თურანის საერთაშორისო კარიერა 96 მატჩზე შეწყდა
"ჰიურიეთის" ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველ არდა თურანს თურქ ჟურნალისტთან ინციდენტი მოუვიდა. თურქეთის ნაკრები სკოპიედან იტალიაში მიფრინავდა, საიდანაც სლოვენიაში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც გუნდი კოსოვოსთან საკვალიფიკაციო მატჩისთვის უნდა მოემზადოს.

არდა თურანს შეკამათება მოუვიდა "მილიეთის" ჟურნალისტ ბილალ მესესთან. ფეხბურთელმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და მას ყელში სწვდა. ჩხუბში ფეხბურთელები ჩაერივნენ და დაპირისპირებული მხარეები გააშველეს. კოსოვოსთან თურქეთის ნაკრებს 11 ივნისს ელის დაპირისპირება.

არდა კოსოვოსთან აღარ ითამაშებს, რადგან გუნდიდან მოკვეთეს.

"ბარსელონას" 30 წლის ვარსკვლავის პასუხი კიდევ უფრო მწვავე იყო - მან თურქეთის ნაკრებში სამომავლოდ თამაშზეც უარი განაცხადა: "ვფიქრობ, რომ ჩემი დრო მოვიდა, ვასრულებ ეროვნულ ნაკრებში თამაშს", - განაცხადა მან სლოვენიაში.

არადა, არდას 100 კეპამდე სულ რაღაც 4 თამაში აკლდა...

დაპირისპირების მიზეზი ვეტერანი ჟურნალისტის წერილი ყოფილა, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელები ევრო 2016-ზე უფრო დიდ ბონუსებს ითხოვდნენ. არდამ ჟურნალისტს კატეგორიულად მოსთხოვა, დაესახელებინა პირი, ვინც შეუკვეთა ეს სტატია. სხვათა შორის, "მილიეთის" მფლობელი ილდირიმ დემირორენი ამავე დროს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mb
კეპამდე? ფეხბურთშიც არიგებენ კეპებს? ))
uchas fani
გულშემატკივარს თუნდაც ჯურნალისტის შეურაწყოფისთვის ნაკრებიდან მოკვეთს ბარსელონას ფეხბურთელი და უზრდელ ნავალოვსკის არავინ მოსთხოვა პასუხი გულშემატკივრის გინებისთვის .... აი ესაა განსხვავება და აი ამიტომ ვერასდროს მივალთ ამათ დონემდე :@
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად: ქართველების "შახტარს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
არდა თურანმა თაღლითობის შედეგად მთელი ქონება დაკარგა
[VIDEO] როცა შენი კლუბის ტელევიზიის ჟურნალისტი ულამაზესი გოგონაა - რა შეემთხვა "შახტარის" მწვრთნელ არდა თურანს
არდა თურანი: რონალდოს საუკეთესოობაზე მხოლოდ მისი გუნდელები და ნათესავები ლაპარაკობენ, მესი საუკეთესოა
არდა თურანი "გალათასარაიში" დაბრუნდა
ქართველების "შახტარს" ცნობილი თურქი ფეხბურთელი ჩაიბარებს