16 წლის მოკრივეს, რომელსაც 2016 წლის ოლიმპიადისთვის სპეციალურად ამზადებდნენ, პოლიციელმა შეკამათებისთვის ტყვია დაახალა და სიცოცხლეს გამოასალმა
ბრაზილიის სამოყვარულო კრივის ნაკრებმა ერთ-ერთი პერსპექტიული წევრი, 16 წლის ტაირონ სილვა დაკარგა. სააგენტო AP-ის ცნობით სპორტსმენი პარასკევს პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოკრივე სამართალდამცავთან კამათში შევიდა, ამ უკანასკნელმა პისტოლეტი ამოიღო და იუნიორი იქვე გამოასალმა სიცოცხლეს.

მკვლელობის სხვა მოტივებზე გამოძიება ჯერჯერობით არ საუბრობს. ახლა მკვლელი პოლიციელი წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებდა და გამოძიების დასრულებას ელის.

ბრაზილიის კრივის ფედერაციისთვის სილვას სიკვდილი უმძიმესი დარტყმა გახდა. ამ მოკრივეს სპეციალურად ამზადებდნენ 2016 წლის ოლიმპიადისთვის, რომელიც რიო დე ჟანეიროში უნდა გაიმართოს. "ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი პერსპექტიული სპორტსმენი დაკარგა. ის ოცნებობდა გამხდარიყო დიდი მოკრივე და მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე", - წერია ფედერაციის განცხადებაში.

სილვა თავის ასაკში ქვეყნის ჩემპიონი იყო, ცოტა ხნის წინ კი წარმატებული დებიუტი ჰქონდა საერთაშორისო არენაზე - კერძოდ, ჩილეში საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

სამწუხაროდ, ბრაზილიაში სპორტსმენების მკვლელობა არცთუ იშვიათი მოვლენაა. დაახლოებით ერთი თვის წინ ქალაქ ბელუ-ორიზონტეში ძარცვის მიზნით ზურგში გასროლით მოკლეს "კორინთიანსის" 19 წლის ფეხბურთელი ვილიამ მორაიში. პოლიციის ინფორმაციით მძარცველები მოთამაშეს მაშინ დაესხნენ თავს, როცა ის შინ ბრუნდებოდა.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა