2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა საქართველოში ჩამოსვლა დაიწყეს
2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა საქართველოში ჩამოსვლა დაიწყეს.

სტუმართაგან ჩვენს ქვეყანას პირველად ავსტრალია ეწვია - 37-კაციანი დელეგეცია 23 მაისს ჩამოვიდა.

25 მაისს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შოტლანდიელი მორაგბეები გამოჩნდნენ, ხოლო ნაშუადღევს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, 5-გზის ჩემპიონი ახალი ზელანდია - "ჯუნიორ ოლ ბლექსი"

გუნდების მიღების მხრივ ყველაზე დატვირთული 26 მაისია. გამთენიისას გვეწვია უელსი, რომლის დელეგაციაც ყველაზე დიდია და 44 კაცისგან შედგება; შუადღისას ყველაზე მცირერიცხოვანი, 34-კაციანი დელეგაციით სამოა ჩამოვიდა; ნაშუადღევს თბილისში იქნება იტალია და ჯგუფში საქართველოს მეტოქე, 2012 წლის ჩემპიონი სამხრეთი აფრიკა; ხოლო საღამოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებული და მოქმედი ჩემპიონი, ინგლისი ჩამოდის. საღამოსვე პირდაპირ ქუთაისში ჩაფრინდება ირლანდია.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" კიდევ ორი მეტოქე თბილისში ყველაზე გვიან ჩამოვა: 27 მაისს, ღამით საფრანგეთი, ხოლო 28-ში, გამთენიისას, არგენტინა.

1000-ზე მეტი სტუმარი

მსოფლიო თასის შემდეგ, 20-წლამდელთა ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ტურნირია "მსოფლიო რაგბის" მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებს შორის და მის მიმართ ოვალური სამყარო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.

შესაბამისად, საქართველოს მრავლად ეწვევიან მაღალი დონის სტუმრები და მათ შორის "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტი ბილ ბომონთი. სტუმართა შორის არიან "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები - სულ სტუმრების რაოდენობა 1100-ს აჭარბებს.

ტრადიციულად, 20-წლამდელთა ჩემპიონატს ესწრებიან ტოპ-კლუბების სკაუტები, მწვრთნელები და გუნდებისთვის მომავალ ვარსკვლავებს არჩევენ. რადგან იაპონიის მსოფლიო თასამდე ორ წელიწადზე მეტია დარჩენილი, თბილისის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მობურთალი მორაგბეების ნაწილი, 2019 წლის მსოფლიო თასზე იაპონიაში ითამაშებს.

ტურნირი ერთგვარი ტურისტული პლაცდარმიცაა. ზემოთნახსენები 1100-ზე მეტი ოფიციალური სტუმრის გარდა, საქართველოში თითოეული გუნდის ასობით გულშემატკივარი ჩამოვა და მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ ტურნირს უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გიო
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ტურნირი ტარდება და ქუთაისში სტადიონზე მისასვლელი გზა ვერ დააგეს ჯერ... სირცხვილია... ჩვენი სირცხვილი...
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"