ნეშვილი წლევანდელი პლეი ოფის სენსაციაა
"ანაჰაიმისა" და "ნეშვილის" სერიის მეხუთე მატჩის შემდეგ, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უხეში თამაში სტენლის თასის ისტორიაში: 46 საჯარიმო წუთი, 57 ძალისმიერი ილეთი და "დაქსის" ორი ჰოკეისტის (რაკელი და ივზი) ტრავმები. ამ ყველაფერს დაემატა "ანაჰაიმის" ლიდერის კორი პერის არაკორექტული ფრაზა მსაჯის მისამართით და რაიან გეტცლაფის ჯარიმა "ჰომოფობიური გამონათქვამისთვის".

კულმინაციამ პიკს მეექვსე მატჩისთვის მიაღწია. "ანაჰაიმს" რაკელისა და ივზის გარდა, ძირითადი მეკარე ჯონ გიბსონიც დააკლდა. და, როგორც გაირკვა, ეს სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა "იხვებისთვის".

"ანაჰაიმი" აგებდა სერიას და მოსალოდნელი იყო, რომ აქტიურად დაიწყებდა შეხვედრას. ასეც მოხდა, მაგრამ "იხვების" დარტყმების უმრავლესობა არაეფექტური იყო. სამაგიეროდ, "ნეშვილმა" პრაქტიკულად ყველა მომენტი გამოიყენა, რაც მატჩის დასაწყისში შექმნა. უკვე მეორე წუთზე ოსტინ უილსონმა რიკოშეტის დახმარებით გახსნა ანგარიში, ექვსი წუთის შემდეგ კი სტუმრებმა საკუთარ ზონასთან ახლოს დაკარგეს შაიბა და კოლტონ სისონსმა მახვილი კუთხიდან ორამდე გაზარდა უპირატესობა.

"ანაჰაიმი" ყველა ხერხით ცდილობდა ბრძოლას და ერთხელ, მისმა ფორვარდმა ნიკ რიტჩიმ ბარიერზე მიახეთქა "ნეშვილის" ლიდერი ვიქტორ არვიდსონი, რომელსაც შუბლი გაუტყდა. შვედმა მაინც გააგრძელა თამაში, რიტჩი კი მატჩის ბოლომდე გააძევეს მოედნიდან.

"დაქსმა" შეძლო მატჩში ინტრიგის აღდგენა, როცა მეორე პერიოდში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მესამეში კი ფაულერმა და ვაგნერმა ზედიზედ ორი გოლით ანგარიში გაათანაბრეს.

და მაინც, "ნეშვილმა" მიაღწია ისტორიულ წარმატებას. ძირითადი დროის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე, იმავე სისონსმა გამარჯვების გოლი გაიტანა, როცა იარნკროკის კარის გასწვრივ პასს მიმართულება შეუცვალა, ამის შემდეგ კი "ანაჰაიმმა" ორი შაიბა გაიტანა ცარიელ კარში. "ანაჰაიმმა" დარტყმების რაოდენობით ძალიან აჯობა "ნეშვილს" - 41:18, მაგრამ მატჩი და სერია "პრედატორზმა" მოიგო. "ნეშვილი" თავისი არსებობის ისტორიაში" პირველად გავიდა სტენლის თასის ფინალში, არადა, რეგულარულ ჩემპიონატში ამ გუნდმა მერვე ადგილი დაიკავა დასავლეთში და მე-16 ადგილი მთლიანად ლიგაში. და ეს გააკეთა თავისი ტრავმირებული ლიდერების - ჯოჰანსენისა და ფიშერის არყოფნაში.

იმასაც შეგახსენებთ, რომ "ნეშვილი" პლეი ოფში მხოლოდ მეათედ თამაშობს და წლევანდელ გათამაშებამდე მხოლოდ სამი საპლეიოფო სერია ჰქონდა მოგებული. "პრედატორზის" მთავარი მწვრთნელი პიტერ ლავიოლეტი, რომელმაც სტენლის თასი მოიგო "კაროლინასთან" ერთად (2006) და ფინალში გავიდა "ფილადელფიასთან" ერთად (2010), მეოთხე მწვრთნელია ისტორიაში, ვინც მთავარ ფინალში სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად ყოფილა.

ახლა, "მტაცებლებს" აქვთ დრო მოიშუშონ ჭრილობები და მოემზადონ 29 მაისისთვის, როცა ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართება. "ნეშვილის" მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის: აღმოსავლეთში "პიტსბურგი" 3:2-ს უგებს "ოტავას".

ნეშვილი-ანაჰაიმი 6:3

2:0, 0:1, 4:2

გოლები: 1:0 ო. უოტსონი-3 (ი. უებერი-1, ირვინი-2), 2:0 სისონსი-3 (აბერგი-2), 2:1 კასე-2 (გეტცლაფი-11, ვატანენი-4), 3:1 სისონსი-4 (აბერგი-3, ფორსბერგი-7), 3:2 ვაგნერი-3 (კერდაილსი-1, ვერმეტი-2), 3:3 ფაულერი-2 (ვატანენი-5), 4:3 სისონსი-5 (იარნკროკი-2), 5:3 ფორსბერგი-8 (ფიდლერი-1), 6:3 ო. უოტსონი-4 (ელისი-7).

სერია: 4-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა