"წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელება ისეთი გამოცემისგან, როგორიც "ლელოა", ნამდვილად დიდი პატივია"
ფოტოზე: თენგიზ გაჩეჩილაძე და ლაშა ტალახაძე

გაზეთმა "ლელომ" დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა. "2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ტიტული კი ქართველ ძალოსანს, რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს გადაეცა.

83 წლის ისტორიის მქონე სპორტული გაზეთის, "ლელოს" დამსახურებული რედაქტორის, თენგიზ გაჩეჩილაძის განცხადებით, გაზეთს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გაუშუქებია და არაერთი სპორტსმენი წარუდგენია ფართო საზოგადოების წინაშე. მისი თქმით, გამოცემა კვლავ აქტიურად განაგრძობს ქართული სპორტის გვერდში დგომას და ქართველი სპორტსმენების წახალისებას.

"გაზეთი "ლელო" 83 წლის ისტორიას ითვლის, შესაბამისად, ცხადია, ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი სპორტსმენი გაგვიცნია საზოგადოებისთვის. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიც ბევრი სპორტული მიღწევა აქვს ჩვენს ქვეყანას, სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მიუხედავად არაერთი გამოჩენილი სპორტსმენისა, 2016 წელს უდავოდ გამორჩეული იყო ლაშა ტალახაძე. ჩვენ დღეს მას წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მივანიჭეთ. გაზეთი "ლელო" აქტიურად გააგრძელებს ქართული სპორტისა და ქართველი სპორტსმენების პარტნიორობას და მათ მხარდაჭერას", - განაცხადა თენგიზ გაჩეჩილაძემ.

"2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ტიტულის მფლობელის, ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის განცხადებით, მისთვის პატივია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სპორტული გაზეთის მთავარი ტიტულის მფლობელი გახდა. ტალახაძის თქმით, გაზეთი "ლელო" ის გამოცემაა, რომელსაც სპორტის მოყვარულები აქტიურად ეცნობიან და ბევრ სპორტულ მნიშვნელოვან ინფორმაციას იგებენ.

"წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელება ისეთი გამოცემისგან, როგორიც "ლელოა", ნამდვილად დიდი პატივია. ეს არის გაზეთი, რომელსაც აქტიურად კითხულობენ სპორტის მოყვარულები და ბევრი სიახლის გაგება შეიძლება ამ გაზეთით", - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.

სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად, Hotels & Preference Hualing Tbilisi- ში სპორტული ბარი გაიხსნა. სასტუმროს მარკეტინგის კომუნიკაციების მენეჯერის ნინო ჩეჩელაშვილის თქმით, ბარის გახსნა სიმბლურად "ლელოს" ღონისძიებას დაამთხვიეს. მისივე თქმით, ბარი მთლიანად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს.

"სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში გაიხსნა სპორტული ბარი Legends. მინდა აღვნიშნო, რომ ბარი ერთადერთი ყველაზე მასშტაბურ სპორტული ბარია საქართველოში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს. სპორტულ ბარში, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციის მიზნით, მრავალი აქტივობა გაიმართება.

გახსნა განსაკუთრებულად წარიმართა, რადგან ჩვენ ვითანამშრომლეთ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან", რომელმაც უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენები შეაჯამა და ოლიმპიელი ლაშა ტალახაძე დავაჯილდოვეთ", - განაცხადა ნინო ჩეჩელაშვილმა.

ღონისძიების გენერალური პარტნიორი იყო ჩემპიონთა აკადემია, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალური ფიზიკური მომზადების სპეციალისტ მაიკ ბარვისთან ერთად შეიქმნა და პირველი საერთაშორისო დონის ამერიკული ცენტრია.

ღონისძიებას სპორტული ფედერაციები, სამინისტროს წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტის სფეროში მოღვაწე დამსახურებული პირები დაესწრნენ.

"ინტერპრესნიუსი"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
"ლელოს" ჟურნალისტ ვაჟა სიმონიშვილს არჩილ გოგელიას პრემია გადაეცა
დახვეწილი ყაჩაღობა? როგორ გახდა "ლელოს" საპატიო რედაქტორი რიოში თაღლითობის მსხვერპლი
ბაქო 2015: ქართველ ოლიმპიელებს გზა დაულოცეს
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ფეხბურთი განხეთქილების ვაშლად? ქართველებს პატივს ასე არსად გვცემენ...
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
"ლელომ" და "ლიდერბეთმა" სექტემბრის რჩეული მწვრთნელი და მოთამაშე დააჯილდოვეს [PHOTO]
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
გიორგი ქვილითაია: ახლა მხოლოდ "დინამოზე" ვფიქრობ