ჯიჯი ბუფონის ინდივიდუალური რეკორდი
ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერაში მერვე სკუდეტო მოიგო და ის ამ მაჩვენებლით (კიდევ ბევრით) საუკეთესოა სერია A-ში. "რეალმა" ლა ლიგის ყოველ ტურში გაიტანა, "მონაკომ" - 38-დან 37-ში...

პრემიერლიგა: კუნი და დიდებულები

* "მანჩესტერ სიტიმ" ბოლო შვიდ სეზონში ტოპ-ოთხეულში დაასრულა ჩემპიონატი.

* 1979 წლის მერე პირველად, ტოპ-ოთხეულში ვერ მოხვდნენ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ერთად.

* პრემიერლიგის ერაში პირველად მოხდა, რომ მე-5 ადგილზე გასულმა გუნდმა (არსენალი) 75 ქულის დაგროვება შეძლო.

* +60 "ტოტენჰემის" გოლთა თანაფარდობაა, რაც პრემიერლიგაში უდიდესია ისეთი გუნდისთვის, რომელმაც ტიტული ვერ მოიპოვა.

* "იუნაიტედის" ანხელ გომესი პირველი ფეხბურთელია 2000-იან წლებში დაბადებულთაგან, ვინც პრემიერლიგაში ითამაშა.

* ლონდონის "არსენალმა" 1996 წლის მერე პირველად ვერ შეძლო ოთხეულში შესვლა.

* "ჩელსი" პირველი გუნდია, რომელმაც 38-მატჩიან სეზონში 30 მატჩი მოიგო.

* 2011 წლის მერე პირველად პრემიერლიგაში ფეხბურთელმა ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა ჰეთ თრიკი (2011-ში - უეინ რუნიმ, ახლა - ჰარი კეინმა).

* პიტერ კრაუჩი (სტოკი) პირველი ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგაში 50 გოლი გაიტანა თავით.

* გაბრიელ ჟესუსს (სიტი) 8 მატჩში 11 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (7 გოლი, 4 საგოლე პასი).

* სერხიო აგუერო (სიტი) მეხუთე ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგაში ზედიზედ სამ სეზონში გაიტანა 20 და მეტი გოლი (შირერი, ანრი, ვან ნისტელროი, კეინი).

* ლორან კოსიელნი (არსენალი) მეხუთედ გააძევეს პრემიერლიგაში. რაც ის ინგლისში თამაშობს, ამდენჯერ პრემიერლიგაში არავინ გაუძევებიათ.

* ჯოშ ჰეროპი "მანჩესტერ იუნაიტედის" მე-100 ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

* ჯონ ტერიმ "ჩელსის" მაისურით სულ 492 მატჩში მიიღო მონაწილეობა პრემიერლიგაში.

* ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული სასტარტო შემადგენლობა დააყენა - საშუალო ასაკი 22 წელი და 284 დღე.

* დევიდ მოიესმა (სანდერლენდი) გუნდი პრემიერლიგაში 499-ედ გაიყვანა სათამაშოდ. ეს მეოთხე შედეგია მწვრთნელებს შორის.

ლა ლიგა: კალდერონის მეფე

* ისკო ალარკონმა (რეალი) ჩემპიონატში ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა ნახევარმცველთა შორის - 18 (10 გოლი, 8 საგოლე პასი).

* სეზონში ერთზე მეტი ჰეთ თრიკი (2) მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს (რეალი) ანგარიშზეა.

* სეზონში ყველაზე მეტი დუბლი ლიონელ მესის (ბარსელონა) ჰქონდა - 13.

* 2012 წლის მერე "ბარსელონას" სტუმრად ორი გოლი ღია თამაშიდან მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გაუტანა - კრიშტიანო რონალდომ და ტაკაში ინუიმ (ეიბარი).

* რაც პროფესიული ლიგა დაარსდა (1984 წ), ლა ლიგა 33-დან 28 შემთხვევაში ან "ბარსელონამ" მოიგო (15), ან "რეალმა" (13).

* ზინედინ ზიდანამდე "რეალის" მწვრთნელებიდან ბოლომ გუნდი ჩემპიონი ჟოზე მოურინიომ გახადა.

* "რეალმა" სეზონში 58 გოლი გაიტანა სტუმრად, რაც მისთვის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

* კრიშტიანო რონალდო მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ 8 სეზონში შეძლო 25 და მეტი გოლის გატანა. პირველი ლიონელ მესი იყო.

* კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონატში "მალაგას" კარში უკვე 15 გოლი აქვს გატანილი.

* "ბარსელონამ" შინ ზედიზედ 11 მატჩი მოიგო.

* მადრიდის "ატლეტიკომ" "ვისენტე კალდერონზე" 33-ედ და უკანასკნელად მოუგო "ბილბაოს". ამ სტადიონზე ჩემპიონატში სხვა არც ერთი გუნდისთვის არ მოუგია "ატლეტიკოს" ამდენჯერ.

* 21-ე საუკუნეში "ვისენტე კალდერონზე" ყველაზე მეტი გოლი ფერნანდო ტორესმა (ატლეტიკო) გაიტანა - 54.

* 1996 წელს "ვისენტე კალდერონზე" პირველი გოლი ლუის არაგონესმა გაიტანა, 2017 წელს ბოლო გოლი ანხელ კორეამ გაიტანა.

* "ოსასუნამ" 93 გოლი გაუშვა ჩემპიონატში, რაც მესამე უარესი შედეგია ლა ლიგის ისტორიაში - 1950/51 წლების სეზონში "ლეიდამ" 134 გოლი გაუშვა, ხოლო 1949/50 წლებში - "ჟიმნასტიკმა" - 99.

ბუნდესლიგა: გამოთხოვება 250-ე მოგებით

* 30 გოლზე მეტი ბუნდესლიგაში პიერ-ემერიკ ობამეიანგამდე (დორტმუნდი) დიტერ მიულერმა გაიტანა (1976/77) - 40.

* ფილიპ ლამმა (ბაიერნი) კარიერა ბუნდესლიგაში 250 მოგებით დაასრულა. მხოლოდ ორ ლეგენდას აქვს მეტი მოგება - ოლივერ კანს - 310 და მანფრედ კალცს - 291.

* "კიოლნმა" სეზონი 49 ქულით დაასრულა, რაც კლუბისთვის ბოლო 25 წელიწადში საუკეთესო შედეგია.

* ჯან-ლუკა ვალდშმიდტმა ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა და "ჰამბურგი" ელიტაში დატოვა.

* ნილს პეტერსენმა (ფრაიბურგი) ბუნდესლიგაში მე-19 გოლი გაიტანა მას მერე, რაც შეცვლაზე შევიდა. ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია.

* მარკო როისმა (დორტმუნდი) ბუნდესლიგაში 10 პენალტიდან 9 გაიტანა.

* პირველად მოხდა, რომ "შალკემ" სეზონში 10 გოლი გაუშვა პენალტის ნიშნულიდან.

* მაქს კრუზემ (ვერდერი) მეორე წრეში 19 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც ბუნდესლიგაში საუკეთესო შედეგია.

* 17 წლის კაი ჰავერტცი (ლევერკუზენი) ისტორიაში მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ბუნდესლიგაში დუბლი შეასრულა. "ლაიპციგის" ტიმო ვერნერი უფრო პატარა იყო, როცა ბუნდესლიგაში დუბლი შეასრულა.

* მარკო როისმა "დორტმუნდის" მაისურით 88-ე ოფიციალური გოლი გაიტანა, წინ მხოლოდ 6 ფეხბურთელია კლუბის ისტორიაში.

* ანტონი მოდესტე (კიოლნი) ერთადერთი მინდვრის მოთამაშეა, ვინც ყველა ტური სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

სერია A: რეკორდსმენი

* 1950 წლის მერე პირველად მოხდა, რომ ჩემპიონატში ერთბაშად 5-მა ფეხბურთელმა გაიტანა 24 და მეტი გოლი.

* მოჰამედ სალაჰი (იუვენტუსი, 15 გოლი, 11 საგოლე პასი), ალეხანდრო გომესი (ატალანტა, 15, 10) და ხოსე კალეხონი (ნაპოლი, 13, 11) ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც 10 და მეტი გოლი და საგოლე პასი აქვთ ჩემპიონატში.

* მილანის "ინტერმა" 69-დღიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო.

* ბოლო 6 სეზონში "იუვენტუსმა" 539 ქულა მოიპოვა, რაც 94 ქულით მეტია უახლოეს კონკურენტთან შედარებით.

* მასიმილიანო ალეგრიმ (იუვენტუსი) 4 სკუდეტო მოიგო. მწვრთნელებში მეტი მხოლოდ ტრაპატონის, კაპელოსა და ლიპის აქვთ მოგებული.

* არავის მოუგია იტალიის ჩემპიონატი რვაჯერ ჯანლუიჯი ბუფონის (იუვენტუსი) გარდა.

* იტალიაში ზედიზედ 6 სკუდეტო აქამდე არავის მოუგია.

* დრის მერტენსმა (ნაპოლი) ბოლო სამ ტურში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

* ლორენცო ინსინიემ (ნაპოლი) ჩემპიონატში ზუსტად იმდენი გოლი (17) გაიტანა, რამდენიც წინა სამ სეზონში ერთად.

* სტეფან ელ შაარავიმ (მილანი) 2012 წლის მერე პირველად შეძლო ზედიზედ სამ ტურში გოლების გატანა.

ლიგა 1: ასი, ასი და ასი

* ალექსანდრ ლაკაზეტმა (ლიონი) ჩემპიონატში 100 გოლი 203 მატჩში გაიტანა, მაშინ, როცა იმავის მიღწევას ბაფეტიმბი გომისი (მარსელი) ზუსტად ასი თამაშით მეტს მოუნდა - 303 მატჩი.

* 1956 წლის მერე პირველად მოხდა, რომ პირველ სამეულში უცხოელი მწვრთნელები გავიდნენ.

* მხოლოდ ლიონელ მესის (37) აქვს მეტი გოლი გატანილი ევროპის 5 ტოპ-ლიგაში, ვიდრე ედინსონ კავანის (პსჟ) - 35 გოლი.

* ლიგა 1-ში 991 გოლი გავიდა, რაც 1982/83 წლების სეზონის მერე საუკეთესო შედეგია.

* ბოლო 30 წელია პირველად შეძლო 4-მა ფეხბურთელმა 20 და მეტი გოლის გატანა ჩემპიონატში.

* "მონაკომ" 38 ტურიდან 37-ში შეძლო გოლის გატანა, რაც ლიგა 1-ის ახალი რეკორდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
დადასტურდა - ლაკაზეტთან ერთად "ლიონს" რაიან შერკიც ტოვებს და თვალი კვარაცხელიას პსჟ-ისკენ უჭირავს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
ლაკაზეტი: მე და მიქაუტაძემ ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ლაკაზეტი ყოფილ გუნდში დაბრუნდა
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] კეინის 90 და აკიდებული პენალტი - "ბაიერნმა" კინაღამ 3:0 გაანიავა
მიქაუტაძე: მე და ლაკაზეტმა ერთმანეთს შევხედეთ - მადლობა საგოლე პასით გადავუხადე
"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
L'Équipe: მიქაუტაძე და ლაკაზეტი "ნანტს" პირველივე წუთებიდან ერთად შეუტევენ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან