"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის 36 მორაგბეს უხმო
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის 36 მორაგბეს უხმო.

ახალზელანდიელ სპეციალისტს განზრახული ჰქონდა, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში სხვა მოთამაშეებიც ეხილა, მაგრამ რამდენიმე მათგანი ტრავმის გამო მოისაკლისა.

ესენი არიან: დუდუ ქუბრიაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ მაისურაძე, ბექა გორგაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ანზორ სიჭინავა, ირაკლი სვანიძე.

"ბორჯღალოსნები" "შევარდენზე" 29-იდან 31 მაისამდე სამდღიან შეკრებას გაივლიან, რომელიც მსოფლიო რაგბის მე-9 დებულებით არის გათვალისწინებული. პირველ ივნისს გახდება ცნობილი იმ 33 მორაგბის ვინაობა, რომლებიც 3 ივნისს კანადაში გაემგზავრებიან. მოსამზადებელ შეკრებაზე არ იქნებიან ის მოთამაშეები, რომელთა გუნდებიც საფრანგეთის ტოპ 14-ის პლეი ოფში თამაშობენ.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, სადაც განვითარების გეგმის თანახმად, ახალგაზრდა და ადგილობრივი მორაგბეები ვნახეთ საქმეში, ამერიკულ ტურნეზე უძლიერესი შემადგენლობა მიგვყავს. ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეებთან გვიწევს თამაში, ტესტ-მატჩებზე ნაჩვენებ შედეგს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და საუკეთესოებით წარმატების მეტი შანსი გვექნება.

შეკრებაზე გვყავს როგორც გამოცდილი, ასევე შედარებით ახალგაზრდა მორაგბეები. ბიჭებს ენთუზიაზმი და ენერგია არ აკლიათ და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სასიამოვნოა ამ გუნდთან მუშაობა. დიდი მონდომებით ველი სრული შემადგენლობის შეკრებას" - გაფართოებული რაზმის დასახელების შემდეგ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ძლიერ მეტოქეებთან

"ბორჯღალოსნებს" ივნისში სამი მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩის და დიდი მანძილის დაფარვა მოუწევთ. გუნდი 3 ივნისს ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში მიემგზავრება, სადაც 10 ივნისს (საქართველოს დროით 01:00, 11 ივნისი) ქალგარიში კანადას შეხვდება.

კანადიდან "ბორჯღალოსნები" ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გადაინაცვლებენ და 17 ივნისს (საქართველოს დროით 03:00 18 ივნისი) "არწივებს" შეერკინება.

ამის შემდეგ "ბორჯღალოსნებს" უკიდურეს სამხრეთში, ზაფხულიდან ზამთარში მოუწევთ გადაფრენა და ჰუჰუიში 24 ივნისს "პუმებს" (საქართველოს დროით 23:15) შეხვდებიან.

"ზაფხულის ტესტ-მატჩებს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. შარშანდელი ოკეანეთის ტურნეს მსგავსად, წელსაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწეროთ.

თითოეული თამაში ძალიან რთული იქნება: აშშ-მა ახლახან "ამერიკის რაგბის ჩემპიონატი" მოიგო და თავდაჯერებული იქნება; კანადა საერთაშორისო დონეზე ყოველთვის კარგად გამოდის; არგენტინა 2015 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალისტია და მათთან თამაში ჩვენთვის სასიამოვნო გამოწვევაა" - ამბობს ჰეიგი.

"ბორჯღალოსნების" საშეკრებო შემადგენლობა 2017 წლის ივნისის ტესტებისთვის:

შერკინება: ანტონ ფეიქრიშვილი (კარდიფი, უელსი), თორნიკე მატარაძე (ლიონი, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (ვუსტერი, ინგლისი), შალვა მამუკაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ირაკლი მირცხულავა (ოიონა, საფრანგეთი), კარლენ ასეიშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (დომონი, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (ბრისთოლი, ინგლისი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარასენსი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (შონბრი, საფრანგეთი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, რუსეთი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში, ინგლისი), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი, საფრანგეთი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი, რუსეთი), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), რევაზ ჯინჭველაშვილი (ბაგრატი), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), გიორგი კოშაძე (ხარები), ალექსანდრე თოდუა (ლელო სარასენსი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), გიორგი ფრუიძე (ბაგრატი), მერაბ კვირიკაშვილი (ლელო სარასენსი), ბექა წიკლაური

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Irakli apkhaidze
gia-s 100% , მსგავსი შინაარსის კომენტარის გაკეთებას ვაპირებდი :))) ახალი მწვრთნელი და უკეთესი ყველა ვარიანტში უცხოელი უნდა იყოს და მისი ადაპტაციის და ექსპერიმენტების დრო მართლა აღარაა... ამაზე მსჯელობა მსოფლიოს მერე შეიძლებოდა ჰაჰა შარშანაც, მარა წელს უკვე ხურდება მსოფლიოს მოსამზადებელი ეტაპი, თან მილტონის ხელში ნამდვილად არ ტკეპნის გუნდი ერთ ადგილს. თუ ვინმე წლევანდელ ამ შემოდგომა გაზაფხულის მცირე ჩავარდნას გულისხმობს ვიტყვი რომკ ეს ჩავარდნა დროული და რაღაც კუთხით საჭიროც იყო!
სოსო
რაგბი ევროპის გათამაშება ჰეიგმა ნაკრების უახლოესი რეზერვის დათვალიერებისათვის გამოიყენა,აქედან გამომდინარე არც შემადგენლობა იყო შეთამაშებული,თან ხდებოდა ნაკრების თამაშში უკანახაზის დატვირთვის გაზრდა და ამისათვის შესაბამისი სქემების შესწავლა დახვეწა.ამიტომ თუ ვინმეს ჰგონია,რომ ეს არის ჩვენი ნაკრების რეალური ძალა,ან მილტონ ჰეიგის მაქსიმუმი,ძალიან ცდება.ჯერ მხოლოდ დაიწყო ახალ სტილზე ბორჯღალის გადაყვანა და სავარაუდოდ,მსოფლიო თასის შემდეგაც გაგრძელდება,მაგრამ პირველი შედეგები უკვე მსოფლიოზე უნდა გამოჩნდეს/ახალი სათამაშო სტილი არ არის მილტონ ჰეიგის ახირება,იგი ნაკრებში სწორედ ამისათვის მოიწვია რაგბის ფედერაციამ და მეც მიმაჩნია,რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა,უნდა ვისწავლოთ სწრაფი,ხელდახელ თამაში,უკანა ხაზის დიდი ჩართულობით და შეტევის მიმართულების სწრაფი ცვლით.დიდი იმედი მქონდა,რომ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატძე ჩვენი ნაკრები ასე ითამაშებდა ახალი ბიჭების წინ წამოწევასთან ერთად,კარგ შედეგსაც დადებდა,მაგრამ ჩემპიონატის დაწყებამდე იმდენი უკანახაზელი დაგვემტვრა უკვე,რომ ოპტიმიზმი შემიმცირდა.შემცვლელის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ ბიჭებს და თუ კიდევ ვინმე დაიმტვრა,კატასტროფის პირზე ვიქნებით ალბათ. მიუხედავად მცირე მინორისა,წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს,ეს უდიდესი გამოცდილება იქნება ჩვენი ახალგაზრდებისათვის.
გგგ
ზოგადად თავს ვიკავებ კომენტარებისაგან, მაგრამ როდესაც 6 ერის გუნდის დამარცხებაა შეუძლებელი ამ ეტაპზე, ასევე შეუძლებელია 4 ერის გუნდის დამარცხებაც. პრობლემები არის ნაკრებში და თაობათა ცვლა მიდის. უამრავ კომპონენტში გაგვიჭირდება არგენტინასთან და ამას პროგნოზი არ სჭირდება
gia
რატო ტოვებს ის ხალხი კომენტარებს ვისაც რაგბი საერთოდ არ ესმით? იკითხეთ თუ არ იცით სხვა ჭკუას კი ნუ ასწავლით. არგენტინას ვერ მოვუგებთ ეს არის ფაქტი 100დან გვაქვს 1 შანსი. მთავარია ამ თამაშით გამოცდილება, ვისაც გონია რომ შანსები გვაქვს მოგების მეტად გაერკვეს რაგბიში. მელიტონა არის კარგი მაღალი დონის მწვრთნელი და ახალ დონეზე აიყვანა ნაკრები, 6 წლის წინ რუმინეთთანაც არ ვიყავით ფავორიტი და დღეს უპირობოდ მოგება გვინდა და გვაქვს რესურსიც. დარწმუნებული ვარ შემდეგ 2 წელში დიდი ანგარიშებით მოვუგებთ. ეხლა იწყება მზადება მსოფლიოსთვის და აწი დაიწყებს ნაკრები მომატებას. მელიტონას ეხლა გაშვება სისულელეა და ვისაც გონია რომ გასაშვებია არ ესმის რაგბი საკმარისად. ეგ კაცი საერთოდ არაა დასაკარგი და აქ უნდა დავიტოვოთ მწვრთნელობის მერეც. ეხლა მთავარია საკლუბო რაგბის განვითარება, ევროტურნირებზე გასვლა რომ ხაზის მოთამაშეები გაიზარდნონ და საკლუბო რაგბიც ფეხზე რომ დადგება მერე 6 ერზე და გრანდებთან თანაბარ თამაშზე მერე შეიძლება პრეტენზია გვქონდეს.
რეზო
ALL_BLACKS ზედაპირულად "მსჯელობ". მსოფლიომდე დაუშვებელია მწვრთნელის გაშვება. სიახლე კი თამაშის სტილს აშკარად ეტყობა. შედეგი და მისი ხარისხი მხოლოდ მსოფლიოზე გამოჩნდება. ეს ნაკრები ჯერ სწავლობს თამაშს და ისე დემაგოგობს ხალხი გეგონება მართლა ოლ ბლექსის ქვეყანაში ვიყოთ.
რეზოს გლახუნაზე
კაცი რომ ამას დაწერს მამუკამ მიტომ განაცხადა უარი,რომ ის თავის თამაშს უკვე ვ ე რ აჩვენებს,რაც იყო თუნდაც 2 წლის წინ და მან ეს თავად ძალიან კარგად იცის... აბა კარგად შეხედეთ,თუნდაც ტულონში შეცვლაზე შემოდის... სიმძლავრე და სისწრაფე ცოტა დაკარგა და ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობები(!) ისევეა რაგბის გარტყმაში როგოც ვირმა ორმ იცის ხურმა რა ხილია

მემგონი მაინც ჯობია ჰეიგი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩეს, მისი აწყოობილი გუნდია და ავად თუ კარგად ამ მექანიზმს თავად ესმის. ახალი მწვრთნელი ექსპერიმენტებს დაიწყებს დაშედეგიც არამგონია უცებ დადოს.
უმადურებს
ჰეიგს რაღას ერჩით.ამ კონტინგენტით მაქსიმუმს მიაღწია.უკანა ხაზელები რომ ელიტაში ვერ არიან ჰეიგმა რა ქნას.სული და გული ჩადო საქართველოში,ქართულიც კი ისწავლა და რა ადვილათ იმეტებთ?
ALL_BLACKS*
glaxuna ვერ გაგიგე ვის სიძულვილზე ლაპარაკობ, მსჯელობით კი აშკარაა შემდეგი: 1) ნაკრებში სიახლე არის ნულოვანი! (ეს შეეხება მეორე და მესამე ხაზს) აბა შერკინებაში საქართველოს მეხუთე შემადგენლობითაც შეუძლია უმეტესი გუნდების თრევა! 2) საქართველოს ჩემპიონატში წელს თავი გამორჩეულად უკანახაზელებმა გამოიჩინეს (ტრადიციულად რომ გვიჭირდა იმ ხაზზმა), ამიტომ ნაკრებში ვინაიდან ამ კუთხით სულ გვიჭირდა ძიება და ექსპერიმენტები აქაა საჭირო 3) გარკვეული დეფიციტი შეიმჩნევა მეორე ხაზშიც (რუმინეთში სათადარიგო მეორეხაზელიც არ გვყავდა), შედეგიც გვახსოვს ალბათ 4) მარტო ჰეიგს შეუძლია)))) მეორედ ასეთი სისულელე არ თქვა! შეუცვლელები არ არსებობს. ყველა დონეს თავისი ვარსკვლავი ყავს. საქართველოს ნაკრების რაგბის ისტორია ამის საუკეთესო მაგალითია. სორელმა თავისი დროის საუკეთესო რაგბი გვათამაშა, მაგრამ როგორც კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდით, მსოფლიოსთვის მისი კვალიფიკაცია არ იყო საკმარისი, სხვა შემთხვევაში ურუგვაისთან უეჭველი მოვიგებდით! რუსთაველის ქვეყანაში არ არსებობს შეუცვლელი ადამიანი! ეს არის ყველაზე დიდი შევდომა! ჰეიგის დამსახურება ქართული რაგბის წინაშე აღემატება დღემდე ყველა მწვრთნელისა, თუმცა მოვიდა დრო მასთან დამშვიდობებისა, არაა აუცილებელი მაინც და მაინც სამარცხვინოდ გავაგდოთ. ის დაცვის საუკეთესო მწვრთნელი იქნებოდა მაგრამ შეტევა და ხაზი მისი ძლიერი მხარე არ არის - ეს უკვე აშკარაა! მაგ კომპონენტში ტიმ ლეინიც კი ბევრად აღემატებოდა ჯიქის გარემარბებს და აბრამიძეს კი ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობაში დაძახება ეკუთვნით
რეზო
როგორ გვიყვარს პროფესორობა. Glaxuna-მ კარგად თქვა,და სულ ყველაც რომ წავაგოთ მილტონის გაშვებაზე ლაპარაკი ზედმეტია. წარმატება ნაკრებს!
პაატა
კაკოვინს რას გადაეკიდნენ? რატომ აღარ ეძახიან ნაკრებში? დავიჯერო ამ სასტავიდან ყველაზე სუსტია?
რეალისტი
ამ ტესტებში ბევრი რამ გაირკვევა,რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს.თუ უარყოფიტი შედეგი იყო მილტონას ჯობია მადლობა ვუთხრათ და დროულად გავუშვათ .2019 წლამდე ჯერ კიდევ დროა,თორემ მსოფლიოზე მარცხი არ აგვცდება.
გიორგი
მირცხულავას რა სიკვდილი უნდა ნაკრებშ? მაგის შერკინება არ გაიშვა არსად. ბეკოშვილმაც არ გამართლა ვერ აწვებოდა რუმინეთთან.
ნიკო
არარეარული არაფეფრია, ითამაშონ ჭკვიანურად და შიძლება მოგება არგენტინასთანაც. ამერიკა და კანადაც ხელწამოსაკრავები არ არიან, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვუგოთ. კარგი შემადგენლობაა. ერთი კარგი 15 ნომრიც რომ გამოჩნდეს აჯობებდა.
glaxuna -ს
ეტყობა ექსპერტი ხარ
გგგ
ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა, რომლითაც მსოფლიოსთვის უნდა მოემზადოს ნაკრები. არგენტინასთან არარეალურია, მაგრამ კანადა-აშშ-სთან დროა გამარჯვებაზე ვიფიქროთ
glaxuna
ALL_BLACKS* მეგობრებო ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი მოიშორეთ და ი მ ს ჯ ე ლ ე თ... საქართველოს ჩემპიონატის მელელოვეებზე ჯერ-ჯერობით ერთი თავით მაღლა დგას ეს ბიჭები,ვინც წარმოდგენილია ნაკრებში(!) და მამუკამ მიტომ განაცხადა უარი,რომ ის თავის თამაშს უკვე ვ ე რ აჩვენებს,რაც იყო თუნდაც 2 წლის წინ და მან ეს თავად ძალიან კარგად იცის... აბა კარგად შეხედეთ,თუნდაც ტულონში შეცვლაზე შემოდის... სიმძლავრე და სისწრაფე ცოტა დაკარგა და ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობები(!) არგენტინასთქან გაგვიჭირდება,სანამ ახალი თაობა სათანადო ს ი მ ძ ლ ე ვ რ ე ს ვერ მოიკრებს! მთავარია ბიჭებმა თ ა ვ დ ა დ ე ბ ა და შემათება,რაც რაგბში ქართველთა ს ტ ი ლა დ ჩამოყალიბდა შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ...რასაც შ ე ძ ლ ე ბ ს ამ ეტაპზე მხოლოდ მილტონ ჰეიგი!
ALL_BLACKS*
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვევეს და საუკეთესო მექულეებს რატომ არ ეძლევა სანაკრებო შანსები? დროა ჰეიგს მადლობა მოვუხადოთ და დავემშვიდობოთ
ნათია
არგენტინასთან თამაშით გვეძლევა შანსი დავამტკიცოთ, რომ ჩვენც სარაგბო ელიტის წარმომადგენლები ვართ!

მამუკამ 35 წლის ბებერი ვიქნები ნაკრებისთვისო და მსოფლიოსთვის ახალ სახეებზე იზრუნეთო და ბინგო ახლაა 35 ზე მეტის და ... რა ვიცი, რა ვიცი... მილტონ, მილტონ წტფ?
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს