ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მგლების ხროვის ბებერი მეთაური

მგლების ხროვის ბებერი მეთაური

ტურის სიმბოლურ ნაკრებში ოთხი გამოკვეთილი შემტევია, რაც პრაგმატული თვალსაზრისით აშკარად მეტისმეტია, მაგრამ...

კიდევ ერთი ახალი ნომინაცია

ტურის სიმბოლური ნაკრები

ჟულიო სეზარი (ინტერი) - აბატე (მილანი), რუისი (ნაპოლი), მექსე (რომა), ლაურო (ჩეზენა) - ალმირონი (ბარი), პაროლო (ჩეზენა) - ლავესი (ნაპოლი), დელ პიერო (იუვენტუსი), დი ნატალე (უდინეზე) - ტოტი (რომა).

ტურის სიმბოლურ ნაკრებში ოთხი გამოკვეთილი შემტევია, რაც პრაგმატული თვალსაზრისით აშკარად მეტისმეტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიმბოლურ გუნდზე გვაქვს საუბარი. მერვეჯერ მოხვდა რჩეულ ფეხბურთელებს შორის ანტონიო დი ნატალე, რომელიც კიდევ ერთხელ მიიწევს ჩემპიონატის მთავარი ბომბარდირის სტატუსისკენ. ტოტოს უკვე 24 გოლი აქვს გატანილი და თუ ასე გააგრძელა, სამ ათეულსაც თავისუფლად მიაღწევს. დი ნატალეს მხარდამხარ ალესანდრო დელ პიეროს და ესეკილ ლავეცის ვხედავთ, ტურინელმა" ჩეზენასთან" გაიბრწყინა, ნეაპოლელმა კი "პარმასთან". შეტევის წინა ხაზზე ფრანჩესკო ტოტია გამწესებული, ვინც დუბლი შეუსრულა "ლაციოს" და რომაული დერბის გმირად მოგვევლინა.

მეკარეთა შორის ჟულიო სეზარი გამოირჩა, რომელმაც "ბრეშასთან" პაექრობაში არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან და ბოლოს, თერთმეტმეტრიანიც აიღო. კარგად ითამაშა მცველმა ინაციო აბატემაც და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისმა "მილანმა" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "ბარის" ვერ მოუგო. ეს ამბავი კი ალმირონს დაუფასდა, რომელიც სწორედ "ბარიში" ასპარეზობს და რჩეულთა შორის სრულიად დამსახურებულად მოხვდა. ვიქტორ რუისის სახით "ნაპოლის" შესანიშნავი მცველი ჰყოლია, არადა მხოლოდ იმიტომ მიეცა თამაშის საშუალება, რომ სამხრეთელებს ძირითადი შედმადგენლობის ორი უკანახაზელი ჰყავთ დაშავებული. აი ასეთი გამოვიდა XXIX ტურის სიმბოლური ნაკრები.

ტურის გმირი

ვინჩენცო მონტელამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ფრანჩესკო ტოტი არ ათამაშა და ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც არ სჯეროდა 'შახტარის" ბარიერის გავლის. მართალიც აღმოჩნდა, რადგან უკრაინელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და 3:0 გაანადგურეს. იმ შეხვედრაში "რომას" ვერც ტოტი უშველიდა და ვერც თავად მონტელა საუკეთესო წლებში. სამაგიეროდ, რომაულ დერბიში ვიხილეთ "პუპონე" ძირითად შემადგენლობაში, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მატჩის საბოლოო რეზულტატზე. "ჯალოროსიმ" ორი ბურთის სხვაობით დაამარცხა მეტოქე და ორივე გოლი ტოტიმ მიითვალა აქტივში. ერთხელ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად, ერთხელაც პენალტი და საქმეც მოთავდა.

გარდა ამისა, ფრანჩესკოს მარგი ქმედების კოეფიციენტი იყო ძალიან მაღალი - დიდ ხანს ინარჩუნებდა ბურთს მეტოქის ნახევარზე, რამაც წყობიდან გამოიყვანა "ლაციოს" ფეხბურთელები. ამად იყო, რომ ემოციები ვერ მოთოკეს და შედეგად, ცხრა კაცით ჩაამთავრეს თამაში. ტოტიმ უკან მოიტოვა საუკეთესო წლები, მაგრამ ფაქტია, რომ ხროვას კვლავაც ბებერი მგელი მეთაურობს.

ტურის დაბრუნება

ესეკილ ლავეციმ დისკვალიფიკაცია მოიხადა და გასულ ტურში, "პარმასთან" პაექრობაში დაუბრუნდა მოედანს. დაბრუნდა და შეხვედრის გმირიც გახდა - ერთი გოლი მიითვალა აქტივში და ერთიც საგოლე გადაცემა, რითაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ "ნაპოლისთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. არგენტინელის გარეშე სამხრეთელებს ჩავარდნა ჰქონდათ, "მილანთან" განადგურდნენ და "ბრეშასთან" მხოლოდ ქულა აიღეს, რითიც მკვეთრად გაიაურესეს სატურნირო მდგომარეობა. სამაგიეროდ, გასულ ტურში იძალეს და მილანურ გრანდებთან ჩამორჩენა შეამცირეს. ნამატჩევს, ლავეცი ბედნიერი გახლდათ:

"ერთი სული მქონდა როდის დავუბრუნდებოდი მოედანს და ეს დღეც დადგა. ბედნიერი ვარ, რადგან ყველა სიკეთესთან ერთად გოლი გავიტანე და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. დისკვალიფიკაციამ ერთი კარგი სამსახური გამიწია, დასვენებული ვარ, ენერგია მომეძალა და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დარჩენილ შეხვედრებში საუკეთესოდ წარმოვჩინდები. წინ გადამწყვეტი პაექრობები გველის, თითოეული მათგანი ფინალის ტოლფასია".

ტურის სენსაცია

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ტურის სენსაციად ლიდერის აუტსაიდერთან წაფორხილებაა მიჩნეული. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფმა "მილანმა" საკუთარ მოედანზე" წყალწაღებული "ბარი" მიიღო და ყველასათვის მოულოდნელად, მხოლოდ ქულას დასჯერდა. ტურის მიმოხილვაშიც აღვნიშნეთ, რომ სტუმართა წისქვილზე მსაჯის საკამათო გადაწყვეილებებმა დაასხა წყალი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი ყველასთვის მოულოდნელი გახლდათ.

"მილანი" მთელი შეხვედრის განმავლობაში უტევდა მეტოქეს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გაიტანა და ისიც მაშინ, როდესაც უკვე ათი ფეხბურთელით იყო მოედანზე დარჩენილი. არბიტრმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააძევა, ვინც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში.

ტურის პროგრესი

სამი წაგებული შეხვედრის შემდეგ, "იუვენტუსი" "ჩეზენას" ესტუმრა და ქულას გამოკრა ხელი. ტურინული გრანდის გულშემატკივრები დაიმედებულნი არიან და ამბობენ, რომ ნელნელა გამარჯვებებიც მოვა. რაც მთავარია, გუნდის მთავარი მწვრთნელია უაღრესად კმაყოფილი და იმ წინსვლაზე საუბრობს, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან პაექრობაში თვალნათლივ გამოჩნდა. ჯანლუიჯი ბუფონი კი რატომღაც უხასიათოდ გახლავთ და არაადეკვატურ კომენტარებს აკეთებს:

"თითქმის გადამეწურა იმის იმედი, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ. პირადად მე, ცდას არ დავაკლებ და ყველაფერს ვიღონებ გულშემატკივართა გასახარად, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად იქნება საკმარისი. გუნდური მექანიზმი მოშლილია, თამაში არ გამოგვდის, რამაც ფსიქოლოგიურადაც მოშალა გუნდი. უნდა მოვიკრიბოთ ძალები და ყველანაირად ვეცადოთ, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილი მაინც ჩავატაროთ მაღალ დონეზე".

ტურის უდინეზე

გახსოვთ ალბათ, რამდენჯერმე გვქონდა ნომინაცია სახელად "ტურის კოზაკი", სადაც "ლაციოს" ჩეხი ლეგიონერის გმირობებზე, ან "გმირობებზე" გვქონდა საუბარი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძნელია ნომინაციას სახელი შეურჩიო, მაგრამ უყურადღებოდაც ვერ ტოვებ ამა თუ იმ მოვლენას. "კალიარისთან" მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, "უდინეზემ" ოთხეულში შეაბიჯა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრიულელები ჩემპიონთა ლიგის ზონაში არიან. რაც არ უნდა იძახოს ფრანჩესკო გვიდოლინმა: რა ლიგა, რის ლიგაო, ფაქტია, რომ უდინელები სწორედ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზურისთვის იბრძვიან.

გასულ ტურში, "უდინეზე" სარდინიას ესტუმრა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. არადა, ცნობილი ამბავია, რომ "კალიარი" საკუთარ მოედანზე აღიარებული გრანდებისთვისაც კი მეტად უხერხული მეტოქეა. საოცრად შედეგიანად ასპარეზობენ ანტონიო დი ნატალე და ალექსის სანჩესი - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთვის ეს არის საუკეთესო თავდასხმის ტანდემი იტალიაში. ბრავო დი ნატალე, ბრავო სანჩესი, ბრავო გვიდოლინი, ბრავო "უდინეზე"...

ტურის ფრაზები:

ლუიჯი დელ ნერი (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): "კრიტიკა, სტვენა და ცინიზმი ტაშით, ქებით და დიდებით შეიცვლება".

კლაუდიო ლოტიტო (ლაციოს პრეზიდენტი): "დერბიში სუსტმა გაიმარჯვა - ჯარიმით და პენალტით გაგვიტანეს, რაც არანაირ უპირატესობაზე არ მეტყველებს".

ციფრები და ფაქტები:

- მიმდინარე სეზონში, ფრანჩესკო ტოტიმ პირველი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან;

- "მილანთან" მატჩამდე, "ბარის" გასვლაზე 385 წუთი არ ჰქონდა გოლი გატანილი;

- 2010 წლის 10 ნოემბრის შემდეგ, "ინტერმა" პირველად ითამაშა ფრედ - ლეონარდოსთვის ეს პირველი საყაიმო რეზულტატია "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერია A-ში;

- ბოლო ხუთ ტურში, 15 შესაძლებელი ქულიდან "კიევომ" მხოლოდ ერთი აიღო, "იუვენტუსმა" კი ოთხი;

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია