე...

- ატლანტაში რესტორნების ბიზნესი გქონდა. რამდენად საინტერესო იყო კალათბურთის პარალელურად სხვა სფეროში ძალების მოსინჯვა?

- ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, პირველი ნაბიჯები მოედნის მიღმა კარიერაში. კარგი იყო. ბევრი ვისწავლე, ბევრი ვნახე და გავაცნობიერე, რომ რესტორანი არ არის საუკეთესო ბიზნესი. ძალიან კონკურენტული, რთული საქმეა.

უნდა უყურო რიცხვებს... დიდია რისკის ალბათობაც. სწორედ იმიტომ, რომ კარგად შემესწავლა ბიზნესის მენეჯმენტი, ზაფხულობით სხვადასხვა უნივერსიტეტში მოკლევადიან პროგრამებში ვერთვებოდი.

ვსწავლობდი, როგორ მივდგომოდი საქმეს, როგორ გამეუმჯობესებინა ჩემი ბიზნესი. საინტერესო იყო წარმატებული ხალხის გვერდით კლასში ჯდომა. ბევრს ვიღებდი ლექტორებისგან, ვეცნობოდი კონკრეტულ მაგალითებს...

ამ ზაფხულსაც ვაპირებ დამატებითი კურსების გავლას სტემფორდის უნივერსიტეტში. ჩვენთან ძალიან ახლოსაა.

- ბეი არეაში რესტორნის გახსნა ხომ არ შედის ახლო მომავლის გეგმებში?

- არა. რესტორანს მხოლოდ სტუმრის სტატუსით ვსტუმრობ ხოლმე. საკუთრის გახსნას ნამდვილად არ ვაპირებ.

- აქაური კერძები როგორ მოგწონს?

- თავისუფალ დროს სხვადასხვა ადგილს ვათვალიერებთ და რესტორნებს ვეცნობით. ზოგს უყვარს ერთსა და იმავე ადგილას სტუმრობა. მე კი ვცდილობ, მრავალფეროვნებისთვის სხვადასხვა რესტორანს ვეწვიო.

რაც შეეხება კერძებს, ძალიან მიყვარს აქაური სუში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკაში ყველაზე გემრიელ სუშის ბეი არეაში ამზადებენ. სხვა კერძებსაც ვსინჯავ, მომწონს კიდეც, მაგრამ სან ფრანცისკოს სუშის არაფერი შეედრება.

- ქართული ღვინო გასაოცარიაო, ამბობენ. რატომ?

- საქართველო ღვინის ქვეყანაა. გარკვეული მიზეზების გამო ეს ამბავი მსოფლიოში დიდად არ არის ცნობილი. თუმცა საქართველოში თუ ჩამობრძანდებით, ქართულ ვენახებს ნახავთ, ღვინოს დააგემოვნებთ, მიხვდებით, რატომაცაა გასაოცარი. ღვინის დაყენების ძველებური, ორიგინალური ტექნოლოგია გვაქვს. ქართული ღვინო მსოფლიოს მასშტაბით ნელ-ნელა იძენს პოპულარობას. რამდენიც უნდა ვილაპარაკო, ვერაფერი შეედრება პირად გამოცდილებას.

სამოგზაურო გადაცემებიდანაც ჩანს, რომ საქართველო სამოგზაუროდ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ამით ვამაყობ! როდესაც საქართველოში ვარ, ჩემს ოჯახს წარმოვადგენ, ხოლო ქვეყნის საზღვრებს გარეთ - ჩემს სამშობლოს, ჩემს დიდ ოჯახს. სეზონის დასრულების შემდეგ ყოველთვის სიამოვნებით ვბრუნდები შინ, რადგან ჯერ მეც ბევრი მაქვს სანახავი.

მდიდარი კულტურა, მრავალფეროვანი ბუნება გვაქვს, რომლის გაცნობა-შეცნობასაც დრო სჭირდება. გარშემო ყოველთვის დიდი სახელმწიფოები გვერტყა, ბევრს ვიბრძოდით, მაგრამ საქართველო დღესაც რუკაზეა. ეს სწორედ ჩვენი ხალხის, კულტურის, ხასიათის დამსახურებაა.

- კულტურიდან მოდაზე გადავინაცვლოთ. რამდენიმე წლის წინათ NBA-ს საუკეთესოდ ჩაცმულ სპორტსმენთა ტოპ-ათეულში მოხვდი...

- მთავარი ის არის, რომ 212 სმ სიმაღლის ადამიანისთვის ძალიან რთულია მოდის მიყოლა, შესაფერისი ტანისამოსის მოძებნა. ყველა კალათბურთელი ინდივიდუალურია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ზოგს მოგზაურობა უყვარს, ზოგს ფულის კომფორტულად ჩაცმაში გადახდა.

ჩემი ჰობი "ფეშენია". რამდენიმე წლის წინათ ამ საქმეში თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული, ახლა ტემპი ცოტა დავაგდე... ეს ცუდი არ არის, რადგან დიდი დრო მიჰქონდა. როდესაც კარგად მაცვია, თავს კომფორტულად ვგრძნობ. არა აქვს მნიშვნელობა, ქალაქში გავდივარ თუ ვარჯიშზე მივდივარ.

კომფორტულად ჩაცმა ენერგიასა და თვითრწმენას მმატებს. შესაძლოა, სიგიჟედ მოგეჩვენოთ, ამ პატარა ნიუანსმა როგორ უნდა შეგმატოს ენერგია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში რეალურად ასეა.

- "გოლდენ სტეიტში" ვინ არის საუკეთესოდ ჩაცმული და ვინ - უარესად?

- ანდრე იგუოდალა საუკეთესოდ იმოსება. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში ბევრ დროსაც ხარჯავს. ყოველთვის მშვენივრად გამოიყურება. ვინ იცვამს უარესად? ალბათ, ახალბედები...

- პატრიკ მაკქოუ...

- შეიძლება. იმედი მაქვს, პატრიკს არ ეწყინება. ახალგაზრდებს დრო სჭირდებათ, კარგი კონტრაქტები და გამოცდილება...

- რასელ უესტბრუკთან იანვრის ბოლოს სერიოზული დაპირისპირება გქონდა. სხვათა შორის, ისიც ორიგინალურად იმოსება. თქვენ შორის "ფეშენ-დაპირისპირებაში" ვინ გაიმარჯვებდა?

- არასოდეს არავის გავჯიბრებივარ ჩაცმაში. არც რასელ უესტბრუკს გავეჯიბრები. ვიცვამ ჩემთვის, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. კარგად რომ ჩავიცვამ, მაგარი ვიქნები? ასე არ არის. ვიცვამ ჩემთვის და არა სხვებისთვის.

ბოლოს, კელი ჯონსონის მონოლოგი-დასკვნა მოვისმინოთ:

- როგორც ხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო "მეომარია" სადღეისოდ. მადლობელი გახლავართ, რომ დაგვითმო დრო და გულახდილად გვესაუბრა. გირჩევთ, აუცილებლად გასინჯოთ ქართული ღვინო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ოდალას

ოსი ხარ თუ სომეხი?

• odala

არა და ამ ინციდენტის შემდეგ მაგარი შედგნენ. ბევრმა ანალიტიკოსმა თქვა ჭკვიანი კაცი ნაღდად არ არისო. ნამეტანი მოუვიდათ. თუ ჯორდანი არ არის კაცი, არ გაძლევს ეს იმის უფლებას მას შეურაცხყოფა მიაყენო. ბევრჯერ დასცინეს კიდეც ალსტარის პერიოდში და ახლაც დაცინვით მოიხსენიებენ ხშირად მის სახელს. თან ჟაჟას ეძახიან (პირზე ცინიკური ღიმილით).

• ხვიჩა

საქართველოს სიამაყე და დიდი ქართველი

• Emre

ვახო იმიჯის გამოსწორება არაფერში არ ჭირდება ზაზას. მარტო სულელების თვალში შეელახა იმიჯი რაც არავის ანაღვლებს. ხო და კიდე, ეს ინტერვიუ კავაის ტრავმამდე ბევრად ადრეა ჩაწერილი რო იცოდე ;)

• Qartveli888

სპორტსმენებს შეუძლიათ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო ელჩები იყვნენ უცხოეთში... ზაზა ამას ძალიან კარგად ახერხებს. პ.ს. საჩემპიონო ბეჭედი მოგველოცოს ზაზა!!!!

• vaxo

ჭკვიანი კაცია ზაზა,მაგრამ ზოგიერთი ქართველი ფანი ყავს ბნელი. შეუდგა გოლდენ სთეითი მისი გაფუჭებული იმიჯის გამოსწორებას.ასეა,ფაჩულია არც როდმანია და არც რონ არტესტი ანტიპიარიც რომ პიარად მიაჩნდეს.

• ქუთაისელი

ზაზას ჩემი ხმა აქვს შემდეგ არჩევნებზე :)

• აფხაზი

ზაზასნაირ ქართველებზე დგას საქართველო და მისი სახელი, სამწუხაროდ სპორტი ერთერთია სადაც ქართული სული შემორჩა, ამას ისიც ამტკიცებს რომ გაერომ დამოუკიდებელი საქართველო არ აღიარა, სანამ ანტიეროვნული ხუნტა არ მოვიდა სათავეში, როცა 10 პუნქტით მაღლა იდგა დანარჩენ სსრკ-ს რესპუბლიკებზე გაეროსვე მონაცემებით, არადა სნგ-ში შესული 14 რესპუბლიკა უპრობემოდ აღიარა, ამ დროს კი ქართველი სპორცმენები(1992-მდე) საქართველოს სახელით ოქროს მედლებს იღებდნენ და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს მძიმე სიტუაციაში აყენებდნენ, მაგრამ უღიერებელ რესპუბლიკამ იმდენი მოახერხა რომ აიძულა საქართველოს სახელით გასულ სპორცმენებს ქართული ჰიმნით დაემთვრებინათ გამოსვლა და საქართველოს სახელზე(და არა ნეიტრალურზე) გაფორმებულიყო მედლებიც ....

• felisio

ნამდვილი პროფესიონალი თავის საქმეში, რაც ესე გვაკლია ჩვენს ქვეყანაში. აგრეთვე ძალიამ მომწონს რომ ყველა ინტერვიუში სადაც კი საშუალება ეძლევა საქართველოს რეკლამირებას ეწევა და ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. წარმატებები ზაზას !!!

• გიორგი

დიდი ქართველი

• კახა ქირია

ვამაყობ და მიხარია რომ ჩემი ქვეყნის კაპიტანი, ზაზას სახით წარმოადგენს ჩემს ქვეყანას აქ,ამერიკაში.წარმატებები ზაზა.ბეჭედი მოგველოცოს!

• gulshematkivari

არ ვაზვიადებ! ზაზა ფაჩულია ერთ-ერთი უჭკვიანესი ქართველია.საოცარი კითხვა-პასუხები აქვს;უბრალო,მაგრამ ბრძნული!!! საამაყო ქართველი!!! ყოველივეს საუკეთესოს გისურვებ!!!!

• giorgi

დაღვინდა ზაზა, კარგ ელჩად ჩამოყალიბდა! მნიშვნელოვანი სოციალური (და რამარტო) როლიც იტვირთა წარმატებები ზაზას! - იმსახურებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს

კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]