კავაი ლეონარდთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ზაზა ფაჩულიას ოჯახმა სოციალურ ქსელებში მუქარის წერილები მიიღო
"სან ანტონიოს" ლიდერთან, კავაი ლეონარდთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას ოჯახმა სოციალურ ქსელებში მუქარის წერილები მიიღო.

ფაჩულიას თქმით, ის ვერ შეეგუება იმას, რომ "სან ანტონიოს" მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი ასეთ დაუფიქრებელ კომენტარებს აკეთებდეს.

68 წლის სპეციალისტმა ცეცხლს ნავთი დაასხა, როდესაც მატჩისშემდგომ კომენტარში ფაჩულიას ბინძური მოთამაშე და "მკვლელიც" კი უწოდა.

"ვის ანაღვლებს, ჰქონდა თუ არა მას განზრახვა", - განაცხადა "სან ანტონიოს" მწვრთნელმა.

"მკვლელობა, იცით, რა არის? შეიძლება საჭესთან იჯდე, ტელეფონზე მესიჯს აგზავნიდე და ვინმე გაიტანო. ამ დროს შენ ადამიანის მოკვლის განზრახვა სულაც არ გქონია, მაგრამ მაინც ციხეში მიდიხარ. მე მხოლოდ ის მანაღვლებს, რაც საკუთარი თვალით დავინახე და რაც სინამდვილეში მოხდა", - აღნიშნა პოპოვიჩმა.

- გრეგ პოპოვიჩი ფაჩულიასა და ლეონარდის მომენტზე: ეს საშიშია, ეს არასპორტულია!

ამ სიტყვებს სოციალურ მედიაში რეაქციები მოჰყვა და საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სკოლაში, სადაც ფაჩულიას შვილები დადიან, დაცვა გააძლიერეს.

"პოპოვიჩს ყველაფერს არ ვაბრალებ, თუმცა მისმა სიტყვებმა დიდი გავლენა იქონია ბევრ ადამიანზე და სამწუხაროდ, ყველას ინტელექტს ვერ გააკონტროლებ, - განაცხადა ფაჩულიამ, რომელსაც 8, 7 და 4 წლის შვილები ჰყავს. - გულშემატკივარმა მოისმინა მესიჯი და თქვა, "ოქეი, რადგან პოპოვიჩმა თქვა, ესე იგი, ახლა ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ". ეს არ არის სწორი. სანამ რამეს იტყვი, უნდა დაფიქრდე. დამემუქრონ მე, მაგრამ ჩემს ოჯახს ნუ შეეხებიან.

როგორც ადამიანი, როგორც კაცი, მე არ ვარ წინააღმდეგი, მასთან საქმე დავიჭირო, მაგრამ ძალიან არ მინდა, ამაში ჩემი ოჯახი იყოს გარეული. ჩემს ცოლსა და ჩემს შვილებს ამასთან საერთო არაფერი აქვთ და ისინი უდანაშაულონი არიან ამ სიტუაციაში. ვერ ვიტან, რომ ჩემი ოჯახი ამის გამო ნერვიულობს. ისინი ამას არ იმსახურებენ. ყველაფერი პოპოვიჩის ბრალი არ არის, მაგრამ მას ამაში დიდი წვლილი მიუძღვის", - აღნიშნა ფაჩულიამ USA Today-სთან საუბრისას.

იხილეთ კავაი ლეონარდის ტრავმის მომენტის ვიდეო

აქვე გეტყვით, რომ თავად კავაი ლეონარდმა აღნიშნა, მას არ მიაჩნია, რომ ფაჩულიამ განგებ დაუდო ფეხი.

- კავაი ლეონარდი: არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა

- Zaza Pachulia, family threatened after Kawhi Leonard incident

მომზადებულია sports.yahoo.com-ის მიხედვით

მერაბი გ.
ფაჩულიას ფეხზე დახტომამდე ლეონარდმა იმ თამაშში ორჯერ მიიღო ტრავმა და კოჭლობდა; მათ შორის ერთი - ზუსტად ისეთნაირად დაახტა სათადარიგოზე მჯდომი თავისიანის დევიდ ლის ფეხს და კაი ხანს ოთხოთ იარა. ზაზა ფეხს ჯიბეში ვერ ჩაიდებდა და წესით ამხტარმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ რას ახტებოდა! მოჭადრაკე ხომ არაა, სად გაგონილა ტრავმაზე ამდენი ისტერიკა რაც შეეხება პოპოვიჩს, ბებერი სკლეროზიანის ნაჩურჩუტებს თუ ამდენი ადამიანი აჰყვა, კარგად ჰქონიათ საქმე
ქართველი
გაიძვერა პოპოვიჩი მიხვდა რო ვერაფერს გააწყობდა გოლდენთან და ზაზას შეაწმინდა ხელი. არადა ლეონარდი ტრამვირებული თამაშობდა ..
koirtu
zaza midi
სტატუს ქუო
მივწეროთ პოპოვიჩს და ჩვენც დავემუქროთ....
sano
ზაზა რა შუაშია,მხოლოდ ბრმა თუ გაამტყუნებს
გიორგი
ზაზას ფეხი დარჩა და ამის გამო ემუქრება მთელი სან-ანტონიოს ფანები, აგერ ევროკავშირის წარმომადგენელმა თავზე გადაგვიარა და ხმა არავის ამოუღია ვისგანაც საჭირო იყო:((((((((((((((
გიორგი
კავაიმ ტრამვა მიიღო ჰიუსტონთან თამაშის დროს, რაღაცატომ არავინ ახსენებს. 10 ან 12 მაისის თამაშის კადრები ნახეთ.
დევნილი კოლხი
ეს რომ საქართველოში მომხდარიყო, ატყდებოდა ერთი აურზაური და ოპოზიცია ამას მთავრობის უნიათობას მიაწერდა. ის, რაც ხდება, სპორტის ფარგლებს აშკარად სცილდება.თუ ამერიკას ვბაძავთ, ამ ინფორმაციიდან გამომდინარე ზნეობრივად მისაბაძი მათ არაფერი ჰქონიათ. ზაზას კიაცობას რომ დაუწუნებს, იმან საკუთარ ბოზ მამიდას მიხედოს, უმჯობესია.
auuuuu
წესიერად შეხებაც არ ჰქონია რა ტრავმა აფერისტობს ლეონარდი ხოლო პოპოვიჩი სუფთა ყეყეჩია იმ სიტყვების მერე.

აქედან ყველაზე მაგარი გამოსავალი არის პოპოვიჩისდატროლვა
Tea
და ამ მომენტზე ტკვა იმ იდიოტმა პოპოვიჩმა მკვლელიაო? და ამაზეა ატეხილი განგაში?
BMW
ოდალა შეგიძლია მომწერო მაილი?
Bmb
შე ბებერო ვირთხავ! ზაზას აბრალებ არა კავაის დასვენების საშუალება რომ არ მიეცი? შენი იმბეცილობის გამო ერთი თამაშის მაგივრად ერთ წამში წააგე მთელი სერია, ზაზა კაცია, შენ კიდევ არაკაცი ხარ!
odala
მაგრები ხართ ძალით თვალის დაბრმავებაში. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ჩვენების წინააღმდეგ რომ ეთამაშა ვინმეს მასე, ხომ განზრახ ჯარიმაზე ილაპარაკებდით ყველა? მე რომ მკითხო, ეგ იყო, განზრახ გაკეთებული ზაზას მიერ და ასეთი თამაშის ადგილი კალათბურთში არ უნდა იყოს. კაუაი კლასი პიროვნებაა და მან იმიტომ თქვა ის რაც თქვა, თორემ როგორ შეიძლება მაგ მომენტს უყურო და არ იფიქრო რომ ეგ იყო გამიზნული. ყველაფერთან ერთად მასტმა სულ გააუფერულა ეგ სერია.
გია
კავაის ტრამვა პოპოვიჩი ბრალია! კაცი კოჭლობდა და ცოცხალი თავით არ შეცვალა, ამიტომაც აბრალებს ახლა ზაზას, რომ მაგას არ მოეთხოვოს პასუხი!
ბიკენტი
საერთოდ არანაირ უხეშობას ადგილი არ ჰქონია! ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო. ახლა უბრალოდ პოპოვიჩი ცდილობს თავისი ფიასკო გაამართლოს. ეჰ, არ გვყავს პატრონი ქართველებს; აბა ლებრონს გაუბედავდნენ ამას?!
ნოდო
ენბიეიმ ოფიციალურად თქვა რო ეს არ იყო განზრახ უხეში ჯარიმა კავაიმსც ხო თქვა არა ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო მარა ბევრი ბეჭედი აუვარდა თა ვში :)
tanto
პაპოვიჩი საჯაროდ გასალინჩია, ეხლა რომ აუყვირდა ზაზას, გოთვერანს აღარ ახსენდება მისმა მოთამაშე ბრიუს ბოუენმა, დუნკანმა და სხვებმაც მაგ "სპეციალური ნაბიჯით" რამდენ მოთამაშეს მიაღებინა მუხლის ან ტერფის ტრავმა. https://www.youtube.com/watch?v=R11DwHNKYwg
ლაშა
ზაზა მაგ ბებერის რისი ღირსიც არის ყველამ ვიცით, შენ ქართველი ხარ და არ გააკეთებ იმას რასაც ნბა ს კალათბურთელთ უმრავლესობა გააკეთებდა და ბოდიშს მოახდევინებდა, შენ გვერდით არის მთელი საქართველო ამაზე დიდი სტიმული შენთვის არაფერი იქნება
jiji
რადგან აქამდე მივიდა, უკვე ღირსების საქმეა და აუცილებლად სამართლებრივი გზით, მთელი ქვეყნის თვალწინ (აშშ), პასუხი უნდა აგოს ცილისწსმებისთვის, ამ თახსირმა პროვოკატორმა! არამცდაარამც, ეს არ უნდა დათმოს ზაზამ! რას ჰქვია ბავშვებს დაემუქრენ..! ოდნავ მაინც იყოს დამნაშავე რამეში?
gio
სასამართლომ კიარა ნბა--ხემძღვანელობამ უნდა გამოაქვეყნოს რო ეს აფსურდული ბრალდება და იკო ჩვეულებრივი სათამაშო სიტოაცია..და პოპოვიჩის განცხადება იყო ნადრევად გაკეთებული რის გამო ნბამ უნდა მოუადოს ბოდიში სანანტონიოს ფანებს შეცდომაში შეკვანისთვის,..მაგრამ ეს ამას ასე არ აკეთებენ იმიტომ რომ რაგაც ენბას ბოსებს თვალში გაეჩხირა ფაჩულია ოლსტარის მერე და ამის გამო კანონების შეცვლაც მოუწიათ. ამიტოომა გაჩუმებული ნბას ბოსები
hjk
ზაზა ნუგეშინია შენს გვერდში ვარ.
dima
ზაზამ კევინ დიურანტსაც მიაყენა ტრავმა და ისიც განგებ გააკეთა?! ))) ხისთავიანები არიან ეს იანკები,ხოლო პოპოვიჩი -პროვოკატორი!
aburjga
კვლავ გავიმეორებ, ფაჩულიამ პოპოვიჩს აუცილებლად უნდა უჩივლოს სასამართლოში. ეჭვი არ მეპარება სასამართლო პოპოვიჩს გაამტყუნებს! ასეთი განაჩენი კი იმწამსვე დააცხრობს თავგაცხელებულ ფანებს, რადგანაც სასამართლოს განაჩენს Aშშ-ში ძალიან დიდი ნდობა აქვს!
sabonis
ვინ არიან ბიჭო ეს ხისთავიანები, ასე როგორ შეიძლება უჩივლონ მაგ ბებერს ცილისწამებისთვის.
Irakli
ეს სპორტია და ვიღაც სულ დაშავდება, მით უმეტეს ამ ეპიზოდში ზაზას რა ბრალი მიუძღვის ვერ ვხვდები.. ხედავს პოპოვიჩი, რომ შანსი 0% აქვს გოლდენთან და ფანებთან ასეთი სისულელეებით იმართლებს თავს!
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა" - გრეგ პოპოვიჩი
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
ლებრონ ჯეიმსის ისტორიული მატჩი და მარცხი "კლიპერსთან" [VIDEO]
კავაისა და უესტბრუქის კომბინირებული 56 ქულა - "კლიპერსმა" "ოკლაჰომა" მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
5 წელიწადში 80 მილიონი - მამუკელაშვილს კვლავ პოპოვიჩი გაწვრთნის
"მამუს" "სან ანტონიო" მწვრთნელის გარეშეა - გრეგ პოპოვიჩი გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
"კლიპერსმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]
გრეგ პოპოვიჩის ორმაგი სტანდარტი?
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
"აი, ასეთი ბიჭია სანდრო" - პოპოვიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა