ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფორმულა 1: შეთქმულება თუ შემთხვევითობა?

ფორმულა 1: შეთქმულება თუ შემთხვევითობა?

ლუის ჰემილტონის ამოცანა რთულდება
ფერარი შედეგებით მანიპულირებდა თუ ეს იყო ჩვეულებრივი ტაქტიკური შეცდომა - უცხოური პრესა მონაკოს გრანპრის განიხილავს

გასულ უქმეებზე, კიმი რაიკონენმა პირველი პოული მოიპოვა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში. ეს მოხდა მონაკოში, სადაც პირველი ადგილი სტარტზე - უკვე ნახევარი საქმეა. რაიკონენმა შეინარჩუნა ლიდერობა პირველ მოსახვევში და პიტსტოპების სერიამდე პირველ ადგილზე იყო - თითქოს, ვეტერანს მოგება ჯიბეში ედო. მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ სებასტიან ფეტელის ტაქტიკა უფრო მომგებიანი ყოფილა და კიმის მოგება ხელებიდან გაუსხლტა.

"ფერარიმ" შეგნებულად მოახვედრა რაიკონენი ტრეფიკში თუ ეს გარემოებებით იყო გამოწვეული? ამაზე მსჯელობენ უცხოურ პრესაში

ეს არ იყო შემთხვევითობა

"იქამდე, სანამ დაჯილდოების ცერემონიისას იტალიის ჰიმნი აჟღერდებოდა, კიმიმ უღიმღამოდ ასწია თავს ზემოთ თასი, შემდეგ კი შამპანურის ბოთლს ისე შეხება, თითქოს ის საწამლავი ყოფილიყოს. ჩვეულებრივ, კიმი იმდენ ემოციას გამოხატავს, რამდენსაც ყინულის ნატეხი, მაგრამ, ამჯერად, მის სახეზე მრისხანება იყო აღბეჭდილი, - წერს The Telegraph-ის კორესპონდენტი ოლივერ ბრაუნი. - მთელი უქმეები ფინელი შესანიშნავ ფორმასა და ტემპს აჩვენებდა, მაგრამ "ფერარიში" დაუბრუნდნენ პრაგმატიზმის უკიდურეს ფორმას - აჩუქეს ფეტელს რამდენიმე წამი, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. რაიკონენი დიპლომატიურად გაექცა უხერხულ კითხვებს და პირდაპირ არ დაუდანაშაულებია გუნდი ფავორიტიზმში, მაგრამ უკმაფილების დამალვა ვერ შეძლო".

მონაკოს რბოლაში კიმი რაიკონენისა და სებასტიან ფეტელის მიერ ადგილების გაცვლა, რა თქმა უნდა, პრესის მთავარი განსახილველი თემა გახდა. და თუ კიმის ადრეული პიტსტოპი შეიძლებოდა ტაქტიკურ გადაწყვეტილებად მიგვეჩნია, მისმა სახემ რბოლის შემდეგ და ფეტელის არადამაჯერებელი მცდელობებმა - არ დაედასტურებინა გუნდური ტაქტიკის გამოყენება, გადამწყვეტი ეფექტი მოახდინა.

"ყველაფერი ნათქვამი იყო კიმი რაიკონენის გაყინული მზერით, არადა, ის ცნობილია თავისი უემოციურობით, - წერს The Guardian-ის ჟურნალისტი ჟილ რიჩარდსი. - ეს იყო "ფერარის" პირველი დუბლი 2010 წლის გერმანიის გრანპრის შემდეგ. მარანელოში არ უყვართ მაშინდელი რბოლის გახსენება, რადგან გუნდს დიდი კრიტიკა შეხვდა გუნდური ტაქტიკის გამოყენების გამო, როცა მასასთან მიმართებაში უპირატესობა ალონსოს მიანიჭეს. ამჯერად, რბოლის შედეგებით მანიპულირება ისეთი აშკარა არ იყო და ფეტელთან მიმართებაში ფავორიტიზმის დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია".

"ეჭვგარეშეა, რომ ეს არ იყო უბრალო შემთხვევითობა", - აცხადებს ფრანგული პორტალი F1i.

კიმი გახარებული უნდა იყოს

მაგრამ ყველა არ აღიარებს, რომ "ფერარიმ" შეგნებულად დაუძახა რაიკონენს ბოქსებში ადრე, რათა ფეტელი წინ გაეყვანა. ერთ-ერთმა პირველმა ამის შესახებ ტოტო ვოლფმა განაცხადა. "იმ მომენტში არავინ იცოდა, როგორ იმუშავებდა საბურავები, მათ ეს უნდა შეემოწმებინათ. "სუპერსოფტი" უფრო ნელი აღმოჩნდა და ფეტელმა შეძლო ჩამორჩენის გაბათილება, - განაცხადა "მერსედესის" შეფმა. - არ მგონია, მათ წინასწარ სცოდნოდათ, რა მოხდებოდა. ეს არ ყოფილა დაგეგმილი".

იგივე აზრზეა ცნობილი მიმომხილველი ადამ კუპერი. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ თავისი როლი ითამაშა ტრეფიკმა, რომელშიც პიტსტოპის შემდეგ მოხვდა რაიკონენი, ხოლო გაჩერების დრო ვალტერი ბოტასისგან და "რედ ბულის" პილოტებისგან თავდაცვისთვის იყო ნაკარნახევი.

იტალიურ La Gazzetta dello Sport-ს მიაჩნია, რომ შეთქმულება რაიკონენისს წინააღმდეგ არ ყოფილა, ხოლო მსგავსი დისკუსიები - ეს არის ლუის ჰემილტონის მცდელობა, შეარყიოს ნავი მარანელოში. "აზრი იმის შესახებ, რომ "ფერარიმ" გუნდური ტაქტიკა გამოიყენა, ლუის ჰემილტონმა წამოიწყო თავისი შესაბამისი განცხადებით. მას სურს ტიტულისთვის ბრძოლა ტრასიდან მის მიღმა გადაიტანოს. ცხადია, ჰემილტონის მიზანია - მოახდინოს მტრობის პროვოცირება "სკუდერიას" პილოტებს შორის და მიანიშნოს თავის გუნდს იმაზე, რომ დროა ბოტასი თავის თანაგუნდელს დაეხმაროს. ბაჰრეინსა და ესპანეთში ფინელმა უკვე ითამაშა მეორე ვიოლინოს როლი და შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს მომავალში", - ამტკიცებს გაზეთის მუდმივი ავტორი მასიმო ბრიცი.

კიდევ უფრო საინტერესოდ მსჯელობს მეორე იტალიური გამოცემა Corriere della Sera. ჯორჯო ტერუცი არ უარყოფს, რომ რბოლის შედეგი მართლაც გადაწყდა "სკუდერიას" ხელმძღვანელობას შორის, ამასთან, კიმი რაიკონენს უნდა უხაროდეს თავისი გუნდის გამო.

"ფეტელის სიხარული და რაიკონენის იმედგაცრუება - მონაკოს გრანპრის პოდიუმმა "ფერარის" გულშემატკივრები ორ ბანაკად გაყო. მაგრამ, როცა ფსონი ასეთი მაღალია - პრიორიტეტები იცვლება. და სწორედ ეს პრიორიტეტები განსაზღვრავენ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს, - ამტკიცებს ტერუცი. - "ფერარის" ჩემპიონატში 2007 წლის შემდეგ არ მოუგია და ახლა, გამოჩნდა ამის გამოსწორების შანსი. და მოცემულ კონტექსტში მნიშვნელოვანი ფიგურაა სებასტიან ფეტელი. სწორედ ის ლიდერობს ჩემპიონატში, სანამ რაიკონენს მეოთხე ადგილი უკავია - ასეთია იერარქია ამ მომენტში. კიმის იმედგაცრუება გასაგებია, რადგან მას შეეძლო მონაკოს გრანპრის მოგება. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ის გახარებული უნდა იყოს თავისი გუნდის გამო, რომელმაც, როგორც იქნა, იპოვნა ლიდერი".

ლუის ჰემილტონის ამოცანა რთულდება

"ფერარის" დუბლმა და ლუის ჰემილტონის წარუმატებელმა უქმეებმა გამოიწვია ის, რომ ფეტელის უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში 25 ქულამდე გაიზარდა. ლუისი აშკარა აუთსაიდერი გახდა და ბრიტანელ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ "მერსედესი" კარგავს კონტროლს სიტუაციაზე.

"მერსედესისთვის" აუცილებელია, რაც შეიძლება დაიბრუნოს ძველი სიტუაცია. გავიდა ექვსი რბოლა, წინ არის 14 ეტაპი, ჰემილტონი კი უკვე 25 ქულით ჩამორჩება ფეტელს. ჯერჯერობით, სხვაობა ძალიან დიდი არ არის - ერთი მოგების ტოლფასი - მაგრამ "ფერარი" არ ავლენს სისუსტეს და ლუისის ამოცანა ძალიან რთულდება", - აღნიშნავს The Times-ში რებეკა კლენსი.

"შექმნილ გარემოებებში მეშვიდე ადგილი - არც ისე ცუდი შედეგია, მაგრამ იმაში, რაშიც ის არ იყო საუკეთესო, ჰემილტონმა თავის თავს უნდა დააბრალოს, - წერს BBC Sport-ის რედაქტორი ენდრიუ ბენსონი. - დიახ, მონაკოში ორივე "მერსედესს" ჰქონდა პრობლემა, მაგრამ ბოტასმა კვალიფიკაციაში მესამე ადგილი დაიკავა 0.045 წამის ჩამორჩენით, ლუისმა კი კინაღამ დაამტვრია მანქანა და მე-13 ადგილიდან აიღო სტარტი. შეიძლება გავიხსენოთ, რომ მას ხელი შეუშალა ვანდორნის ავარიამ, მაგრამ ჰემილტონმა თავად დაარღვია ოქროს წესი: ჯერ დააფიქსირე საბაზო დრო და შემდეგ შეუტიე ზღვარზე. ის რომ ასე მოქცეულიყო, გადავიდოდა მესამე სეგმენტში".

"მთელი სეზონის განმავლობაში "მერსედესს" პრობლემები აქვს, მანქანას უჭირს, - აგრძელებს ბენსონი. - ჯერ არც ერთხელ სეზონის განმავლობაში, გუნდმა ვერ შეძლო ორივე ბოლიდი ერთნაირად ემუშავებინა საბურავებთან მიმართებაში. ვხედავთ თუ არა სისტემას "მერსედესის" ჩავარდნებში? სოჭში და მონაკოში - მოჭიდების მხრივ, დაბალი დონის ტრასებია და იქ ბევრი ნელი მოსახვევია. სწორედ ასეთი ტრასები გველოდება მომდევნო სამ რბოლაში - კანადაში, აზერბაიჯანსა და ავსტრიაში. და თუ იქ პრობლემები გაგრძელდება, ბრიტანეთის გრანპრისთვის ფეტელს უდიდესი უპირატესობა ექნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]

დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს

ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს

კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა

კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის

"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს

არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა

"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]

შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია

"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის