მიუნხენის "ბაიერნის" ქართულ ფანკლუბს თბილისში მიროსლავ კლოზეს მოწვევაც სურს
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკა "ფანკლუბებს", რომლის მიზანია, გაგაცნოთ საქართველოში არსებული ქართული და უცხოური კლუბების ფანკლუბები - რას საქმიანობენ, როგორ ხდება გაწევრიანება, რა პრივილეგიები აქვთ წევრებს და ა.შ.

დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ქართულ ფან-კლუბს წარმოგიდგენთ. მის დაარსებაზე, განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე მის ლიდერ რომა ხოჯავას ვესაუბრეთ.

- როდის და რა მიზნით დაფუძნდა ფანკლუბი?

- ფანკლუბი 2009 წელს დავაარსეთ. მანამდე არსებობდა კლუბისადმი მიძღვნილი საიტი, მაგრამ იმ პერიოდისთვის ის მხოლოდ სტატიებით შემოიფარგლებოდა. მაშინ საიტის ადმინისტრაციას წინადადებით მივმართე: მოდი, ფანკლუბი დავაარსოთ და გულშემატკივრებმა თამაშებს ერთად ვუყუროთ-მეთქი, თუმცა, რთული გრაფიკის გამო ეს ვერ შეძლეს. ამიტომ მათთან შეთანხმებით, ეს ყველაფერი მე ვითავე.

გარკვეული ხნის შემდეგ საიტი შევისყიდეთ, სახელი გადავარქვით (bayern.ge). მისი დახმარებით ჩვენი საფეხბურთო გუნდიც შევქმენით, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა - რამდენიმე ტურნირზე ჩემპიონები გავხდით.

- როგორ ვითარდებოდით, როგორ იზრდებოდა წევრთა რაოდენობა?

- ფანკლუბის განვითარებაზე ორ მეგობართან ერთად ვიზრუნე. ყველაფერი ისე მარტივი ვერ გამოვიდა, როგორც თავიდან მეგონა, მაგრამ, ვფიქრობ, დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გავართვით.

2010 წელს ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ძალიან ბევრი მსურველი იყო ჩვენთან გაწევრიანების და დღემდე ასეა.

- დღეს რამდენნი ხართ?

- საკმაოდ ბევრნი. სოციალურ ქსელში ჯგუფი გვაქვს გაკეთებული, ასევე გვაქვს საიტი, სადაც დაახლოებით 2500-მდე მომხმარებელია დარეგისტრირებული.

- კლუბთან, ფეხბურთელებთან და ადგილობრივ ფანკლუბთან უშუალო კონტაქტი თუ გაქვთ?

- სამწუხაროდ, არა. ისე კი, "ბაიერნის" ოფიციალური ფანკლუბის რამდენიმე წევრთან პირადად ვმეგობრობ.

ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით: 2013 წელს, როდესაც "ბაიერნმა" "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა, კლუბის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" ჩვენი შეკრების ფოტოც გამოქვეყნდა.

- თქვენთან გაწევრიანება როგორ ხდება?

- მთავარი სურვილია. არც საწევროა გადასახდელი და არც ასაკია შეზღუდული. ყოფილა შემთხვევები, 11-12 წლის ბავშვებს გამოუთქვამთ ჩვენთან გაწევრიანების სურვილი და უარი არ გვითქვამს.

- არც ისე დიდი ხნის წინ თბილისში ლოთარ მათეუსს უმასპინძლეთ. მომავალშიც ხომ არ აპირებთ "ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელების მოწვევას?

- ეს ყოველთვის სასიამოვნოდ გასახსენებელი იქნება იმ ხალხისთვის, ვინც იმ საღამოს იქ იმყოფებოდა.

თავდაპირველად, მას წერილი მივწერეთ, თუმცა გამოხმაურება არანაირი ყოფილა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ის საქართველოში ჩამოდიოდა. მათეუსი აქ ერთ-ერთი კომპანიის გახსნაზე დაპატიჟეს. როგორც კი ჩამოვიდა, ჟურნალისტებთან იკითხა, თუ ვინ იყო ჩვენი ფანკლუბის ლიდერი, რადგან მასთან გასაუბრება სურდა.

დამიკავშირდნენ ჟურნალისტები და დეტალებზე შევთანხმდით. მეორე დღეს მთელმა ფანკლუბმა მთაწმინდის ერთ-ერთ რესტორანში მათეუსთან ერთად ვუყურეთ გერმანია-სომხეთის ამხანაგურ მატჩს.

მან ავტოგრაფები დაარიგა, სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და გერმანიის ნაკრების ფანკლუბიც ოფიციალურად იმ დღეს დაარსდა. მას ფანკლუბის პრეზიდენტის სტატუსი მივანიჭეთ, რამაც ძალიან გაახარა.

გვსურს, საქართველოში მომავალშიც მოვიწვიოთ "ბაიერნის" რომელიმე ლეგენდარული ფეხბურთელი. მაგალითად, სიამოვნებით ვუმასპინძლებდით მიროსლავ კლოზეს.

მათეუსის შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ოცნებები ხდება და ვნახოთ, ეგებ სამომავლოდ კლოზეც ჩამოვიდეს.

- ქართულ ფეხბურთთან თუ გაქვთ შეხება?

- თავად ფეხბურთელი ვიყავი... ფანკლუბი კონკრეტულად ერთ რომელიმე ქართულ კლუბს არ გულშემატკივრობს. მაგალითად, მე "ტორპედოს" გულშემატკივარი ვარ, სხვა - სხვა გუნდის.

გიო
საშა შენ ჩვენზე უსაქმური ხარ ესეიგი
Roma
Da rasxedav ak usakmurobas??
ხოჯავა
დაიცა ეს ინტერვიუ მე მივეცი და რატო ვარ უსაქმური აბა მითხარიი
pogba
და ცუდს რას ხედავ ამ ყველაფერში? მანჩესტერის გულშემატკივარი ვარ და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ესეთი ფან-კლუბის წევრი. მთელს ევროპაშია ფან-კლუბები და შენი ლოგიკით ეგენიც უსაქმურები არიან? ხალხს უყვარს ფეხბურთი და სიამოვნებას იღებენ იმით რო ერთად გულშემატკივრობენ
sacha
ramdeni usakmuri xalxia sakartveloshi)))
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
კლოზეს "ზალცბურგთან" ფრემაც ვერ უშველა - გერმანელი "ალტახიდან" დაითხოვეს
მიროსლავ კლოზე "ბაიერნის" მწვრთნელად დანიშნეს
მათეუსს "ბაიერნის" "მანჩესტერ სიტისთან" ქამბექის იმედი აქვს
"ვინისიუსი "ოქროს ბურთს" არ იმსახურებს, მასზე წინ ამ ორ ფეხბურთელს ვაყენებ" - მათეუსმა თავისი ფავორიტები დაასახელა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კლოზე "ბაიერნში" დაბრუნდება?
ფეხბურთის ბნელი ხელოვნება: ხრიკების დახვეწილი პალიტრა
მათეუსი: ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ნაკრები მოიგებს
"სხვაგან იტირე" - დი მარიამ გერმანელ ლეგენდას დასცინა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
მათეუსი: კეინი "ბაიერნისთვის" ძალიან ასაკოვანი და ძვირია, ოსიმენი მიესადაგება
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ოფიციალურად: კლოზემ გერმანული გუნდი ჩაიბარა
მიროსლავ კლოზემ შესაძლოა გერმანული გუნდი ჩაიბაროს