ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ექსკლუზივი] ზივ ავრაამ არიე: მინდა, საქართველოში დომინანტი იყოს "დილა"!

[ექსკლუზივი] ზივ ავრაამ არიე: მინდა, საქართველოში დომინანტი იყოს "დილა"!

ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ გორის "დილას ძალიან საინტერესო და თავისი საქმის კარგად მცოდნე მწვრთნელი ჰყავს
ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ გორის "დილას ძალიან საინტერესო და თავისი საქმის კარგად მცოდნე მწვრთნელი ჰყავს.

ახალი ფორმაციის "დილამ" ებრაელი სპეციალისტის, 46 წლის ზივ ავრაამ არიეს ხელმძღვანელობით, რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ითამაშა.

საერთოდაც, გავრისკავთ და ვიტყვით, რომ "დილას" ყველაზე მეტად შეგვიძლია ვუწოდოთ "მწვრთნელის გუნდი" საქართველოს ჩემპიონატში...

განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა გორული კლუბის მიერ შესრულებული რამდენიმე "ქამბექი". მათ შორის კი, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა ბათუმური მატჩი ადგილობრივ საფეხბურთო კლუბთან, როცა სტუმარმა მასპინძლის მიერ მოპოვებული ორბურთიანი ფორა არად ჩააგდო და საბოლოო ჯამში გაიმარჯვა კიდეც.

"ლელომ" ზივ არიესთან ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ, რომლის ორგანიზებაში დაგვეხმარა "დილას" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯოხაძე. გორელთა მწვრთნელი კი ერთობ სასიამოვნო და საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა...

მწვრთნელის ხელი აკლიათ...

- საინტერესოა, როგორ შემოვიდა ფეხბურთი თქვენს ცხოვრებაში, როგორი იყო თქვენი აქტიური საფეხბურთო კარიერა?

- 9 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე. შემდეგ სასწავლებლად წავედი ამერიკაში. იქ ეკონომიკურ სასწავლებელში შევედი და თან ფეხბურთსაც ვთამაშობდი. მერე დავბრუნდი ისრაელში და კიდევ სამი წელი ვითამაშე ფეხბურთი. სულ ეს იყო.

- სამწვრთნელო კარიერა?

- თელ-ავივის "მაკაბის" აკადემიაში ვიმუშავე ყველა ასაკის ბავშვებთან. ჩემი ხელმძღვანელობით, 19-წლამდელთა გუნდმა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშა. "მაკაბიში" ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

ყოველდღიურად ვთანამშრომლობდი ისეთ სპეციალისტებთან, როგორებიც არიან პაულო სოუზა, სლავიშა იოკანოვიჩი და პეტერ ბოში, რომელიც ამჟამად ამსტერდამის "აიაქსის მთავარი მწვრთნელია...

სადღაც წელიწად-ნახევრის წინ გადავწყვიტე, რომ მზად ვიყავი დიდ ფეხბურთში საქმიანობისთვის.

ვიმუშავე იერუსალიმის "ბეითარის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. რამდენიმე თვის წინ მივიღე შემოთავაზება "დილას" ხელმძღვანელობისგან და აგერ, როგორც ხედავთ, დავთანხმდი კიდეც.

- უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება ვთქვათ "დილასა" და თქვენი ურთიერთობის პირველ ნაბიჯებზე...

- კლუბის ახალი ხელმძღვანელობა კარგად იცნობდა ჩემი მუშაობის სტილს. მას შემდეგ, რაც ისინი "დილაში" მოვიდნენ, არჩევანი ჩემზე შეაჩერეს და ამისთვის მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო.

- რას იტყვით საქართველოს ჩემპიონატზე? როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?

- პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატში არის ბევრი კარგი მოთამაშე. ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ ზოგიერთ მათგანს აშკარად აკლია მწვრთნელის ხელი.

რაც შეეხება თამაშის ტემპს, ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ, ხშირია შეჩერებები... რაც შეეხება მსაჯობას, ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. მომწონს ის, რომ ლევან კობიაშვილისა და დავით მუჯირის მეთაურობით, ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობენ, რომ პროგრესი იყოს.

"ქამბექები"? ფეხბურთელების დამსახურებაა!

- რა იცოდით საქართველოს შესახებ, როცა ამ ქვეყანაში მოდიოდით სამუშაოდ?

- თითქმის არაფერი. ასევე არაფერი ვიცოდი ფეხბურთელთა იმ კონტინგენტის თაობაზე, რომელიც "დილაში" უნდა დამხვედროდა... მოკლედ, ეს ჩემთვის დიდი და უცხო გამოწვევა იყო.

- თქვენ "ქამბექების" ოსტატად ჩამოყალიბდით. "დილა" გოლს რომ უშვებს, თითქოს, არაფერია. განსაკუთრებით გვახსენდება ორი მატჩი - "ლოკომოტივთან" 3:3 დასრულებული და ბათუმის "დინამოსთან" მოგებული 3:2...

- ეს ყველაფერი ფეხბურთელების დამსახურებაა. ასევე გულშემატკივრების, რომლებიც ჩვენთვის ძალიან რთულ სიტუაციებშიც კი ბოლომდე გვიჭერენ მხარს. "დილა" ჯერ კიდევ არ არის ისეთი ძლიერი გუნდი, როგორიც მინდა, რომ იყოს. მე კი მინდა ვნახო ისეთი "დილა", რომელიც დომინანტი იქნება ქართულ ფეხბურთში, გააკონტროლებს თამაშის ტემპსა და მიმდინარეობას. ჩვენ სწორედ ამისთვის ვმუშაობთ.

რაც შემეხება მე, ვუყურებ მატჩს და მისი მიმდინარეობისას ვცდილობ, ისეთი კორექტივები შევიტანო თამაშში, რომელიც ჩემს გუნდს გამოადგება. ისე, ვისურვებდი, რომ "დილა" არასოდეს ყოფილიყოს მდევრის როლში...

- "დინამოსთან" ბათუმური მატჩი მაინც განსაკუთრებული იყო. ასეთი რა უთხარით შესვენებისას თქვენს შეგირდებს?

- მოდი, ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ (იცინის).

- ზოგიერთი მწვრთნელი მთელი მატჩის განმავლობაში ჩუმად დგას და ერთ ტაქტიკურ გადანაცვლებას არ აკეთებს, თქვენ კი სულ ძიებაში ხართ, სულ კარნახობთ... ეს თქვენი სტილია?

- ყველა მწვრთნელს თავისი სტილი აქვს. მგონი, არ არსებობს მსოფლიოში ორი აბსოლუტურად ერთნაირი სპეციალისტი. მე მიყვარს თამაშის კონტროლი და დასაშვები ემოცია, რომელიც თან ახლავს თამაშს...

- როგორი გუნდია "შიგნიდან" ახალი ფორმაციის "დილა"? როგორია გუნდური სული?

- ერთ მუშტად ვართ შეკრულები. ფეხბურთელები ძალიან ბევრს და თავდადებით მუშაობენ.

ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე მოვედი გუნდში. ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა. ამის გათვალისწინებით, სავსებით ბუნებრივია ის მინუსები, რომლებიც ჩვენს თამაშში ჩანს.

ამიტომაც ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ ეს მინუსები რაც შეიძლება ცოტა იყოს.

- რა არის "დილას" მიზანი მიმდინარე სეზონში?

- რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ ევროთასების საგზურს მოვიპოვებთ. ევროპულ ასპარეზზე თამაში და თავის გამოჩენა მართლაც შესანიშნავი იქნებოდა. და მაინც, ამასთან, როგორც ყველა ახალი გუნდისთვის, "დილასთვისაც" მთავარი ამოცანაა, ბოლომდე იპოვოს და დახვეწოს თავისი თამაში, გაიტანოს რაც შეიძლება მეტი გოლი და მოიგოს რაც შეიძლება მეტი მატჩი. ჩვენ უნდა ვითამაშოთ კარგი ფეხბურთი! ეს არის პირველი რიგის ამოცანა.

- თქვენი აზრით, რა დრო დასჭირდება იმას, რომ "დილა" საქართველოში დომინანტი გუნდი გახდეს?

- არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამისთვის. საქართველოში არიან კლუბები, რომელთაც აქვთ აკადემიები. ეს მათ საქმეს აიოლებს. მხედველობაში მაქვს "დინამო", "საბურთალო" და "ლოკომოტივი". ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს აკადემია. პროექტში არის, რომ ის უნდა აშენდეს.

საქართველოს ჩემპიონატი მარათონულია და მასში ღირსეულად რომ იასპარეზო, შესაბამისი რესურსი, შევსება გჭირდება. "დილას" ასაკობრივ გუნდებში კი, ვიქნები პირდაპირი და ვიტყვი - ნამდვილად არის პრობლემები.

- საქართველოში რომელი გუნდები მოგეწონათ?

- მომწონს, თუ როგორ თამაშობს თბილისის "დინამო", ასევე - "ლოკომოტივი" და "საბურთალო". ამ გუნდებს ძლიერი აკადემიები აქვთ და ეს მათ თამაშზე ნათლად აისახება.

ისრაელში და აქ...

- ცოტა ხნით ქართულ თემას მოვწყდეთ. არცთუ დიდი ხნის წინათ ებრაული საკლუბო ფეხბურთი, რბილად რომ ვთქვათ, არ ბრწყინავდა. ბოლო დროს პროგრესი სახეზეა - თქვენი ქვეყნის კლუბები სისტემატურად თამაშობენ ევროპული ტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე. რის ხარჯზე ხდება ეს?

- რა თქმა უნდა, ევროპული გაგებით ებრაული ფეხბურთი არ არის "ტოპ". ისრაელი ჩემი სამშობლოა და მე ის ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს ასეა. თუნდაც, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ავიღოთ, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ ისრაელის ნაკრებს.

რაც შეეხება საკლუბო ფეხბურთს, აქ არის რამდენიმე ფაქტორი. ისრაელში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა გამართულია და ეს ეხება როგორც უმაღლეს, ისე რანგით მეორე ლიგას.

გარდა ამისა, წამყვან კლუბებში აქცენტი გაკეთებულია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან სწორ მუშაობაზე. გამართულად ფუნქციონირებს საკლუბო აკადემიები. კლუბებში იდება ფული...

აი, ჩვენ "ქართლის" სტადიონზე ვვარჯიშობთ. ეს არ არის საუკეთესო ადგილი, სადაც გუნდმა შეიძლება ივარჯიშოს. ახლა, როგორც იცით, გორის სტადიონი დაიხურა დროებით და უახლოეს საშინაო შეხვედრებს თბილისში, "მიხეილ მესხზე" გავმართავთ.

24 საათი მეტოქეებს ვუყურებ...

- რამდენად დიდ ყურადღებას უთმობთ მოწინააღმდეგის ანალიზს?

- შეიძლება ითქვას, მთელი 24 საათი მათ ვუყურებ და ვაანალიზებ, დავდივარ თამაშებზე, როცა არის ამის დრო და საშუალება...

გარდა ამისა, ჩემს ასისტენტ გიორგი დეკანოსიძესთან ერთად მინიმუმ ორჯერ ვუყურებ მომავალი მეტოქის თამაშს...

- გუნდში არაერთი უცხოელია. არიან მწვრთნელები, რომელთაც არ ეადვილებათ ლეგიონერებთან მუშაობა. თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

- არა, მე ვერ ვიტყვი, რომ რთულია. უბრალოდ, ხანდახან იქმნება გარკვეული პრობლემა ენასთან დაკავშირებით. ზოგიერთმა მათგანმა კარგად არ იცის ინგლისური. ამ მხრივ ნორმალურადაა ყველაფერი.

- ცალკე უნდა გკითხოთ ბრაზილიელ რიბეიროზე. ბევრის აზრით, ის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია...

- ფაქტია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს აქვს ტალანტი. ამასთან, მას ყველანაირი პირობა აქვს იმისთვის, რომ კიდევ მოუმატოს, დაიხვეწოს და უფრო ძლიერი ფეხბურთელი გახდეს. მას ჯერჯერობით აქვს გარკვეული ტაქტიკური პრობლემები და ჩვენ ვმუშაობთ მათ გადაჭრაზე.

ოთხი-ხუთი ახალი ფეხბურთელი არ გვაწყენდა...

- ფაქტია, თანამედროვე "დილა" თქვენი გემოვნებით არ არის დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, ზაფხულში ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქნებით მართლები, თუ შევცვლით, სიტყვაზე, 10-12 მოთამაშეს. მაგრამ გუნდს სჭირდება გაძლიერება და სასურველი იქნებოდა 4-5 ახალი, ძლიერი ფეხბურთელის დამატება. კლუბის ხელმძღვანელობის მხარდაჭერის იმედი მაქვს.

- რას იტყვით თქვენს შტაბზე?

- ისინი ძალიან ბევრს და თავდადებით მუშაობენ. მინდა, გამოვყო ჩემი ასისტენტი გიორგი დეკანოსიძე. ის თავისი საქმის განსაკუთრებული პროფესიონალია. ერთ დღესაც სახლში დაბრუნება რომ მომიწიოს, "დილაში" მისი სახით ძალიან ძლიერი მწვრთნელი დარჩება (იცინის).

ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ გვერდით დგას.

- გარედან ისე ჩანს, რომ "დილას ყველაზე სუსტი რგოლი დაცვაა...

- სწორად შეგინიშნავთ. არის დაცვაში პრობლემები, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მთელი გუნდი უტევს და მთელი გუნდი იცავს თავს!

პეტერ ბოშის მაგალითზე...

- ერთ-ერთ მატჩს თქვენთან ახლოს მყოფმა ვუყურე. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ წინასწარ იცნობდით მოწინააღმდეგის სვლებს...

- მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია თამაშის კონტროლია. თქვენ, ჟურნალისტებს, მწვრთნელებთან შედარებით, ერთი დიდი უპირატესობა გაქვთ: მატჩის დასრულების შემდეგ ცივ გონებაზე შეგიძლიათ გააანალიზოთ ყველაფერი, მწვრთნელი კი ასეთ ფუფუნებას მოკლებულია.

- დაბოლოს, რომელი მწვრთნელები მოგწონთ, რომელი გუნდები?..

- ასეთი რამდენიმე მწვრთნელია. მაგალითად, მე ვიმუშავე პეტერ ბოშის გვერდით და ვიცი, რა შეუძლია მას. პრაქტიკულად, 17-18 წლის ფეხბურთელებით გავიდა ევროპალიგის ფინალში და ეს განსაკუთრებული მოვლენაა. ბოშის მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ ნებისმიერ მწვრთნელს სჭირდება გარკვეული დრო, რათა ფეხბურთელებამდე მიიტანოს თავისი იდეები.

ძალიან მომწონს ანტონიო კონტეს მუშაობის სტილი, მისი ტაქტიკური ცვლილებები. რა თქმა უნდა, მომწონს პეპ გვარდიოლას მუშაობაც, საუკეთესო გუნდად კი "ბარსელონას" დავასახელებდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

კომბინაცია და გოლი, რომლის ხილვაც ღირდა - რეპორტაჟი თელავიდან და სანიოლი ლიდერების მატჩზე [VIDEO]

ეროვნული ლიგა. VIII ტური. "საბურთალო" - "თელავი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დილა" - "სამგურალი" [LIVE]

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

ეროვნული ლიგა. VIII ტური. "სამტრედია" - "გაგრა" [LIVE]

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]