ლიონში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეორე მეტოქე დღეს გაირკვევა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო რეპეტიციას გადის როლან გაროსის წინ.

ქართველი, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 70-ე ადგილამდე დაქვეითდა, არც ისე წარმატებით გამოდის გრუნტის სეზონში. ამიტომაც გუშინ, ლიონის ტურნირის პირველ წრეში არ მიიჩნეოდა ფავორიტად ხორვატ ბორნა ჩორიჩთან (41-ე ნომერი) მატჩში. მით უმეტეს, 20 წლის ბორნა წელს მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ბრიტანელი ენდი მარეის დამარცხებით იწონებს თავს. თანაც, ეს ამბავი სულ ახლახან, მადრიდის "მასტერსზე" მოხდა, როცა ხორვატმა ბრიტანელი 6:3, 6:3 გაანადგურა.

ჩოგბურთელები პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს პროფესიულ ტურში და ქართველი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. ბასილაშვილი ვალდებული იყო - საქმე ორ სეტში მოემთავრებინა. პირველ პარტიაში ნიკოლოზმა მხოლოდ ერთხელ ჩააგდო საკუთარი მოწოდება - მეოთხე გეიმში, მაგრამ ჩვენიანს უკვე შესრულებული ჰქონდა ბრეიკი. ჩორიჩმა ანგარიში გაათანაბრა - 2:2, თუმცა, მეხუთე გეიმში ისევ დათმო საკუთარი მოწოდება და ბასილაშვილს სეტის ბოლომდე უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია.

მეორე სეტში ბრეიკ-პოინტების რაოდენობამ იმატა - მეათე გეიმამდე, რომელშიც ბასილაშვილი მატჩზე აწვდიდა, ცხრა ბრეიკ-პოინტი დაფიქსირდა, აქედან ექვსი ქართველისა იყო და მან ერთი შანსი გამოიყენა, ხოლო მეტოქისგან სამი საფრთხე მოიგერია. და ამის შემდეგ იყო მარათონული მეათე გეიმი, რომელშიც ბასილაშვილმა 7(!) მატჩბოლი ვერ გამოიყენა. ბუნებრივია, ქართველზე ამან ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა და მე-12 გეიმში კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება. სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

კარგია, რომ ნიკოლოზის ჩავარდნა მესამე სეტში არ გაგრძელდა. რაც მთავარია, მან დაალაგა თამაში საკუთარ გეიმებში. ჩორიჩს მხოლოდ მეხუთე გეიმში ჰქონდა ორი ბრეიკ-პოინტი და ვერ გამოიყენა, ბასილაშვილმა კი მესამე გეიმში სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და მეორე წრეში გავიდა - 6:4, 5:7, 6:4.

ბასილაშვილის მეორე მეტოქე დღეს გაირკვევა - იტალიელი ანდრეას სეპისა და ბოსნიელი დამირ ძუმჰურის მატჩში. ლიონის ტურნირზე პირველ ნომრად მილოშ რაონიჩია განთესილი, მეორეა - ჟო-ვილფრიდ ცონგა, მესამე - ტომაშ ბერდიხი და მეოთხე - ნიკ კირგიოსი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუკა
ნიკილოზს წარმატებას ვუსურვებ. მას მკვლელის ინსტიქტის ამუშავვება ჭირდება, ცივსისხლიანობა აკლია, ძალიან ჰუმანური არის მოწინააღმდეგების მიმართ, ძალიან ბევრ შეცდომას პატიებს მეტოქეს. ამით ირთულებს ცხოვრებას. ნახეთ როგორი ცივსისხლიანი და ეკონომიური არის ფედერერი, ნამდვილი მკვლელის სახე და ქმედებები აქვს კორტზე, ქირურგივით ზუსტად უსვამს დანას მოწინააღმდეგეს. ცივსისხლიანობისთვის საკუთარი თამაშის კომპონენტების დახვეწა ჭირდება ნიკოლოზს. იმედია პროგრესი აქვს ამ მხრივ.
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის