ინტერვიუ თბილისის "ლოკომოტივის" სპორტულ დირექტორ გიორგი ყიფიანთან
...სეზონის დაწყებიდან "ლოკომოტივი" მკვეთრად შეიცვალა - პირველ წრეში თბილისის "დინამოს" ლიდერობას ეცილებოდა და ამ გუნდის ორ ფეხბურთელს, ირაკლი სიხარულიძესა და მამია გავაშელიშვილს, უფრო მეტი გოლი ჰქონდათ გატანილი, ვიდრე ერთად აღებულ ეროვნული ლიგის 5 გუნდს, ხოლო პირველი მათგანი ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში წრის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს...

"ლოკომოტივმა" მეორე წრე და მაისიც ჩინებულად დაიწყო - ჯერ "ჩიხურა" გაანადგურა (5:0), 5 მაისს კი "დინამოს" ბათუმში დაბრუნება ჩაუმწარა და საკუთარ ქალაქში ჩატარებული პირველივე შეხვედრა მოუგო (2:1). მაგრამ მერე ვითარება რადიკალურად შეიცვალა - "რკინიგზელებმა" ზედიზედ 5 შეხვედრა წააგეს, მათ შორის, აუტსაიდერებთან - ფოთის "კოლხეთთან" და ქობულეთის "შუქურასთან", თან ორივე - საკუთარ მოედანზე.

პირველი წრის ყველაზე შედეგიანმა გუნდმა ამ 5 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი... 12 ბურთი მიიღო. საგულისხმოა, რომ ახლა საუკეთესოებში, მიუხედავად ზედიზედ წაგებული თამაშებისა, "ლოკომოტივის" მეკარე რევაზ თევდორაძე ხვდება...

რა სჭირს "ლოკომოტივს", რომელმაც პირველ ტურებში ლაღი და შემტევი ფეხბურთით ყველა მოხიბლა? "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა თბილისელთა სპორტულ დირექტორ გიორგი ყიფიანთან...

- პირველი წრის შემდეგ "ლოკომოტივი" ლამის ჩემპიონობის ფავორიტად შერაცხეს, მაგრამ ბოლო ტურებში გუნდი საკუთარ თავს აღარ ჰგავს. ბუნებრივია, მომხდარის მიზეზებზე "ლოკომოტივის" ხელმძღვანელებს გიფიქრიათ და პასუხიც გექნებათ...

- ეს კომპლექსური საკითხია და დიდი ხნის სალაპარაკოა, მაგრამ ვეცდები, მოკლედ გიპასუხოთ.

ჯერ ის უნდა ვთქვა, რომ ეს მოგებებიც და წაგებებიც ჩვენი გუნდის შედეგებია, ანუ ჩვენ ხარისხიანი ფეხბურთი რაღაც ეტაპზე ვაჩვენეთ, მაგრამ მერე რაღაც დაგვემართა. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და გორის "დილასთან" შემდეგი ტურისა და მეორე წრის დარჩენილი მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ, რათა მაქსიმალურად მეტი ქულა დავაგროვოთ...

მეორე პრობლემა - მომხდარი გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემას უკავშირდება. წავაგეთ ერთი თამაში და მერე ნეგატივი ერთმანეთს მიება. ასეთ დროს კი სიახლე არ არის, რომ მოთამაშეებს საკუთარი თავის რწმენა უქრებათ და პრობლემებიც მრავლდება...

მესამე საკითხი - სეზონის მსვლელობამ გამოაჩინა, რომ საკმაოდ მოკლე სათადარიგოთა სკამი გვაქვს. ტრავმირებულთა სიმრავლის გამო ფეხბურთელები "ლოკომოტივის" ასაკობრივი გუნდებიდან დავიმატეთ, მაგრამ ჯერ ისინი ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არიან.

სამწუხაროა, რომ ასეთი ჩავარდნა გვაქვს, მაგრამ აქედან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.

- თქვენი აზრით, რა არის ეს გამოსავალი?

- არ ვაპირებთ, ჯოხი ვინმეზე გადავტეხოთ. ჩავარდნა მთელი გუნდის ბრალია და მდგომარეობაც ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ.

- საკადრო ცვლილებებს და გაძლიერებას თუ გეგმავთ?

- რაც შეეხება საკადრო სიახლეებს, ჩვენ ლევან ყენია დავიმატეთ და მიმაჩნია, რომ ეს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერი იყო, რომელიც "ლოკომოტივს" აუცილებლად გააძლიერებს. მთავარია, ლევანი მოედანს მალე დაუბრუნდეს.

- როდის შეძლებს ის თამაშს?

- კუნთი აქვს დაზიანებული, მაგრამ ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე დავაყენოთ ფეხზე და იმედია, ჩემპიონატის მეორე ნახევარში დაგვეხმარება.

- სხვა ფეხბურთელების დამატებაზე თუ ფიქრობთ?

- ამაზე ჯერ ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. გააჩნია, ამ დროისთვის რა კონფიგურაცია გვექნება.

- რას გულისხმობთ?

- ვნახავთ, ვინ დარჩება, ვინ წავა... ან იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები... ჩვენც ამის მიხედვით ვიმოქმედებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kote
არაუშავს მცვრთნელები ფეხბურთელები მიდიან მოდიან მაგრამ კლუბი ისტორიას რჩება გაუფრთხილდით ლოკომოტივს
გიორგი
მე არ ვიცი, ჩემი ეს გახსენება წაადგება თუ არა რაიმეში ლოკომოტივის თავკაცებს, მაგრამ ზუსტად ასეთი სიტუაცია შეიქმნა ქუთაისის ტორპედოში ვისოლოს მოღვაწეობის ბოლო წელს, როცა ფაქტობრივად მოხდა ტორპედოსა და ლოკომოტივის გაერთიანება. მაშინ ტორპედოდან ფაქტობრივად ყველა გამოცდილი ფეხბურთელი დაითხოვეს და გუნდი დატოვეს ახალგაზრდა ნიჭიერი, თუმცა გამოუცდელი ფეხბურთელების ამარა. ამ ამბის ბოლო ალბათ, ყველას გახსოვთ ახალგაზრდულმა ტორპედომ 12 ტური ბრწყინვალედ იასპარეზა, მაგრამ შემდეგ ის დაემართა რაც ახლა ლოკომოტივს სჭირს. ვისოლი წავიდა, ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა გუნდი მიატოვეს, იგი დაიშალა და გავარდნას ძლივს გადაურჩა!!!ჩემი აზრით ახალგაზრდებმა ფიზიკურად ვეღარ შესძლე "გაქაჩვა", უბრალოდ მოედანზე აღარ იყვნენ ძლიერი კაცები, ბავშვებმა კი მათი როლი ვერ ითამაშეს. ჩემი აზრით ლოკომოტივის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან გავს ამ ისტორიას!!!
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
მამია გავაშელიშვილი "სამგურალში" გადავიდა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ეროვნული ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ეროვნული ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მამია გავაშელიშვილმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
ლოკომოტივი-ჩიხურა 5:0 - მხუთავი სიამოვნება [VIDEO]
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის ეროვნულ ლიგაში
ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივმა" "დილას" მოუგო
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სამტრედია-ლოკომოტივი 0:0 - შინმოუგებელი
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო