საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს დანიურ "ესბიერგთან" იჯარა დაუსრულდა და ახლა "ხიმნასტიკში" უნდა დაბრუნდეს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ ოთარ კაკაბაძეს დანიურ "ესბიერგთან" იჯარა დაუსრულდა და ახლა "ხიმნასტიკში" უნდა დაბრუნდეს.

21 წლის ფეხბურთელმა სეზონი სწორედ "ხიმნასტიკში" დაიწყო, თუმცა სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იჯარის წესით დანიაში გადაბარგება ამჯობინა. იქ კი კაკაბაძეს სათამაშო დრო ნამდვილად არ აკლდა.

საქმეები მთლად კარგად ვერ წაუვიდა "ხიმნასტიკს". ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ტარაგონულ კლუბს 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა, რაც, მართალია, ჩემპიონატში ადგილს უნარჩუნებს, თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი ბოლო ტურში შეიცვალოს, ვინაიდან გასავარდნ ზონაში მყოფ "ალკორკონს" 47 ქულა აქვს.

ფეხბურთელის თქმით, რომელიც ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს, მისი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა "ხიმნასტიკი" ადგილს სეგუნდადივიზიონში.

- როგორ შეაფასებდი შენს პირველ ევროპულ სეზონს?

- დაწყებული თამაშით და დამთავრებული გარემოთი, პირველივე წელს ევროპაში დამკვიდრება ნამდვილად არაა იოლი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემიძლია, ჩემი პირველი ევროპული სეზონი დადებითად შევაფასო.

- დღევანდელი გადმოსახედიდან, "ესბიერგში" ტრანსფერს გამართლებულად მიიჩნევ?

- კი, რა თქმა უნდა. დანიურმა ფეხბურთმა დიდი გამოცდილება შემძინა. თამაში ყოველ კვირას მიწევდა და ეს სულ სხვა საქმეა.

- დანიურ კლუბთან იჯარა დასრულდა და ახლა ესპანეთში გიწევს დაბრუნება. "ხიმნასტიკის" ხელმძღვანელობას უკვე ესაუბრე შენს მომავალზე?

- "ხიმნასტიკის" ხელმძღვანელობასთან კონტაქტი იქიდან წამოსვლის დღიდანვე მაქვს და მათ ძალიან სურთ ჩემი დაბრუნება, თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებით მაინც ვერაფერს გეტყვით. "ხიმნასტიკს" ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩასატარებელი, რომელიც გადაწყვეტს, გუნდი სეგუნდადივიზიონში დარჩება თუ გავარდება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ჩემი მომავალიც.

- თუ გავარდა, იქ არ დაბრუნდები?

- ასეთ შემთხვევაში კლუბთან შეთანხმება მაქვს, რომ კიდევ ერთი წლით გამანათხოვრებენ. ჯერ არ ვიცი, სად. ამაზე ფიქრს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიწყებ, თუ "ხიმნასტიკი" სეგუნდადივიზიონს დატოვებს. ამჟამად, ესპანურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წელი მაკავშირებს და ჯერ სხვა კლუბების ვარიანტები არ მაქვს.

- დანიაში ორ ქართველთან, ბუდუ ზივზივაძესთან და ლაშა პარუნაშვილთან ერთად იყავი. შენგან განსხვავებით, ისინი ახალ კლუბს პირველ სეზონში ვერ მოერგნენ. თუ იცი, აპირებენ კლუბის გამოცვლას?

- უკეთესი იქნება, თავად მათ ჰკითხოთ, კარიერას სად გააგრძელებენ. ორივეს დიდი პერსპექტივა აქვს და ჩემ მსგავსად, მათთვისაც ეს პირველი ევროპული წელი იყო.

ჩემი აზრით, იმაზე მეტ სათამაშო დროს იმსახურებდნენ, ვიდრე მიეცათ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მალე დალაგდება და სტაბილურად ითამაშებენ.

- საქართველოს ნაკრებს ოთხი დღის ინტერვალში ორი მატჩი ელის...

- მართალია, ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დავკარგეთ, მაგრამ ჩვენთვის ნაკრების აბსოლუტურად ყველა მატჩი დიდი მნიშვნელობისაა - არ აქვს მნიშვნელობა, როდის, სად და ვის ვეთამაშებით. ჩვენი თავდაჯერებულობისა და გულშემატკივრისთვის ორივე მატჩი უნდა მოვიგოთ.

თენგო
ჯერჯერობით ეს არ არის სანაკრებო,სენტ ნევისის და ასეთ გუნდებთან კიდევ შეიძლება რაღაცა გამოუვიდეს,სერბეთთან წაგებაში ამან და ყაზაიშვილმა დიდი როლი ითამაშეს,ვაისს ეს მე20წუთზე უნდა შეეცვალა სანამ დაგვღუპავდა,მაგრამ არ ქნა და, შედეგიც მივიღეთ.ასეა თუ ისეა ლბჟანიძე ამას ჯობია.
გიორგი
დევი, შენი გადმოსახედიდან, ნაკრებში 4-5 კაცის გარდა არავის არ უნდა იძახებდნენ. კაკაბა მაგარი ბიჭია ძალიან
აკო
devi, კი, ამ ბიჭის თამაში სერბეთთან, მართაც ვერ იყო იმ დონეზე, რა დონეც მან წინა თამაშებში აჩვენა. ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. საკითხავია, რატომ???
devi
aman aria serbebtan tamashi da kidev nakrebshi dauzaxes. mokled tavshesafaria, chveni nakrebi.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები
კაკაბაძის საგოლე გადაცემა და "ხიმნასტიკის" გამარჯვება "ვალიადოლიდთან" [VIDEO]
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ლაშა პარუნაშვილი გულშემატკივრებმა "ესბიერგის" შემოდგომის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
უკლუბოდ მყოფი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მოიაზრებიან...
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ოთარ კაკაბაძის დრიბლინგი და საგოლე პასი "ლუგოსთან" მატჩში [VIDEO]
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
ესპანური პრესა: გიორგი აბურჯანია შესაძლოა ''ხიმნასტიკში'' დაბრუნდეს
"ხიმნასტიკმა" სტუმრად "ოსასუნა" დაამარცხა, ოთარ კაკაბაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
Tipsbladet: პარუნაშვილს, სავარაუდოდ, გაყიდიან, მისი ფასი 2-4 მილიონ კრონას შორის მერყეობს
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
ლაშა პარუნაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
ოთარ კაკაბაძე სეგუნდას 33-ე ტურის სიმბოლურში
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
"ხიმნასტიკმა" 2:0 გაიმარჯვა და სეგუნდადივიზიონში დარჩა. ორივე საგოლე გადაცემა კაკაბაძემ გააკეთა [VIDEO]
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ლაშა პარუნაშვილი კარიერას ყაზახეთში განაგრძობს
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ