დე როსი დი ფრანჩესკოზე ჯერ ცოტას ლაპარაკობს
დანიელე დე როსიმ "რომასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, 33 წლის ფეხბურთელი გუნდში კიდევ მინიმუმ ორი სეზონი დარჩება.

დანიელე "რომას" აკადემიის აღზრდილია, მთელი კარიერა მშობლიურ გუნდში აქვს გატარებული და არაერთხელ განაცხადა, რომ ფრანჩესკო ტოტის მსგავსად, "რომას" ბოლომდე უერთგულებს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დე როსიმ აქტუალურ თემებზე კომენტარი გააკეთა...

ახალი კონტრაქტი

სხვა გუნდში გადასვლაზე არასდროს მიფიქრია და ბუნებრივია, რომ ახალ ხელშეკრულებას ხელი ყოყმანის გარეშე მოვაწერე. ჩემპიონატი მეორე ადგილზე დავასრულეთ და ჩემპიონთა ლიგაზე გავედით, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე წარმატებით უნდა ვიასპარეზოთ და ამასთან, სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ - ამ მიზნებთან შეჭიდება ურთულესი იქნება, მაგრამ პირადად მე, მაქსიმალისტი ვარ. დროა, გულშემატკივარი დიდი წარმატებით გავახაროთ, რადგან ისინი ამას იმსახურებენ...

ლუჩანო სპალეტი

უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომლის დარჩენაც მხოლოდ გამახარებდა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ იყო და შესაბამისად, ვერც ჩავერეოდი. სპალეტი წავიდა და მინდა მას წარმატება ვუსურვო. ლუჩანოსთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა და მომავალშიც ასე იქნება. არ ვიცი, ვინ იქნება გუნდის ახალი მწვრთნელი, მაგრამ პირადად მე, ყოველმხრივ გვერდში დავუდგები.

ეს ჩემი ვალია, როგორც გუნდის კაპიტნის. ეუსებიო დი ფრანჩესკო? - ყველაზე ხშირად სწორედ მასზე საუბრობენ, მაგრამ უნდა დაველოდოთ კლუბის მესვეურთა ოფიციალურ პოზიციას. დი ფრანჩესკო კარგი მწვრთნელია და "სასუოლოში" წარმატებით იმუშავა - ამაზე მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით...

ტოტის გარეშე

"რომა" ვერ წარმომიდგენია ფრანჩესკო ტოტის გარეშე, მაგრამ ეს ცხოვრებაა, წინ უნდა გავიხედოთ და ახალი მიზნები დავისახოთ.

ფრანჩესკომ მოგვცა მაგალითი, თუ როგორ უნდა უერთგულო გუნდს და როგორ იბრძოლო ყველგან და ყოველთვის. ლუჩანო სპალეტის შეცვლა შეიძლება, ფრანჩესკო ტოტის კი არა - იმედია, სპალეტი არ მიწყენს, რადგან ჩვენს გუნდში ეს მართლაც ასეა. ვნახეთ, როგორ გააცილა "სტადიო ოლიმპიკომ" კაპიტანი და ეს მართლაც საოცარი სანახაობა იყო - ემოციების კონტროლი გამიჭირდა, რადგან გარშემო ყველა ტიროდა. "რომას" საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს მსოფლიოში და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ბედნიერებაა მათთვის თამაში და სწორედ ამიტომ "რომას" არასდროს არაფერზე გავცვლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
"რომამ" შესაძლოა, სერია A-ს 11 ტურის შემდეგ მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალოს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
"ნაპოლიც" ასე მოიქცა და იცით, შემდეგ რა მოხდა?" - დე როსიმ დიბალას არაბეთში ტრანსფერზე ისაუბრა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"რომამ" დანიელე დე როსი გაათავისუფლა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მიქაუტაძესთან" სატელეფონო საუბარი მქონდა, თუმცა..."- დე როსიმ ქართველზე ისაუბრა
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ანჩელოტი იტალიაში დაბრუნდება? - "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს