ქართველ ცენტრს მიაჩნია, რომ წინ კიდევ უფრო დიდი ბრძოლებია
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს ფინალური სერიის მეორე მატჩშიც იოლად დაამარცხა "კლივლენდ კავალიერსი" - 132:113 და სერიაში 2:0 დაწინაურდა. ამჯერად, ზაზას წვლილი გამარჯვებაში ერთობ მოკრძალებული იყო: 13 წუთში 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

- ზაზა ფაჩულია საჩემპიონო ტიტულს უახლოვდება, "გოლდენ სტეიტმა" მეორეც მოიგო [VIDEO]

მედიასთან საუბარში ზაზა გუნდის თამაშითა და მწვრთნელის, სტივ კერის დაბრუნებითაა აღფრთოვანებული. შეგახსენებთ, რომ ზურგის ქრონიკული პრობლემის გამო "გოლდენ სტეიტის" მწვრთნელმა პლეი ოფის მატჩები გამოტოვა და გუნდს მაიკ ბრაუნი წვრთნიდა:

"თუკი ასევე ვითამაშებთ კლივლენდში, სხვა გზა არ იქნება, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.

ძალიან სასიხარულია სტივ კერის დაბრუნება. მე დავინახე ფანების რეაქცია, როცა ის გამოჩნდა. ის არაჩვეულებრივი პერსონაა. მიხარია, რომ თავს უკეთ გრძნობს და შეუძლია მუშაობა ისევ".

"უორიორსს" ორი მატჩის მოგება სჭირდება, რომ გახდეს ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც NBA-ს ტიტულს ფინალში წაუგებლად მოიგებს. მაგრამ ყველას ახსოვს, რომ შარშან "კლივლენდმა" სერია 1:3-დან ამოქაჩა და ჩემპიონი გახდა.

"კერმა შეგვახსენა, რომ ამ სეზონში კლივლენდში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაგვიჭირდეს. გიჟური ატმოსფერო იქნება იქ მათი ფანების წყალობით. ასე რომ, სტუმრად დიდი ბრძოლები მოგვიწევს.

რაც უფრო უახლოვდება სერია დასასრულს, სულ უფრო რთული ხდება ის. ჩვენ ვამბობთ, რომ წინ კიდევ ბევრი მატჩია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მიზანთან ახლოსაც ვართ.

ისევ ისე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და დეტალებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ კლივლენდში", - განაცხადა ჩვენებურმა.

მიშა
შარშანაც ჩამოწერილი გეგონათ კლივლენდი
Bmb
კარგით რა, სხვადასხვა განზომილებებია როა ვერ ხედავთ? რანაირად მოიგებს კლივლენდი ვერ ვხედავ, არ დაგავიწყდეთ კლეი, ჯერ მას ის თამაში არ უთამაშია, როცა მარტო იგებს, იგუდალა? ის უდიდესი მოთამაშეა, დურანტი ხომ შეუჩერებელია, კარიზე და გრინზე არაფერს ვიტყვი, ზაზას ვერ აჯობებს ტომპსონი ისე, რომ თამაშზე იმოქმედოს! ჯერეჯერობით ზაზა სჯობნის, კლივლენდი არის ლებრონი, ირვინგი და ლავი, რომელიც მეორე ტაიმში არაფერს არ წარმოადგენს, ასე რომ, ზაზა ჩემპიონია, გაგვახარე კაპიტანო
aburjga
მე აღფრთოვანებული ვარ მეორე თამაშით. ეს იყო ფანტასტიკა! კევინ დიურანტი უძლიერესია! თუ სამეულს - დიურანტი, კარი, ტომპსონი სროლები წაუვიდა, მაშინ კლივლენდი განწირულია. მესც ვფიქრობ 4:1 დამთავრდება. ისე კი 4:0 მაგარი იქნებოდა! ))
ზურა
ჩემი აზრით კი კლივლენდმა ერთი თამაშის მოგება მაინც თუ შესძლო, ეგეც ბევრია. საერთოდ ვერაფერს უპირისპირებს ოქროს შტატელებს. 4-1 თუ დამთავრება ეს სერია, ალბათ მხოლოდ იმის გამო, რომ გოლდენ სტეიტმა საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ იზეიმოს ჩემპიონობა.
Gela
კლივლენდი საკუთარ პარკეტზე ორივეს მოიგებს. ამიტომ გოლდენმა თავისები აუცილებლად უნდა მოიგოს სახლში. ალბათ ასეც იქნება და 4:3 ვორიორზი.
Geda
კერის დაბრუნება დიდი სტიმულია. წაადგება გუნდს. მაგრამ ზაზაზე ბევრია დამოკიდწბული და თუ თავისი შესაძლებლობების ზღვარზე არ ითამაშა არაფერი გამოვა. სახლში თავს გაიგიჟებენ. ლებრონი დაანგრევს ამათ თუ ზაზამ ტპსონი ვერ ამოკეტა და დახმარება დაჭირდა
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ