ალექსანდრ ზვერევმა ჯოკოვიჩს უშანსოდ მოუგო
რომის "მასტერსზე" გამოჩნდა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი სწორ გზას ადგას, მაგრამ ჯერ კრიზისიდან ბოლომდე არ გამოსულა. სერბმა დამაჯერებლად გაიარა ფინალამდე ყველა ბარიერი, ნახევარფინალში მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო მადრიდის "მასტერსის" ფინალისტს, რომში რაფაელ ნადალის მძლეველს დომინიკ ტიმს.

ამ მატჩის შემდეგ, ჯოკოვიჩი ფინალის ფავორიტი იყო, რადგან სწრაფად პროგრესირებად, მაგრამ გამოუცდელ ალექსანდრ ზვერევს ეთამაშებოდა, რომელიც პირველად ვიხილეთ "მასტერსის" სერიის ტურნირის ფინალში.

მაგრამ გადამწყვეტი მატჩი სრული კატასტროფა გახდა სერბისთვის. გერმანელმა იდეალურად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე - ჯოკოვიჩი მეტოქის ვერც ერთ გეიმში არა თუ ბრეიკ-პოინტამდე, "თანაბრამდეც" არ მისულა. გარდა ამისა, ზვერევს ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის შესანიშნავი პროცენტი ჰქონდა - ხუთიდან სამი, რასაც კარიერაში "მასტერსზე" პირველი მოგება და დღეიდან რეიტინგის TOP-ათეულში პირველად შესვლა მოჰყვა.

უმაღლესი კატეგორიის ზედიზედ მეორე ტურნირის მოგების შანსი ჰქონდა სიმონა ჰალეპს. მადრიდში გამარჯვების შემდეგ, რუმინელმა ასევე ძალიან დამაჯერებლად მიაღწია რომის ტურნირის ფინალში, სადაც ძალიან კარგად დაიწყო და 5:2 დაწინაურდა. სწორედ ამ დროს, სიმონას ფეხი გადაუტრიალდა და მთელი მატჩის განმავლობაში გრძნობდა ტკივილს კოჭის არეში.

დაზიანებამ იმოქმედა რუმინელის თამაშზე მეორე სეტში. მართალია, ჰალეპმა სამი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ოთხჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. ბოლო სეტში სიმონას ძალები საერთოდ აღარ დარჩა, 0:5 ჩამორჩა და მხოლოდ ერთი პრესტიჟის გეიმი აიღო.

ორი საათი და რვა წუთი ბრძოლის შემდეგ, ელინამ მოიგო მეოთხე ტიტული სეზონში (აქედან მეორედ - Premier-5), დღეიდან სათავეში ჩაუდგა "საჩემპიონო რბოლას", რეიტინგში ეი პირად და ეროვნულ რეკორდს დამყარებს - მეექვსე ადგილზე აიმაღლებს.

კაცები

1/4 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ) 6:1, 6:4

დომინიკ ტიმი (ავსტრია, 8)-რაფაელ ნადალი (ესპ, 4) 6:4, 6:3

ალექსანდრ ზვერევი (გერ, 16)-მილოშ რაიონიჩი (კან, 5) 7:6(4), 6:1

ჯონ ისნერი (აშშ)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 6) 7:6(3), 2:6, 7:6(2)

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 8) 6:1, 6:0

ალექსანდრ ზვერევი (გერ, 16)-ჯონ ისნერი (აშშ) 6:4, 6:7(5), 6:1

ფინალი

ალექსანდრ ზვერევი (გერ, 16)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 6:4, 6:3

ქალები

1/4 ფინალი

სიმონა ჰალეპი (რუმ, 6)-ანეტ კონტავეიტი (ესტ) 6:2, 6:4

კიკი ბერტენსი (ჰოლ, 15)-დარია გავრილოვა (ავსტრა) 6:3, 6:3

ელინა სვიტოლინა (უკრ, 8)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 2) 6:2, 7:6(9)

გარბინ მუგურუსა (ესპ, 3)-ვინუს უილიამსი (აშშ, 9) 6:2, 3:6, 6:2

1/2 ფინალი

სიმონა ჰალეპი (რუმ, 6)-კიკი ბერტენსი (ჰოლ, 15) 7:5, 6:1

ელინა სვიტოლინა (უკრ, 8)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 3) 4:1 უარი

ფინალი

ელინა სვიტოლინა (უკრ, 8)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 6) 4:6, 7:5, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა