გამოკითხვაში "ოილერზმა" გაიმარჯვა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დაასრულა 18 აპრილს დაწყებული გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოევლინა ლიგის ყველა დროის საუკეთესო გუნდი. არჩევანი უნდა გაკეთებულიყო იმ გუნდებს შორის, რომლებსაც სტენლის თასი ჰქონდათ მოპოვებული.

გულშემატკივრებს შორის სამრაუნდიანი გამოკითხვის შემდეგ, ჩამოყალიბდა 10 გუნდისგან შემდგარი სია. მათგან საუკეთესოდ აღიარეს 1984-85 წლების "ედმონტონ ოილერზი".

ამ გუნდმა პლეი ოფში 15 მატჩი მოიგო და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. ფინალში "მენავთობეებმა" 4:1 მოუგეს სერია "ფილადელფიას". სტენლის თასის MVP გახდა ლეგენდარული უეინ გრეტცკი, რომელმაც 47 ქულა (17+30) დააგროვა.

ეს დღემდე ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველა დროის რეკორდია. გრეტცკის გარდა, იმ ლეგენდარულ გუნდში თამაშობდნენ - გრანტ ფიური, პოლ კოფი, იარი კური, მარკ მესიე, გლენ ანდერსონი და სხვები.

NHL-ის ყველა დროის 10 საუკეთესო გუნდის სია ასე გამოიყურება:

1. ედმონტონი (1984/85)

2. პიტსბურგი (1991/92)

3. მონრეალი (1976/77)

4. ედმონტონი (1987/88)

5. ედმონტონი (1986/87)

6. დეტროიტი (1997/98)

7. აილენდერსი (1982/83)

8. მონრეალი (1977/78)

9. ედმონტონი (1983/84)

10. დეტროიტი (2001/02)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა