მოსკოვის "სპარტაკის" მეკარე არტიომ რებროვი საქართველოდან რუსეთში აღფრთოვანებული დაბრუნდა
ჯანო ანანიძემ, მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა მოსკოვის "სპარტაკმა" რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვა, არდადეგებზე საქართველოში თანაგუნდელი - მეკარე არტიომ რებროვი მოიპატიჟა.

საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებები "სპარტაკის" გოლკიპერმა sportsdaily.ru-ს გაუზიარა:

"საქართველოში ოთხი დღე დავყავით, სტუმრად ჯანო ანანიძესთან. ძალიან მომეწონა! მაგარი დასვენება გამოვიდა. მსგავსი სტუმართმოყვარეობა, სიმართლე გითხრათ, მანამდე არსად არასდროს მენახა. ეს კოშმარია! მეორედ იქ აღარ ჩავალ. ვუთხარი კიდეც: "ყველგან შენ იხდი - ასე არ შეიძლება!". მაგრამ საქართველოში ასე ყოფილა მიღებული - სტუმრებს საკადრისად უნდა დახვდნენ, გაუმასპინძლდნენ, სუფრა გაუშალონ".

"დარწმუნებული ვიყავი, რომ მომეწონებოდა, მაგრამ არა ასე ძლიერ. თბილისი, ყაზბეგი, მცხეთა, ხაჭაპური, ჩურჩხელა, ხინკალი, სულგუნი... გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება!

ეს ულამაზესი, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, კეთილი ხალხით. ჩვენ შეყვარებული ვართ მასზე. თუკი ვინმეს გარკვეული შიში ან ეჭვები გაქვთ, ჩახვიდეთ თუ არა საქართველოში, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ და მინიმუმ, ორი კვირით!", - ასეთი მინაწერი გაუკეთა რუსმა მეკარემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც მცხეთის ფონზეა გადაღებული.

mmm
კი, იყო და უკადრებელი იკადრა, თუმცა რარაცაში მართალი იყო მაგრამ სტუმრის პოზიციიდან არ უნდა ეკადრა.
ლევან ორახელაშვილი
აბსოლუტურად გეთანხმები ))
Vova
ეხლა ზაზა ფაჩულიას ჯერია რომ ამერიკელების რიგი დააყენოს!
იმერელი
იყო ასეთი რუსი მწერალი ვიქტორ ასტაფიევი, ჩამოიყვანეს ,კარგად დაასვენეს,მაგრადაც გაუმასპინძლდნენ და როცა რუსეთში დაბრუნდა დაწერა -ავადმყოფი ერი ხართ,სამკურნალონიო. .ასე ფიქრობდა მათი ინტელიგენციის უმეტესობა.
ანზორ გოგმაჩაძე
ნეტავ უამრავი გვყავდეს ჯანოს მსგავსი პატრიოტი დასპორცმენი.ჯანოსსტუმარმა საქართველოს უფრო დიდი რეკლამა გაუკეთა ვიდრე ორმა ერთად აღებულმა ბოლო მთავრობამ.

ისეთი ხალხი აკომენტარებს ცოცხალი რუსი რომ ახლოდან არც უნახია. 142 მილიონიო და მოკეთე და მტერიო და ა. შ. ჯერ ერთი რუსეთი ჯერ-ჯერობით ისევ სახელმწიფოა რომელიც ჩვენგან განსხვავებით თვითონ ირჩევს პოლიტიკას, გეგმავს ვის რა წაგლიჯოს და წაართვას, სამწუხაროდ ერთერთი საკბილო საქართველოა ამჟამად. რაც შეეხება მოკეთეს და მტერს მრავალი წელი რუსეთში ვარ ნაცხოვრები და თქვენ წარმოიდგინეთ ურალს იქით 90 პროცენტზე მეტს წარმოდგენაც არ აქვს სად არის საქართველო, რა რელიგიის ხალხი ცხოვრობს და როგორ უნდა იყოს ასეთი ადამიანი ან მტერი ან მოყვარე.იმ რუსს თავისი ასი გრამი და ერთი თავი ხახვი ურჩევნია ასეთ რამეებზე ფიქრს. ვინც ქართველს იცნობს და საქართველოსთან რაიმე შეხება ჰქონია, მათი 90 პროცენტზე მეტი კეთილგანწყობილია ჩვენი ქვეყნის მიმართ. რუსსაც გააჩნია, დღეს ბევრი რუსია რომელიც პატივისცემით ნამდვილად არ ჩამორჩებიან ქართველებს და სამწუხაროა თუ ასეთი ნაცნობი და მეგობარი რუსი არ გყავთ და არ შეგხვედრიათ ცხოვრებაში. პოლიტიკას კი ათასი კაცი ქმნის და აძლევს მიმართულებას და ყველამ კარგად იცის სადაც ხდება ამის დაგეგმვა, ხოლო ყველაფრის უკან დგას ფსბ რომლის გარეშეც რუსეთში ჭიანჭველაც კი ვერ გაიხარებს. არ ვიცი თქვენთვის კარგია ეს თუ ცუდი მაგრამ ჩემი ქართველობის გამო პატივისცემის მეტი არასოდეს არაფერი ცუდი არ მიგრძვნია იმ თქვენთვის "საყვარელი ღრუსებისაგან" და სხვისი არ ვიცი.
komunisti
ერი რომელისაც ვუყვარვართ !!!!!
"მგელი მაინც ტყისკენ იყურებაო", ნათქვამია.
ერთხელ ხრუშჩოვსაც მოუწყვეს ასეთი მაგარი სუფრები, მაგრამ, რომ დათვრა გვერდზე გადაუწევია მწვადი და ხაჭაპურები და უთქვამს: Сейчас бы бооорщ!
დათო
გაუმარჟოს მეგობრობას, რომელიც აუცილებლად ტერიტორიის დაბრუნებასთან მიგვიყვანს! ჯანო ბოდიში თუ როდისმე ცუდი კომენტარი დავდე შენზე. ჯიგარი ხარ.
Eh!
ჩამოდით, ჩამოდით ბევრი და იქნებ და უკან ხელს გააყოლოთ ეს ბევრი რუსი სალდაფონებიც...და მერე ნახეთ ბატკანი, მწვადი და ხაჭაპური!!!!!
ეთერი გიორგაძე
ჯანო შენ ჩვენი უბნის სიამაყე ხარ! გაიხარე და ბევრი წარმატებები!
giorgi
ყველაფერს პოლიტიზებას ნუ უკეთებთ, ეს უბრალოდ ორი კაცის მეგობრობაა და არაფერი აქ საერთო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან. რუსეთი ტერიტორიების წართმევას ცდილობს და ეს ფაქტია, რასაც ვერავინ ვერსად გაექცევა. ყველაფერს თავის სახელი აქვს და დღეს საქართველოსთვის რუსეთს მარტო ერთი სახელი აქვს: მტერი!
NMN789
მეც მახსოვს ეგ ნარკვევი"არმიანსკოე გოსტეპრიიმსტვო ი რუსკოე სპასიბო"ეგრე ერქვა
glaxuna
fak შეშინებული თუ იქნები რუსეთი და თურქეთი კი არა... სომხეთიც ჩაგყლაპავს ღრუსების იმედით... ძველი ქ ა რ ტ უ ლ ი,ტრადიციული ცხოვრების წ ე ს ი თ უნდა იცხოვრო: ,,მტერს-მ ტ ე რ ი უნდა დაარქვა და მეგობარს-მეგობარი,, და მმტრის -მტრისას და მოყვარეს-მოყვრისას,, და შ ე ე შ ვ ი თ ღრუსულ პროპაგანდას- ამერიკული და დასავლური ,,მასონები,, ჯერ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო რომ გაგვაცნია დღესაც მ ი ლ ი ა რ დ ო ბ ი თ ფინანსური დახმარებას გვიწევენ, მე-2-ც პოლიტიკური და სამართლებრივი მ ხ ა რ დ ა ჭ ე რ ა უდიდესი და განუსაზღვრელია და მერე მე-3-ც- აბაა ,,მასსონები,, ვართ ევროპაში და აშშ-ში ვინც ვცხოვრობთ ,ხოო ?! აქ რომ 10-ლი წლობით ქართველობა ცხოვრობს; სწავლასა და შრომაზე ორიენტირებული,გულიანი და პასუხისმგებლობის სავსე,ქ ა რ თ უ ლ ი ცხოვრების წესით და მმართლმადიდებელი ქართულ ქრიასტიანულ ...ისე რომ საქართველოში ცხოვრობდეს (არა მუქთახორები და მტრისაგან დაფრთხალები-შიგნით რომ ჭამთ ერთმანეთს)..დღეს ღ ი რ ს ე უ ლ ი:უნგრეთზე,ბულგარეთზე,რუმინეთზე,სლოვაკიაზე უ კ ე თ იცხოვრებდა ქართველობა- ცხოვრების დონით და ხარისხით და მხოლოდ პ ე რ ს პ ე ქ ტ ი ვ ე ბ ი თ და ო პ ტ ი მ ი ზ მ ი თ...გიმეორებთ; ქ ა რ თ უ ლ ი ცხოვრების წესით! შეეშვით მაგ ღღუსულ პროპაგანდას : ,,მასონური დასავლეთი,, მასონური კი არა...ადამიანის შ რ ო მ ა ,სწავლა და მ ზ რ უ ნ ვ ე ლ ო ბ ა ღირებულებებს წარმოადგენს და ფასი აქვს ...
კოლა
აბა ცუდს როგორ იკადრებდა მიწვეული იყო
alexandre
კომუნისტების დროს კამსამოლსკაია პრავდაში იყო ნარკვევი. რუს ქალბეტონს დააეკარგა პასპორტი, ფული, დარჩა ნოლზე ერევანში. სომეხმა მიიპატიჟა, 1 კვირა ოჯახში ყავდა, ყველაფერი ანახა და შემდეგ გაამგზავრა. მოსკოვში რუსმა იჩივლა - საიდენ ამდენი ფულიო? იმ სომეხმა კი, ამოალაგა ყველა ქვითარი (ავტობუსი და კინოთი დაწყებული რესტორნის ანგარიშით დამთავრებული). როგორო, თავისი მას უნდა გადაეხადა, ასე მოვილაპარაკეთო! ჩვენ სომხები არც ვართ და ვერც ვერასდროს გავხდებით! და ღმერთმა დაგვიფაროს!
ჯამლეტი
სათაური ისეა შერჩეული სკანდალს ომ ეძებენ ჟურნალისტები :) მეტი დასკვნა ვერ გამოიტანეთ
ჯამლეტი
სათაური მაგრად აგირჩევიათ :))))
zs
კარგი რეკლამა კი გამოუვიდა))
fak
კაით რა ხალხო რა მართლა კაით რა თქვენ რა გინდათ რუსული შოვინიზმი შეცვალოთ ან თურქული ან ევროპულ ამერიკული მასონიზმი ეს არ მოხდება ღმერთი ყველაფერს აბალანსებს არ იქნება რუსეთი ჩაგყლაპავს თურქეთი ხომ გაგიგონიათ ამიტომ ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარე სტუმართმოყვარეობა გავაგრძელოთ მტერთან ახლოს ჯობს ვიდრე შორს გაქცევა .
ზაზა
მე საპირისპიროდ ვფიქრობ.იმ142 მილიონიდან 141 მილიონს მართლა ვუყვარვათ და პატივს გვცემს.ქართული ღვინის 85%იყიდება რუსეთში .ასევე სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების
გიორგი
ისე ძალიან მოსწონთ, რომ უნდათ თვითონ ეკუთვნოდეთ!!!
ზურა
რუსეთი 142 მილიონია. 140 მილიონი ცუდს ფიქრობს პუტინით დაზომბირებული, მხოლოდ 2 მილიონი სრულიად საპირისპიროს. სამწუხაროდ ეს უმცირესობა ვერ აკეთებს პოლიტიკას და ვერ მეგობრობს ამიტომაც საქართველოსთან რუსეთი.
ზურა
რუსეთი 142 მილიონია. 140 მილიონი ალბათ იგივეს ფიქრობს, ხოლო 2 მილიონი სრულიად საპირისპიროს. სამწუხაროდ ეს უმცირესობა აკეთებს პოლიტიკას
პაატა
მესმის მაგრამ ასეთი ხალხი ვართ და გავაგრძელოთ ჯობია..ჯანოს კი წარმატებები.
upatrono
ეხ,ნაცნობი სურათია,თან ბევრჯერ ნანახი,ჩვენც ჩამოგვყავდა,ჩვენც თან ვყვებოდით,ჩვენც პატივს ვცემდით...მერე რა ხდებოდა?მერე რით გვიხდიდნენ?ჩვენ ხო ვიდოყლაპიავეთ, ეტყობა ახლა ამათი ჯერია...აბა თქვენ იცით...ვტყუივარ?
upatrono
ნაცნობი სურათია,თან ბერჯერ ნანახი,ჩვენც ჩამოგვყავდა,თან ვყვებოდით,პატივს ცემდით,მერე რახდებოდა?ყელამ კარგათ ვნახეთ რაც ხდებოდა...ჩვენ ვიდოყლაპიევეთ და ახლა ეტყობა ამათი ჯერი დადგა,,,ვტყუივარ?
გოჩა
ჯანო მაგარი კაცი ხარ
gia
საღოლ ჯანო! დაეხმარე ტურიზმს კაია
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"სპარტაკის" მეკარე: რუსეთში ხალხი გაბოროტებულია - რაღაც უნდა შევცვალოთ
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
ვაისმა ნაოპერაციებ ფეხბურთელს არაყი დაალევინა და კინაღამ დაღუპა - რუსი მეკარე ძველ ამბავს იხსენებს
"ჯანო მართლა კარადაში დაიმალა - ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ მინახავს" - "სპარტაკის" ყოფილი მეკარე
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია