კოლუმბიაში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ფუტსალში, რომელშიც სხვებთან ერთად სამხრეთ ოსეთიც წარსდგება
"კოლუმბია ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს" - 11 მარტს ასეთი სათაურით გამოქვეყნდა "ფუტსალპლანეტ.კომ"-ში სტატია, რომელმაც ჩვენი ყურადღება პროვოკაციული შინაარსით მიიპყრო.

"15-დან 26 მარტამდე კოლუმბიაში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ფუტსალში. ამის თაობაზე კოლუმბიის ფუტსალის ფედერაციამ, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ ქვეყნის მთავრობა სპორტის მაღალ დონეზე განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებს. კოლუმბიაში იასპარეზებენ ეკვადორის, ვენესუელის, ბრაზილიის, კანადის, ავსტრალიის, ჩეხეთის, ბელარუსის, მექსიკის, არგენტინის, ურუგვაის, სამხეთ ოსეთის, პერუს, რუსეთის, კატალონიის და პარაგვაის ნაკრებები", - იუწყება ვებგვერდი.

რომელი ორგანიზაცია ატარებს ჩემპიონატს და რა სახის ტურნირია იგი, რომელშიც გვერდიგვერდ ითამაშებენ ბრაზილია, არგენტინა და სამხრეთ ოსეთი?

უეფასა და ფიფას ანალოგიით, ფუტსალშიც ორი საერთაშორისო ორგანიზაცია არსებობს - ამფ (ფუტსალის მსოფლიო ასოციაცია) და უეფს (ევროპის ფუტსალის კავშირი). ათი წლის წინ კი დააფუძნეს მათი ალტერნატიული ორგანიზაციები: სიმბოლურია, რომ ამგვარი ევროპული ორგანიზაცია (უფს) მოსკოვში ჩამოყალიბდა, ოფისიც რუსეთის დედაქალაქში აქვს და მისი პრეზიდენტი მოსკოველი სომეხი ვალერი ახუმიანია.

მსოფლიო ფუტსალის თვითმარქვია ორგანიზაციის ვებგვერდზე წერია, რომ მისი წევრები არიან: სომხეთი, ავსტრალია, ბასკეთი, ბელარუსი, ბელგია, კატალონია, ჩეხეთი, დანია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, ყაზახეთი, ლატვია, ნორვეგია, პორტუგალია, რუსეთი, უკრაინა.

ჩვენთვის საინტერესო დეტალები, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ ბექა კვიციანს დავეკითხეთ, რომელიც ამბობს, რომ ჩამოთვლილი ქვეყნების ნაკრებები მხოლოდ ოფიციალური ორგანიზაციების ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობენ:

- კოლუმბიაში ელოდებიან იმ ნაკრებებს, რომლებიც ფუტსალში სეპარატისტულ მოძრაობას წარმოადგენენ. უეფა და ფიფა მათ არ ცნობენ და თავის წევრი ქვეყნების ფუტსალის ასოციაციებს სეპარატისტებთან ურთიერთობას უკრძალავენ. საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციების მიერ არაღიარებულ ტურნირებს არც ჩვენ ვცნობთ. საინტერესოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს, მაგრამ ჯერ სეპარატისტულ ორგანიზაციაში არ გაწევრიანებულა სამხრეთ ოსეთის ფუტსალის ასოციაცია. ასეთივე ვითარებაა აფხაზეთის და დნესტრისპირეთის შემთხვევებშიც. კოსოვოც კი, რომელსაც უეფასა და ფიფაში გაწევრიანება სურს, ანუ ჯერ არაღიარებული საფეხბურთო ქვეყანაა, ფუტსალის სეპარატიზმს კატეგორიულად ემიჯნება.

როგორც წესი, უეფა და ფიფა შესარჩევ ციკლს ატარებენ, ესენი კი ნაკრებებს პირდაპირ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იწვევენ.

- გასაგებია კატალონიის, ბასკეთის, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მცდელობა, მიაღწიონ საერთაშორისო აღიარებას, მაგრამ სეპარატისტული ფუტსალის ასოციაციის ვებგვერდზე ჩამოთვლილი ქვეყნები ამ ორგანიზაციის წევრები როგორ არიან?

- სეპარატისტების ფუტსალის ასოციაციაში დასახელებული ქვეყნები გაწევრიანებული ვერ იქნებიან, რადგან ისინი უეფას და ფიფას წევრები არიან, ამ ტურნირს არ ცნობენ და მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებს აღიარებენ. ასეც რომ ყოფილიყო, ოფიციალურ ორგანიზაციებთან პრობლემა შეექმნებოდათ არა მხოლოდ მათ, არამედ მათი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო კავშირებსაც და ფიფა-უეფადან გარიცხავდნენ.

არ გამოვრიცხავ, სია მტკნარი სიცრუე იყოს. უმრავლესობას ნამდვილ ფუტსალთან შეხება არც გააჩნია. რატომ გაწევრიანდნენ რუსები? იქაც არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას ებრძვიან, სომხებსაც ჰყავთ თავიანთი ალტერნატივა.

ამ ტურნირის გამართვა ერთ ძველ ანეკდოტს მაგონებს, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი რომ ყვირის, ნაპოლეონი ვარო - ამ ყვირილით ნაპოლეონი გახდება?

- თუ სეპარატისტული მოძრაობაა, სხვადასხვა ქვეყნების ვიზებს როგორ იღებენ?

- რაც შეეხება სავიზო პრობლემებს, უმეტესობას საკონსულოსთან ურთიერთობა არც სჭირდება, რადგან კოლუმბია, ფაქტობრივად, ღია ქვეყანაა შენგენის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, პრობლემები არც სხვებს ექმნებათ და, სავარაუდოდ, სავიზო პრობლემის მოგვარებაზე კოლუმბიის ოლიმპიური კომიტეტიც იზრუნებდა.

- ტურნირი კოლუმბიის ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ტარდება. ამის გამო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პრობლემები არ ექმნებათ?

- საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის ინფორმაციას დღესვე გადავუგზავნი და იმედია, სამინისტრო კოლუმბიელ კოლეგებს დროულად შეეხმიანება, რათა ვითარებაში გაერკვნენ. ალბათ, საჭირო გახდება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თანადგომაც.

ცხადია, ამ ყველაფერში საინტერესო ისაა, ვის რა მოტივი ამოძრავებს. კოლუმბიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბალთაზარ მედინა მსოფლიოს ჩემპიონატის კოლუმბიაში ჩატარებას მიესალმა, ანუ მხარს უჭერს სეპარატისტულ ფრთას. არადა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მარტო ფიფას მიერ აღიარებულ ფუტსალს ცნობს. სტატიიდან გავარკვიე, მედინა იმედოვნებს, რომ სპორტი კოლუმბიას ძალადობის დაძლევაში, საერთაშორისო სარბიელზე იმიჯის გამოსწორებასა და ქვეყნის სტუმართმოყვარეობის წარმოაჩენაში დაეხმარება - კოლუმბიელების მოტივი ეს არის. ოსების და მათი მფარველი რუსების მოტივიც მარტივი ასახსნელია: თავად ამბობენ, სამხრეთ ოსეთი ყვავისო და ამის დემონსტრირება სპორტით სურთ. ეს არის ელემენტარული პროპაგანდისტული ტრიუკი - შეხედეთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვთამაშობთო, მაგრამ ეს ძალიან არასერიოზული მცდელობაა.

საქართველო ოსებისა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ეროვნული უმცირესობების საერთაშორისო იზოლაციას არ ცდილობს, პირიქით, მათთვის აჯობებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება და საქართველოს ჩემპიონატში ჩართვა, ჩვენს ნაკრებში თამაში. მაგრამ, თუ საქართველოს გაგონება არ სურთ, კეთილი ინებონ და რუსეთის სახელით ითამაშონ. სამაჩაბლოს საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებელ ქვეყნად წარმოჩენის მცდელობას კი რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.

ika
რამე ახალი დაწერეთ რა ფუტსალზე, გაგვარკვიეთ რა ხდეაბ!!!
giorgi
ძალიან საინტერესო სტატიაა... რესპოდენტიც საკმაოდ კვალიფიციური და ესეთი პიარ კამპანიებით, კოკოითი შორს ვერ წავა...
shalva
ჩვენმა სომხებმა, თუ ეგენი იმ ახუმიანცს მხარს არ უჭერენ, წესით დედა უნდა უტირონ!!! მაგრამ უტირებენ კი...
liolik
აზრზე ხარ, რაღაც თვითმარქვია ფედერაციას სომეხი ახუმიანცი რომ უდგას. ვაი მაგის და მაგნაირების პატრონს უბედურს :)
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...