"კლივლენდს" ისევ გაუჭირდა, მაგრამ მოიგო
სერიის მესამე მატჩში "კლივლენდის" წაგების შემდეგ, ინტრიგა თითქოს გაჩნდა აღმოსავლეთის ფინალში. "კავალიერზის" ფანებს ყველაზე მეტად ბოლო მატჩში ლებრონ ჯეიმსის სუსტი თამაში (11 ქულა) აღელვებდათ. სხვათა შორის, "მეფემ" გუშინაც ცუდად დაიწყო მეოთხე შეხვედრა.

მასპინძლების სასტარტო მინი-გაქცევის შემდეგ, "ბოსტონმა" ინიციატივის მოპოვება შეძლო და წინ გავიდა. "სელტიქსმა" პირველი მეოთხედი 29:19 მოიგო - ძირითადად, ბურთის კარგი გათამაშებისა და შორეული ტყორცნების წყალობით.

მეორე მეოთხედში "კლივლენდის" შეტევამ მოუმატა და მასპინძლები თანდათან მიუახლოვდნენ მეტოქეს. დიდ შესვენებასთან ახლოს, სათამაშო რითმი დაიჭირა კაირი ირვინგმა, რომელმაც სამქულიანებითა და თავისი საფირმო შესვლებით ააწიოკა "სელტიქსი". ამასთან, ამ დროს მოედანზე არ ყოფილა ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც მეორე მეოთხედში მეოთხე პერსონალური მიიღო და მარტო შეატოვა ირვინგს ორნიშნა უპირატესობით წინ მყოფი მეტოქე. თუმცა, ირვინგისთვის ეს პრობლემა არ ყოფილა.

შესვენების შემდეგ, ჯეიმსი მოედანზე დაბრუნდა და ირვინგს მხარში ამოუდგა. თავადაც აგდებდა და შეტევებსაც უძღვებოდა. შესანიშნავი იყო კევინ ლავი, რომელმაც შთაბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა და 17 მოხსნა. სწორედ ამ ტრიოს მეშვეობით, 10-ქულიანი ჩამორჩენა "კლივლენდის" შვიდქულიან უპირატესობად გადაიქცა.

"კავალიერზმა" ძალიან დამაჯერებლად იგრძნო თავი და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. "სელტიქსი" თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებდა, მაგრამ სოლიდური უპირატესობის განიავების შემდეგ, სტუმრები აშკარად განწირულნი ჩანდნენ.

საინტერესოა, რომ დიდ შესვენებამდე 5.30 წუთით ადრე, "ბოსტონი" წინ იყო 16 ქულით. სწორედ ამ მომენტიდან მოყოლებული, ლებრონმა და ირვინგმა "ბოსტონს" 60:50 მოუგეს.

ახლა სერია ბოსტონში დაბრუნდება და "სელტიქსი" უშანსოდ არის: ლებრონ ჯეიმსის გუნდებს 11-დან 11 სერია აქვთ მოგებული, როცა ოთხი მატჩის შემდეგ 3:1 იყვნენ დაწინაურებული.

კლივლენდი-ბოსტონი 112:99

19:29, 28:28, 40:23, 25:19

კ: ირვინგი (42), ჯეიმსი (34+6 პასი), ლავი (17+17 მოხსნა).

ბ: ბრედლი (19), კრაუდერი (18+8 მოხსნა), ჰორფორდი (16+7 პასი), ოლინიკი (15).

სერია: 3-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Luka
Clevlandi wels championia da echvic ar mepareba amashi
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დონჩიჩისა და ირვინგის კომბინირებული 72 ქულა - "დალას მავერიქსი" სუპერფინალში გავიდა [VIDEO]
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
დონჩიჩისა და იოკიჩის შოუ ირვინგმა მოიპარა - გამთამაშებლის საოცარი ტყორცნა და ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
მაგარი მატჩი ბრუკლინში - "ნეტსი" ახალგაზრდა ვარსკვლავებთან დამარცხდა [VIDEO]
ზღაპრული მატჩი ბოსტონში - ტეიტუმმა "ბრუკლინი" სირენასთან ერთად დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
"მილუოკიმ" "ბრუკლინიც" დაამარცხა - სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა [VIDEO]