ბელგიელი მოლაპარაკებას აწარმოებს სხვა კლუბთან
რომელუ ლუკაკუ "ევერტონში" დარჩენას აღარ აპირებს. ბელგიელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და იმასაც ამბობს, რომ უკვე ზუსტად იცის, თუ რომელ კლუბში სურს თამაში, მაგრამ ამას ჯერჯერობით, არ გვიმხელს.

ასე რომ, "ჩელსის" ყოფილ და ვინ იცის, მომავალ ფეხბურთელს "კანფეტები" ამჯერად ვეღარ შეინარჩუნებენ და რონალდ კუმანს ახალი კარგი ფორვარდის ძებნა მოუწევს. დიახ, რომელუს მთავარი მსურველი სწორედ "ჩელსია" და ამბობენ, 24 წლის გოლეადორსაც ძალიან უნდა კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ თავის დროზე "სტემფორდ ბრიჯიდან" უპატივცემულოდ და უსამართლოდ გამოუშვესო, მაგრამ ვინ იცის… "მანჩესტერ იუნაიტედი" და მიუნხენის "ბაიერნი" არავისზე ნაკლები მსურველები არ არიან:

"არ მინდა ერთ დონეზე დარჩენა. მსურს მოვუმატო და ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, ვიცი, ეს როგორ გავაკეთო და უკვე ვიცი, სად მინდა თამაში. ამჟამად, სწორედ ამ კლუბთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. საქმის კურსში ვარ, მაგრამ მოლაპარაკებების წარმართვა აგენტის პრეროგატივაა და ამ საქმეს მას მივანდობ. ვიცი, რაც ხდება, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვით. მალე ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა და გადაწყდება. ყველაზე მეტად, რაც მინდა, ეს ერთხელ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ასევე პრემიერლიგის, მაგრამ ერთხელ რატომ, რამდენჯერმე" - აღნიშნა ლუკაკუმ.

მისი სიტყვებიდან გამომდინარე, საუბარი ინგლისურ გუნდზეა და "ბაიერნისა" და სხვა უცხოური კლუბების შანსები მცირდება. ლიგაზე "ჩელსიც" გავიდა და "მანჩესტერიც". "წითელი ეშმაკების" კოზირი ის გახლავთ, რომ რომელუს აგენტი ყველასათვის კარგად ცნობილი მინო რაიოლაა, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" უკვე გადაიყვანა პოლ პოგბა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

ლუკაკუ მიმდინარე სეზონში დიდხანს ლიდერობდა ბომბარდირთა დავაში, მაგრამ ბოლო მატჩებში ჰარი კეინმა გოლების კორიანტელი დააყენა და საბოლოოდ, 29 გოლით ბომბარდირი ტოტენჰემელი გახდა. ბელგიელის 25 ბურთი კი "ევერტონს" მხოლოდ მე-7 ადგილზე გასასვლელად ეყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები