ქობულეთის "შუქურას" ნახევარმცველი მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა
ეროვნული ლიგის XV ტურის მთავარი მოვლენა თბილისის "ლოკომოტივისა" და "შუქურას" შეხვედრა აღმოჩნდა - სტუმრებმა სენსაციური შედეგით მოიგეს (0:3) და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

ქობულეთურ გუნდში ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველის, გიორგი შაშიაშვილის მისვლა და "დიდ ავიაციაში" მისი დაბრუნება იღბლიანი გამოდგა. ასეთ სამწვრთნელო დებიუტს ნებისმიერი სპეციალისტი ისურვებდა.

სტუმართა ამ გამარჯვებაში დიდი როლი ლევან კუტალიამ ითამაშა. მას არც მონდომება აკლდა, არც მოძრაობა და თითოეული ბურთისთვის ბრძოლა დაზარებია და მესამე გოლი პენალტით გაიტანა, რომელიც მისივე წაქცევისთვის დაინიშნა.

- ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]

საერთოდ, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, აუტსაიდერ "შუქურას" ნახევარმცველი მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. გუნდის ცუდი შედეგების მიუხედავად, მან ბევრი გამორჩეული თამაში ჩაატარა - ასეთი პარადოქსებიც ხდება.

წინა 14 ტურში ნაჩვენები თამაშის ფონზე გაუგებარია, "ლოკომოტივთან" ქობულეთელებმა ასე კარგად როგორ ითამაშეს. ლევან კუტალიას სწორედ ამაზე ვკითხეთ:

- მწვრთნელის შეცვლა ყველა გუნდზე დადებითად მოქმედებს და ჩვენი ტრანსფორმაციის მთავარი მიზეზიც ეს იყო.

- შაშიაშვილი მთავარ მწვრთნელად სულ რაღაც ორიოდე დღის წინ დაინიშნა და ამ მოკლე პერიოდში რისი შეცვლა შეძლო?!

- გეთანხმებით, ახალდანიშნულ მწვრთნელი ვერც ფიზიკურად მოგვაღონიერებდა და მოედანს ვერც სირბილით "გადავხნავდით". საერთოდ, 2 დღეში ახალი მწვრთნელი ახალს ვერაფერს მოიგონებს, მაგრამ მას მაინც შეუძლია გუნდზე დადებითად იმოქმედოს, თუნდაც ერთი წამის დანიშნულიც რომ იყოს. გიორგი შაშიაშვილმა სწორედ ეს გააკეთა - მისი მოსვლის მერე ჩვენ საკუთარი ძალების რწმენა შეგვემატა. ამის ახსნა ძნელია, როგორ და რანაირად, მაგრამ ფაქტია - გუნდის "დაქოქვა" მოახერხა.

- კონკრეტულად, "ლოკომოტივთან" თამაშამდე რა დავალებები მოგცათ?

- მთავარი მაინც ისაა, ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად რომ მოგვამზადა და შედეგიც ტაბლოზე აისახა. გვითხრა, რომ ჩვენ ბევრად მეტი შეგვიძლია, ვიდრე ვავლენთ და რომ საკუთარი ძალების რწმენა დაკარგული გვქონდა.

- ეს გუნდს აშკარად ეტყობოდა...

- მთავარი სწორედ ამ უარყოფითი განწყობის შეცვლა იყო და შაშიაშვილმა ყველაზე მთავარი რამ გააკეთა. ისე, 14 ტური რომ ვერ მოიგებ, ცხადია, საკუთარი ძალის რწმენას დაკარგავ. მას ეროვნულ ნაკრებში და ბევრ ცნობილ ლიგაში უთამაშია, ცოდნაც აქვს და გამოცდილებაც. გიორგიმ სტიმული მოგვცა, რამაც გამარჯვებაზე დიდი როლი იქონია. "ლოკომოტივთან" ისეთი მოტივირებულები გამოვედით, რომ ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა. თბილისში თამაშის მოსაგებად ჩამოვედით, ყველა ბურთისთვის ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ.

- გუნდის უცებ ასე მოტივირება და ორგანიზებულად ათამაშება თუ შეიძლებოდა, არავის ეგონა...

- იცით, ჩვენც არ გვეგონა, მაგრამ ამ შეხვედრამ გამოაჩინა, რომ ჩვენ გვყავს კარგი გუნდი, რომელსაც მოგება ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია. თუკი ეს ყველას არ სჯეროდა, "ლოკომოტივთან" მოგების შემდეგ დაიჯერეს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ საკუთარი ძალის რწმენის დაბრუნება ამ 3 ქულის მოპოვებაზე უფრო მნიშვნელოვანიც კი იყო.

- გასაგებია, რომ საკუთარი თავის არ გჯეროდათ, მაგრამ იყო თამაშები, სადაც გუნდი მოედანზე თითქოს მოვალეობის მოსახდელად უფრო გადიოდა, ვიდრე ნამდვილი ბრძოლისთვის. გულახდილად შეგიძლია გვითხრა, ეს რას მივაწეროთ?

- დავიწყოთ იმით, რომ შეკრება არ გაგვივლია. ქობულეთში ვემზადებოდით, სადაც დიდი თოვლის გამო ვარჯიში დათოვლილ მოედანზე გვიწევდა. ნორმალურად შეკრება რომ არ გაგვივლია, ამას ფინანსური მხარეც დაემატა და ამ ყველაფერმა გუნდს დაღი დაასვა. მაგრამ "შუქურასთვის" მთავარი დარტყმა მაინც ტრავმირებულთა სიმრავლე იყო.

ტურიდან ტურამდე მოთამაშეები გვაკლდებოდნენ და ბოლოს სამკურნალო იმდენი გაგვიხდა, რომ გუნდი, ფაქტობრივად, დაშლილი იყო. ახლა კიდევ რამდენიმე დაგვიბრუნდა და ცოტა ამოვისუნთქეთ. მაგრამ ტრავმებმა ძალიან გვაზარალა.

ამის შედეგად შემადგენლობის ხშირი ცვლა ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოთამაშეებს პოზიციებს იძულებით უცვლიდნენ, სადაც შეგუება ყველას სჭირდება. მოკლედ, გუნდმა ამ გაჭირვებასა და პრობლემებში საკუთარი შესაძლებლობები მცირედაც ვერ გამოავლინა.

- თქვენი აზრით, პრობლემების გათვალისწინებით, ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი გაგაჩნიათ?

- შანსი ყოველთვის არის, თუ მოგებებს გადავაბამთ, ჩამორჩენასაც შევამცირებთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. შანსი არის, რადგან ჩემპიონატის პირველი ნახევარიც არ დასრულებულა და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"არც ერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, სანიოლმა იცის ჩემი არსებობის შესახებ?" - ლევან კუტალია
კუტალია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
ლევან კუტალია ერევნის "ალაშკერტში" გადავიდა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
"რუსთავში" ორ კვირის წინ მწვრთნელად დანიშნულმა გიორგი შაშიაშვილმა კლუბი დატოვა
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
გიორგი შაშიაშვილმა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ლევან კუტალია: ჩემი საოცარი გოლი ფეხბურთის ისტორიას დარჩება [VIDEO]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ქეცბაიას მშვენიერი სერია და სხვა ქართველების ორშაბათი
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
"რუსთავის" მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილი დაინიშნა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება