ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როლან გაროსი ციფრებში: პარიზი გეპატიჟებათ!

როლან გაროსი ციფრებში: პარიზი გეპატიჟებათ!

საფრანგეთის ღია პირველობის ისტორია და საინტერესო ფაქტები
სეზონში "დიდი სლემის" მეორე ტურნირი უახლოეს კვირას დაიწყება. სანამ როლან გაროსის კორტებზე საჩოგბურთო ბატალიები აიღებს სტარტს, იქამდე საფრანგეთის ღია პირველობის ისტორიის მოკლე ექსკურსს შემოგთავაზებთ.

საფრანგეთის ღია პირველობის ისტორია 1891 წლიდან იწყება. ოთხი ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან ის რიგით მესამე იყო - უიმბლდონისა და ამერიკის ღია პირველობის შემდეგ. სხვათა შორის, ტერმინი "დიდი სლემი" მხოლოდ 1933 წელს იქნა შემოღებული - ამ სერიის რიგით მეოთხე ტურნირის წარმოქმნიდან თითქმის 30 წლის შემდეგ. ის შემოიღო "ნიუ იორკ თაიმსის" მესვეტე ჯონ კირანმა.

იმ წელს ავსტრალიელმა ჯონ კროუფორდმა გაიმარჯვა ავსტრალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატებში და ამერიკის ღია პირველობის წინ კირანმა ოთხივე ტურნირზე მოგების შესაძლებლობა ბრიჯში "დიდ სლემის" აღებას შეადარა. მართალია, კროუფორდმა ამერიკაში ფინალი წააგო ლეგენდარულ ფრედ პერისთან, მაგრამ ტერმინი დღემდე შემორჩა.

დიდი ხნის განმავლობაში ფრანგული ტურნირი დახურული იყო გარე სამყაროსთვის - მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საფრანგეთის საჩოგბურთო კლუბების წევრებს ჰქონდათ. ამ კლუბებში შეიძლება ყოფილიყვნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეები, მაგრამ 1891-1924 (იქამდე, სანამ ტურნირმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო) წლებში იქ მხოლოდ ერთმა უცხოელმა გაიმარჯვა. ქალთა ერთეულების თანრიგში, რომელიც 1897 წელს გამოჩნდა, 30 წლის განმავლობაში მთავარ პრიზს მხოლოდ ფრანგი ქალები იგებდნენ.

საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ 1925 წლიდან ტურნირი ყველასთვის ღია გახადა და ხელი შეუწყო მის მომავალ განვითარებას. თუმცა იმ წლებში ადგილობრივ გულშემატკივრებს შეეძლოთ არ ენერვიულათ ფრანგი ჩოგბურთელების გამო - ქალთა ჩოგბურთში სხვებზე ერთი თავით მაღლა იდგა სიუზან ლენგლენი, მამაკაცებში კი ბატონობდა "ოთხი მუშკეტერი".

სიუზანმა, რომელმაც საბოლოოდ მხოლოდ 39 წელი იცოცხლა, ექვს-ექვსჯერ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი; გარდა ამისა, 1920 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს ორი და ბრინჯაოს ერთი მედალი. დღეს მის სახელს ატარებს როლან გაროსის კომპლექსის მეორე კორტი. ცნობისთვის, ცენტრალური კორტი ფილიპ შატრიეს სახელობისაა - ეს პიროვნება მრავალი წლის განმავლობაში ედგა სათავეში საფრანგეთისა და საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციებს.

რაც შეეხება "მუშკეტერების" ოთხეულს, მათზე განსაკუთრებული საუბარია. ესენი იყვნენ - ჟან ბოროტრა, ანრი კოშე, რენე ლაკოსტი და ჟაკ ბრიუნიონი, რომლებმაც ფრანგულ ჩოგბურთს დიდება მოუტანეს. ოთხმა ჯამში "დიდი სლემის" 43 ტიტული მოიპოვა, აქედან 20 ერთეულთა თანრიგში (მხოლოდ ბრიუნიონს არ ჰქონდა ერთეულებში "დიდი სლემის" ტიტული). გარდა ამისა, 1927-32 წლებში ისინი არავის უთმობდნენ დევისის თასს, რომლის პრესტიჟი მაშინ უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს.

როლან გაროსის კოპლექსის იდეა 1927 წლის ფინალში სტუმრად ამერიკელებთან დამარცხების შემდეგ წარმოიშვა. საქმე ისაა, რომ მაშინ საფრანგეთს არ ჰქონდა სტადიონი, რომელიც ღირსეულად უმასპინძლებდა დევისის თასის ფინალს (იმ წლებში მოქმედი ჩემპიონი მხოლოდ ფინალში თამაშობდა, დანარჩენები კი მასთან შესახვედრად იბრძოდნენ).

საბოლოოდ, კლუბმა Stade Francais-მ, რომელიც ბულონის ტყის გვერდით მიწის ნაკვეთს ფლობდა, სამი ჰექტარი ფართობი გამოჰყო ახალი საჩოგბურთო კომპლექსის ასაშენებლად, ოღონდ ერთი პირობით - სტადიონისთვის ცნობილი ფრანგი მფრინავის, პირველ მსოფლიო ომში დაღუპული როლან გაროსის სახელი უნდა ეწოდებინათ. საქმე ისაა, რომ გაროსი Stade Francais-ის წევრი იყო. ასე გაჩნდა მფრინავის დაღუპვიდან ათი წლის თავზე პარიზში როლან გაროსის საჩოგბურთო კომპლექსი.

"მუშკეტერები" მორიგეობით იგებდნენ ტურნირს 1924-32 წლებში (ორჯერ გაიმარჯვა ბოროტრამ, სამჯერ - ლაკოსტმა და ოთხჯერ - კოშემ), რის შემდეგაც მათ დატოვეს საჩოგბურთო სცენა. სხვათა შორის, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში თასს "მუშკეტერთა" საპატივცემულოდ სწორედ მათი სახელი დაარქვეს. კარიერის დასრულების შემდეგ ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი კვალი ლაკოსტმა დატოვა.

მას ჯერ კიდევ კორტზე გამოსვლისას შეარქვეს "ნიანგი" და მოგვიანებით რენემ სპორტული ფორმის მწარმოებელი ფირმა დააარსა, რომელიც დღემდე პოპულარულია. საფრანგეთს ასეთი წარმატებული ჩოგბურთელები აღარ ჰყოლია და "მუშკეტერების" შემდეგ პარიზში მთავარი პრიზი მხოლოდ ორჯერ დარჩა. 1946 წელს უძლიერესი გახდა მარსელ ბერნარი, 1983 წელს კი – სახელგანთქმული იანიკ ნოა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ საკმაოდ პოპულარული შოუმენი და მომღერალი გახდა.

საინტერესოა, თვალი გადავავლოთ როლან გაროსის რამდენიმე რეკორდს, რომელიც Open Era-ში (1968 წლიდან მოყოლებული) დაფიქსირდა. რაფაელ ნადალმა ყველაზე მეტი ტიტული (ცხრა) მოიპოვა ერთეულთა თანრიგში; გარდა ამისა, ესპანელი რეკორდსმენია ზედიზედ მოგებების მიხედვით (ხუთი, 2010-14).

ქალთა ერთეულებში ყველაზე მეტჯერ კრის ევერტმა გაიმარჯვა - შვიდჯერ, მაგრამ ამასთან, მხოლოდ ორჯერ შეძლო ტიტულის დაცვა. ანალოგიური მიღწევა აქვთ მონიკა სელეშსა (1990, 1992) და ჟუსტინ ანენს (2005, 2007).

ტურნირის ყველაზე გრძელი მატჩები 2004 და 2010 წლებში ჩატარდა. შვიდი წლის წინ ფაბრის სანტორომ 6 საათი და 33 წუთი (ეს დრო აბსოლუტური რეკორდი შარშანდელ უიმბლდონამდე, სანამ ცნობილი მარათონული მატჩი არ გამართეს ჯონ ისნერმა და ნიკოლა მაუმ) მოანდომა თანამემამულე არნო კლემანის დამარცხებას. ქალების ტურნირზე კი ხანგრძლივობის რეკორდი დააფიქსირეს კურუმი ნარამ და მონიკა ნიკულესკუმ, რომლებმაც კვალიფიკაციის ფინალურ რაუნდში 4 საათი და 42 წუთი დაჰყვეს მოედანზე.

ჰალეპის შანსები სანახევროა

რუმინელმა ჩოგბურთელმა სიმონა ჰალეპმა განაცხადა, რომ ექიმები მისი როლან გაროსზე გამოსვლის შანსებს 50/50-ზე აფასებენ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, რომის ტურნირის ფინალში, ჰალეპმა ელინა სვიტოლინას წინააღმდეგ ფეხის ტრავმა მიიღო.

"პარიზში ადრე ჩამოვედი ტრავმის სამკურნალოდ. გამოკვლევამ აჩვენა მყესის გაწყვეტა, რაც რომში კორტზე დაცემით იყო გამოწვეული. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ როლან გაროსს მზადყოფნაში შევხვდე. ექიმები ამბობენ, რომ ამ მომენტში შანსები - 50/50-ზეა, მაგრამ ბოლო ორი დღეა, მდგომარეობა გაუმჯობესდა", - თქვა ჰალეპმა.

სიმონა ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება. ორი კვირის წინ მან მადრიდის ტურნირი მოიგო, ერთი კვირის შემდეგ კი რომის ფინალში ითამაშა.

ბუშარი

"დიდი სლემის" მეორე ტურნირი - როლან გაროსი, სავარაუდოდ, კანადელი ეჟენი ბუშარის გარეშე ჩაივლის.

გასულ კვირას ბუშარმა შეწყვიტა ნიურნბერგის ტურნირზე გამოსვლა და მიზეზად ტრავმა დაასახელა. როგორც ტურნირის დირექტორმა სანდრა რაიხელმა განაცხადა, კანადელ ჩოგბურთელს მყესი აქვს გაწყვეტილი.

"როლან გაროსზე გამოსვლისთვის ეჟენის სასწაული დასჭირდება", - განაცხადა რაიხელმა.

23 წლის ბუშარის საუკეთესო შედეგი როლან გაროსზე - ნახევარფინალია 2014 წელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა

ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა

This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?

"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია

ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა

"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე

"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] "ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს" - რა მოხდა "კაირატთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე

"გარიცხეთ რუსეთის ფედერაცია UEFA-დან" - ესტონელებმა მოთხოვნა წამოაყენეს

უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად "ოქროს ბურთის" მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ

"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა

"მატჩის მსვლელობისას ჩემთან "ლივერპულის" ფეხბურთელი მოვიდა და ეს კითხვა დამისვა..." - გიუნდოგანი ინგლისური გრანდის გაოცებულ წევრზე

მამარდაშვილის შანსი. "ითამაშებს თუ არა ალისონი?" - სლოტმა ვითარება განმარტა

დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ