ლებრონ ჯეიმსი და კომპანია აგრძელებს აღმოსავლეთი კონფერენციის ტერორიზებას
პირველი მატჩის შემდეგ, "ბოსტონის" მთავარმა მწვრთნელმა ბრედ სტივენსმა განაცხადა, რომ ლებრონ ჯეიმსი საუკეთესო კალათბურთს აჩვენებს, ხოლო მისი გუნდი უპირისპირდება "კლივლენდის" საუკეთესო ვერსიას ამ გუნდის ისტორიაში.

სტივენსი, მისი შეგირდები და "ბოსტონის" ყველა გულშემატკივარი ამაში მეორე მატჩის დროს დარწმუნდა. ინტრიგამ მხოლოდ პირველი ექვსი წუთი იცოცხლა. პირველი მეოთხედის შუაში, ლებრონ ჯეიმსის შედეგიანი გადაცემების წყალობით, "კლივლენდმა" 14:2 გაქცევა მოაწყო და უკან აღარ მოუხედავს.

თუმცა, პირველი 12-წუთეულის შემდეგ 14-ქულიანი ჩამორჩენა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც სტუმრებმა მეორე მეოთხედში მოაწყვეს. და ისევ, "სელტიქსის" განადგურებას ლებრონი აგრძელებდა, რომელმაც ამ 12 წუთში 17 ქულა აიღო. მას ზუსტი სამქულიანებით ეხმარებოდა კევინ ლავი და პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრების აცილებები რომ არა, "კლივლენდი" გადალახავდა არა 70, არამედ 80-ქულიან (!) ზღვარს.

ამ ყველაფრის გარდა, სტუმრები დაცვაშიც შეუდარებლები იყვნენ და ამსხვრევდნენ სტივენსის ყველანაირ სათამაშო სქემას. რაღაც მომენტში, "ბოსტონის" თამაშიდან რეალიზაციის პროცენტი 20-მდე დაეცა.

72:31 პირველი ტაიმის შემდეგ - ეს განაჩენი იყო. მაგრამ "კლივლენდს" არც უფიქრია ტემპის დაგდება. ლავსა და ჯეიმსს "დიდი ტრიოს" მესამე ელემენტი - კაირი ირვინგი შეუერთდა. სწორედ მან მიიღო ესტაფეტა მესამე მეოთხედში, რომლის დასრულების შემდეგ, 23 ქულა ჰქონდა აღებული - 103:57.

რაც შეეხება თავად ლებრონს, თავისი ნორმის - 30 ქულის შესრულების შემდეგ, ის სათადარიგოთა სკამზე დაჯდა და მოედანზე აღარ გასულა. თამაში კი "კლივლენდის" რეზერვისტებმა ჩაამთავრეს და ბოლომდე შეინარჩუნეს ქულათა დაუჯერებელი სხვაობა - 130:86.

ბოსტონი-კლივლენდი 86:130

18:32, 13:40, 26:31, 29:27

ბ: ბრაუნი (19), ბრედლი (13), ჰორფორდი (11).

კ: ჯეიმსი (30+7 პასი), ირვინგი (23), ლავი (21+12 მოხსნა), ჯეფერსონი (10).

სერია: 0-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო