საქართველოში ჩამოსული მოთამაშეები, რომლებიც მალე დიდ რაგბის ითამაშებენ
ფოტოზე: ზაკ მერსერი

დღეს საქართველოში სტარტი აიღო 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატმა. ირლანდიურმა the42.ie-მა კი შემოგვთავაზა რამდენიმე მორაგბე, რომელთაც განსაკუთრებით უნდა დავაკვირდეთ ამ ტურნირზე, რადგან მათ დიდი მომავალი ელით.

ზაკ მერსერი (ინგლისი)

ინგლისის ნაკრების თავკაცმა ედი ჯონსმა ივნისის ტესტებისთვის 20-წლამდელებიდან ტომ და ბენ კურები წაიყვანა, თუმცა გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა დატოვა.

მერსერი ღონიერი რვა ნომერია, რომელმაც ამ სეზონში "ბეზის" რიგებში 12-ჯერ ითამაშა. მერსერი შეტევაზე ორიენტირებულია და კარგი ორგანიზატორია სტანდარტული მდგომარეობების დროს.

თომას უმაგა-ჯენსენი (ახალი ზელანდია)

პირველივე კითხვა, რომელიც დაგებადებათ, რა კავშირი აქვს მას "ოლ ბლექსის" ყოფილ კაპიტან ტანა უმაგასთან? დიახ, ის მისი ნათესავია, ტანა თომასის ბიძაა. ძლიერი 12 ნომრის ტყუპი ძმა საქართველოში არ ჩამოსულა, პიტერი "ჰარიკენსთან" ერთად დარჩა. მისი უფროსი და სორაია კალათბურთელია და ნაკრებში თამაშობს, მისი ბიძაშვილი ჯეიკობი ინგლისის ნაკრებშია.

უმაგა-ჯენსენს ფულბეკად თამაშიც შეუძლია. "ჰაილენდერსის" აკადემიის პროდუქტს შესანიშნავად შეუძლია შუაში თამაში და 12 ნომრის პოზიცია უფრო შეეფერება. ხელით თამაშის დიდოსტატია.

თომას უმაგა-ჯენსენი (მარჯვნივ) ტყუპისცალ პიტერთან ერთად

ტიან ფელკონი (ახალი ზელანდია)

კიდევ ერთი "ბეიბი ბლექი" და რატომაც არა. ტიანის მამა გორდონ ფელკონი "მაორი ოლ ბლექსის" წევრი გახლდათ.

"ველინგტონ ჰარიკეინსის" პროდუქტი, კარგი დამრტყმელია და 10 ნომრის პოზიციაზე თავს შესანიშნავად გრძნობს. მართალია, ქვეყანაში ამ პოზიციაზე ტალანტის ნაკლებობა სულაც არ არის, მაგრამ ფელკონი საქართველოში ნებისმიერ შანსს გამოიყენებს, რომ თავი წარმოაჩინოს.

ტიან ფელკონი (მარცხნივ)

ზეინ დევიდსი (სამხრეთი აფრიკა)

ის ამ გუნდის "ვეტერანია", შარშანდელ ტურნირში, როცა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა, ის უკვე თამაშობდა გუნდში. ახლა ზეინი უფრო გამოცდილი, ძლიერი, სწრაფი და სახიფათოა.

ქვეყნის რაგბის კავშირი ზეინის ძალას კარგად იყენებს სხვადასხვა სიტუაციაში, დევიდსმა "ბლიცბოკესთან" ერთად შვიდკაცას მსოფლიო სერიის ტიტული მოიგო.

ზეინ დევიდსი

რის ჰიუვეტი (ავსტრალია)

როცა პულში მეტოქედ მოქმედი ჩემპიონი ინგლისი ჰყავს, ავსტრალიას მთელი ძალის მობილიზება სჭირდება, რათა მეტოქის შერკინებას გაუმკლავდეს. ჰიუვეტი კი სწორედ ასეთი მორაგბეა, ღონიერი რვა ნომერი.

"ქვინზლენდ რედსს" ამ სეზონში ტრავმების გამო არ უმართლებს, თუმცა გუნდის მობილური მორკინალი ავსტრალიის ნაკრებს უდავოდ გამოადგება მსოფლიოს ჩემპიონატზე.

რის ჰიუვეტი

20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"