არასასიამოვნო დღეები უკან დარჩა

ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ნოდარ იაშვილი მოედანს დაუბრუნდა. "საბურთალოს" მარჯვენა მცველმა მეორე ტურში ფოთის "კოლხეთთან" კუნთი დაიზიანა და მას შემდეგ მკურნალობდა. თბილისელებისთვის 24 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა და ცხადია, მისი არყოფნა კლუბის გამოსვლასაც დაეტყო. მაგრამ იაშვილმა რეაბილიტაციაც დაასრულა, კონდიციები აღიდგინა და თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, შესაძლოა, გორის "დილასთან" 20 მაისის მატჩში 18-კაციან განაცხადში ვიხილოთ.

"ძალიან არასასიამოვნო დღეები მოვიტოვე უკან. რთულია, შეხვედრას თვალს ტრიბუნებიდან რომ ადევნებ. გინდა, კლუბს დაეხმარო და ამის საშუალებას ჯანმრთელობა არ გაძლევს. მიუხედავად ამისა, მთელი ეს პერიოდი გუნდთან ერთად ვიყავი და გამარჯვებასა თუ წარუმატებლობას ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად ვიზიარებდი. ღვთის წყალობით, ახლა თავს ჯანმრთელად ვგრძნობ. კარგა ხანია, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და თუ მწვრთნელები საჭიროდ ჩათვლიან, "დილასთან" განაცხადში ვიქნები. ერთი სული მაქვს, მოედანზე როდის გავალ. მართალია, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა მეტყობა, მაგრამ იმედი მაქვს, ფორმაში მალე შევალ და გუნდის წარმატებაში ჩემს წვლილს შევიტან", - ამბობს იაშვილი.

მისივე თქმით, "საბურთალოს" ეროვნული ლიგის ლიდერებს შორის მოხვედრის შანსი აქვს: "დაძაბული პირველობაა, ჯერ სამი წრე ჩასატარებელია და მთავარი ბრძოლები წინაა. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, "საბურთალო" ზედა პოზიციებზეა და ყველა მეტოქისთვის უხერხული მოწინააღმდეგეა. მჯერა და ამის რეალურ შესაძლებლობასაც ვხედავ, რომ სამეულში მოვხვდეთ და ჩვენი გულშემატკივრები ლამაზი თამაშით ვასიამოვნოთ. მიმდინარე სეზონში ყველა გუნდს ვეთამაშეთ და ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ თამაშით ბევრს ვაჯობეთ. თბილისის "დინამოსაც" კი, რომელთანაც მეორე ტაიმში ავირიეთ და წავაგეთ, პირველი ნახევარი თანაბრად ვეთამაშეთ. რაც შეეხება "დილასთან" მოახლოებულ შეხვედრას - სერიოზული მეტოქეა, ბოლო პერიოდში, კარგად გამოიყურებიან და საინტერესო ფეხბურთს თამაშობენ. მაგრამ სამი ქულა ჰაერივით გვჭირდება და რესურსიც გაგვაჩნია, რომ მეტოქეს მოვუგოთ".

მერაბ მამულაშვილი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა