"გოლდენ სტეიტმა" მეორე საშინაო მატჩიც მოუგო "კლივლენდს" - 132:113 და ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა
ზაზა ფაჩულია NBA-ს საჩემპიონო ტიტულს უახლოვდება. მისმა გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" მეორე საშინაო მატჩიც მოუგო "კლივლენდს" - 132:113 და ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა.

თბილისის დროით 5 ივნისს ჩატარებულ შეხვედრაში მასპინძელთა ქართველი ცენტრი იმდენად შედეგიანი არ გახლდათ, როგორც ეს სერიის პირველ მატჩში იყო, თუმცა ზაზამ, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში დაიწყო თამაში და იმ 13 წუთის განმავლობაში, რაც მოედანზე დაჰყო, დაცვაში საიმედოდ გაისარჯა. შეტევაში კი მან 2 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, რასაც მეტოქის ფარზე ორი მოხსნილი ბურთი მიამატა.

"გოლდენ სტეიტს" აღიარებულმა სუპერვარსკვლავებმა - კევინ დურანტმა და სტეფ კარიმ ულიდერეს. ამ უკანასკნელმა კარიერის პირველი საპლეიოფო სამმაგი დუბლი მიითვალა - 32 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა. არანაკლებ შედეგიანი გახლდათ დურანტი, რომელმაც 33 ქულა, 13 მოხნა, 6 პასი და 5 დაფარება მიითვალა. წინა მატჩში ინერტულმა კლეი ტომპსონმა შეხვედრა 22 ქულით დაასრულა.

"კლივლენდში" შეუდარებელი იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ფინალურ სერიაში მე-8 სამმაგი დუბლი (29 ქულა, 14 პასი, 11 მოხსნა) გაიფორმა და გაუთანაბრდა ამ კომპონენტში ყველა დროის ლიდერ მეჯიქ ჯონსონს. ლებრონს ფეხი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა და "კლივლენდს" ახლა საკუთარი მოედნის იმედი აქვს.

იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-კლივლენდი 132:113

სერიის მომდევნო ორი შეხვედრა კლივლენდში 8 და 10 ივნისს გაიმართება.

წყარო: gbf.ge

tanto
ლებრონი შემეცოდა, ფაქტიურად მარტო ეთამაშებოდა გსვ-ს, ულებრონოდ კი კავალერები მავერიკზე სუსტი გუნდია. ეხლა მთავარია გსვ-მ რვაში დილით გაუძლონ, არ ჩამოიშალონ და მესამეც მოუგონ, მეოთხე კი, ფიქტიური თამაში იქნება.
სამგურალის ფანი
მიდი ზაზა ჯიგარი ხარ,წელს საჩემპიონო ბეჭედი შენია.4-1 მთავრდება ეგ სერია.
კეთილი სამარიტელი
თუ ასე გააგრძელეს, კლივლენდშიც ორივე თამაშს მოუგებენ და აფსოლუტურ რეკორდს დაამყარებენ. ისე, 12 მოგება იყო რეკორდის გამეორება, 13 რეკორდის დამყარება და 14 თავისივე რეკორდის გაუმჯობესება.
aleko
13-იც რეკორდი იყო
irakli
მერაბი გ. კი მე-13 მოგებაც რეკორდი იყო და ახლა გააუმჯობესეს თავიანთი რეკორდი
თემო
მერაბ, არ ცდები. 12 თამაში იყო ზედიზედ ამ წლამდე ერთ სეზონში (სან ანტონიო 1999). უფრო მეტიც, ორ სეზონში გადაბმულადაც არ მოუგია არავის 14 თამაში და ამითაც დამყარდა ახალი რეკორდი.
მერაბი გ.
თუ არ ვცდები, ერთ სეზონში ზედიზედ პლეიოფის 14 თამაშის მოგება რეკორდია
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
NBA-ს ლეგენდა: ჯორდანს საკუთარი ადგილი მივუჩინე, მას შემდეგ აღარ შევუწუხებივარ
მეჯიქ ჯონსონი: ის მაიკლ ჯორდანის საუკეთესო ანალოგია
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
"ლეიკერსის" ლეგენდამ სტეფ კარის საოცარ მატჩზე ისაუბრა
ლებრონის ტახტიდან ჩამოგდება ამ ორს შეუძლია... - მეჯიქ ჯონსონი
"უესტბრუქის ოჯახის მიმართ მუქარა და ზეწოლა ყოვლად მიუღებელია..." - მეჯიქი რასს გამოექომაგა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
მეჯიქ ჯონსონმა საშინელ ფორმაში მყოფ უესტბრუქს რჩევა მისცა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო