სტენლის თასის ფინალისტის გასარკვევად გადამწყვეტი მატჩი დარჩა
აღმოსავლეთ კონფერენციიდან სტენლის თასის ფინალისტს სერიის მეშვიდე მატჩი გამოავლენს. "ოტავამ" შეძლო მეექვსე მატჩში მიღებული შოკიდან გამოსვლა, როცა შვიდი უპასუხო შაიბა მიიღო საკუთარ კარში. ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი იყო "სენატორების" მეკარესთან კრეიგ ანდერსონთან დაკავშირებით, რომელმაც მეხუთე შეხვედრაში სუსტი შთაბეჭდილება დატოვა.

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ანდერსონის დამსახურებაა ის, რომ ამ სერიაში მეშვიდე მატჩი შედგება.

თავიდან "ოტავასთვის" არც ისე კარგად მიდიოდა საქმე. თითქმის თანაბარ პირველ პერიოდში გოლი არ გასულა, მაგრამ მეორე პერიოდში მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდა. ჯერ "პიტსბურგს" გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ მალე ევგენი მალკინმა მაინც გახსნა ანგარიში. "ოტავა" სტენლის თასიდან გავარდნის პირას დადგა.

"პიტსბურგმა" უპირატესობის განვრცობა სცადა, მაგრამ სასწაულებს ახდენდა მასპინძლების მეკარე კრეიგ ანდერსონი. მარტო მეორე პერიოდში მან 22 დარტყმა მოიგერია, ამასობაში კი მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა გაითამაშეს და ანგარიში გათანაბრდა.

მესამე პერიოდში "ოტავამ" გადამწყვეტი შტურმი მოაწყო გადარჩენისთვის. მაიკ ჰოფმანის უძლიერესმა და უზუსტესმა დარტყმამ და ანდერსონის კიდევ 12-მა სეივმა "ოტავას" 2:1 მოაგებინა და მეშვიდე მატჩში გადაიყვანა აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური სერია.

ცნობისთვის, ანდერსონმა ამ მატჩში 45 დარტყმა მოიგერია.

ოტავა-პიტსბურგი 2:1

0:0, 1:1, 1:0

გოლები: 0:1 მალკინი-7 (კოული-7, ს. უილსონი-3), 1:1 ბ. რაიანი-6 (ტარისი-5, ე. კარლსონი-14), 2:1 ჰოფმანი-6 (კლაესონი-3, მაკარტური-6).

სერია: 3-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა ქირია
ყოჩაღ ოტავას მმწვრთნელი,არ მეგონა თუ ანდერსონის დააყენებდა იმ თამაშის შემდეგ.ენდო და გაუმართლა კიდეც იმედები.ძალიან გაუჭირდება მე მგონი დღეს "პიტსბურგს" მაგრამ მალკინი დღესდღეობით ყველაზე მაგარი ჰოკეისტი მგონია მსოფლიოში.თუმცა საბოლოო ჯამში თასს მგონია "ნეშვილი"აიღებს
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა