ფავორიტები ძალინ დამაჯერებლები იყვნენ
რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დამაჯერებელი ნაბიჯებით უახლოვდებიან ნახევარფინალში ურთიერთშეხვედრას. მთავარმა ფავორიტებმა ზუსტად ერთნაირი ანგარიშით (6:1, 6:4, 6:3) მოიგეს გუშინდელი მატჩები.

ესპანელს ფანტასტიკური სტატისტიკა ჰქონდა რობინ ჰაასეს წინააღმდეგ. ნადალმა 33 "ვინერსი" და მხოლოდ 13 უნებლიე შეცდომა დააგროვა, ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მას.

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, ის პორტუგალიელ ჟოაო სოუზას ხვდებოდა და პირველი სეტის იოლად მოგების შემდეგ, მეორეში 1:3 ჩამორჩა, მაგრამ მალე შეასრულა უკუბრეიკი. ეს სეტი სერბმა 73 წუთში მოიგო, მესამეში რამდენიმე ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. ასე რომ, ჯერჯერობით, ნოვაკი ნადალივით უნაკლო არ არის.

როგორც ზემოთ გითხარით, ნადალი ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდება მესამე წრეში, ნოვაკის მეტოქე კი არგენტინელი დიეგო შვარცმანი იქნება.

დომინიკ ტიმს საამაყო აქვს ის, რომ ამ სეზონში ერთადერთია, ვისაც გრუნტზე ნადალი ჰყავს დამარცხებული. ავსტრიელმა 2 საათი და 22 წუთი მოანდომა სიმონე ბოლელის დამარცხებას, არადა, უფრო ადრე შეეძლო ყველაფრის მომთავრება, 30 (!) ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ექვსი გამოიყენა.

გუშინ, რეიტინგის სხვა ლიდერებსაც არ ჰქონიათ პრობლემები. მეხუთე ნომერმა მილოშ რაონიჩმა 25 ეისი ჩააწოდა როჟერიუ დუტრა სილვას წინააღმდეგ და მართალია, პირველი სეტი დათმო, მაგრამ შემდეგ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მომდევნო სამ სეტში მას ერთხელაც არ წაუგია საკუთარი გეიმი, თავად კი ოთხი ბრეიკი აიღო. მისი შემდეგი მეტოქე ესპანელი გილერმო გარსია ლოპესი იქნება.

დავილ გოფენმა 16 ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა უკრაინელი სერგეი სტახოვსკის წინააღმდეგ და მანაც ოთხ სეტში გაიმარჯვა. არგენტინელ ორასიო სებალიოსს 29 ეისი დაუგროვდა ივო კარლოვიჩის წინააღმდეგ. შეიძლება იმის თქმა, რომ სებალიოსმა ხორვატს მისივე იარაღით მოიგო.

კაცები

II წრე

ჯოკოვიჩი (სერ, 2)-სოუზა (პორ) 6:1, 6:4, 6:3

ნადალი (ესპ, 4)-ჰაასე (ჰოლ) 6:1, 6:4, 6:3

რაონიჩი (კან, 5)-დუტრა სილვა (ბრა) 4:6, 6:2, 6:3, 6:4

ტიმი (ავსტრია, 6)-ბოლელი (იტა) 7:5, 6:1, 6:3

გოფენი (ბელ, 10)-სტახოვსკი (უკრ) 6:2, 6:4, 3:6, 6:3

დიმიტროვი (ბულ, 11)-რობრედო (ესპ) 6:3, 6:4, 7:5

პუიე (საფ, 16)-ბელუჩი (ბრა) 7:6(5), 6:1, 6:2

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 17)-კუკუშკინი (ყაზ) 6:3, 3:6, 6:3, 7:6(3)

რამოსი (ესპ, 19)-ბონზი (საფ) 6:2, 6:1, 6:1

კარენო ბუსტა (ესპ, 20)-დანიელი (იაპ) 7:5, 6:4, 4:6, 6:0

სებალიოსი (არგ)-კარლოვიჩი (ხორ, 23) 7:6(5), 7:6(5), 6:3

ჯონსონი (აშშ, 25)-ჩორიჩი (ხორ) 6:2, 7:6(8), 3:6, 7:6(6)

გარსია ლოპესი (ესპ)-ტრუნგელიტი (არგ) 7:5, 6:4, 7:5

ვესელი (ჩეხ)-ბედენე (ბრიტ) 6:3, 6:3, 4:6, 6:3

ბასილაშვილი (საქ)-ტროიცკი (სერ) 7:6(3), 7:6(2), 7:6(6)

შვარცმანი (არგ)-ნაპოლიტანო (იტა) 6:3, 7:5, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუკა
გიორგი ერთი სიტყვით დაწერეს, თან სათაური ასეთი შეურჩიეს: "ნიკოლოზ ბასილაშვილმა "როლან გაროსის" მესამე წრეში გააღწია". ნუ ჯერ სათაური ხომ გამოხატავს იმ "პატივისცემას", რასაც სპორტალი იმეტებს ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელისთვის, რომელიც მარტო ცდილობს ქართული ჩოგბურთის სახელის გატანას მსოფლიოში. მეორე, იმდენი არც ჩოგბურთის ცოდნა აქვთ, არც ჩოგბურთის სპეციალისტს იცნობენ ვინმეს ვისთანაც შეიძლება ინტერვიუს ჩაწერა და თამაშის მიმოხილვა? დავიჯერო ჩოგბურთის ფედერაციისთვის რომ დაერეკა ამ საიტის პატივცემულ ჟურნალისტს უარს ეტყოდნენ? საერთოდ ძალიან დაბალი დონეა სპორტულ ჟურნალისტიკაში! არ მაინტერესებს არც ნადალი და არც ის მეათეჯერ მოიგებს თუ მეასედ როლან გაროსს! ამხელა სტატია იქნებ საკუთარი ქვეყნის შვილს დაუთმოთ? შენ თუ არ სცემ პატივს საკუთარ თანამემამულეს სხვას რაღა უნდა მოსთხოვო?
გიორგი
ერთი სიტყვით მაინც რომ დაგეწერათ ბასილაშვილის მოგებაზე, არა???!!!
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის