10-11 ივნისს თბილისი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გივი კარტოზიას ხსოვნისა და თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
უახლოეს უქმეებზე - 10-11 ივნისს თბილისი ისევ უმასპინძლებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გივი კარტოზიას ხსოვნისა და თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს. სიმბოლურია, რომ ის ისევ სპორტის ძველ სასახლეში ჩატარდება - დარბაზში, რომელიც გაიგივებულია "კარტოზია-ბალავაძის ტურნირთან" და რომელსაც თავის კედლებში ტრაგიკულად დაღუპული ამერიკელი დეივ შულციდან დაწყებული, არაერთი დიდებული ფალავანი უხილავს. ამასთან, ეს სპორტის სასახლე გივი კარტოზიას სახელს ატარებს.

იყო დრო, როცა ამ შეჯიბრებას მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატსაც უწოდებდნენ, თბილისში იმდენად ძლიერი შეჯიბრება იმართებოდა. როგორც გითხარით, მაშინ ჩვენს დედაქალაქში მსოფლიოს წამყვანი ფალავნები ჩამოდიოდნენ, სულ დეივ შულცის ყალიბისა. ვინ მოთვლის, რამდენი ისეთი შეხვედრა გამართულა, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადასაც რომ დაამშვენებდა. თუმცა იმ დროსთან ერთად ეს ტურნირიც წარსულს ჩაბარდა და ჯერ შესუსტდა, მერე კი ერთი პერიოდი საერთოდაც შეწყდა.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ აღადგინეს, ჭიდაობის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ კი იმდენი მოახერხა, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებულ ფედერაციას თავის კალენდარშიც შეატანინა და მას "დიდი პრიზის" სტატუსიც მიანიჭა. ახლა პრესტიჟის საქმეა მისი დონის ამაღლება, რაც ძლიერი გუნდების მონაწილეობითაა შესაძლებელი.

წინასწარი მონაცემებით, წლევანდელი შეჯიბრება მთლად უძლიერესი არა, მაგრამ არც სუსტი უნდა იყოს. ჯერჯერობით გაცხადებულია, რომ თბილისში 19 ქვეყნის ნაკრები გვესტუმრება: აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ესტონეთი, ფინეთი, ყაზახეთი, ნორვეგია, შვედეთი, პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ირანი. სამი მონაწილე გვესტუმრება შორეული აფრიკიდან: გამბია, ნიგერია და ეგვიპტე. თუმცა ვიმეორებთ - ესაა წინასწარი განაცხადი, ამგვარი ტურნირების გამოცდილება კი გვასწავლის, რომ მონაწილეთა რაოდენობა ბოლო დღესაც შეიძლება შეიცვალოს და ვინმე დააკლდეს, თუმცა ვისურვოთ, რომ ამჯერად კი არ დააკლდეს, არამედ მოიმატოს.

სავარაუდოდ, ეს გუნდები უძლიერესი შემადგენლობებითაც ჩამოვლენ, რადგან ჩვენი შეჯიბრება მეტად ხელსაყრელ ვადებში ტარდება - გუნდები აგვისტოში პარიზში გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან და მთლად სასტარტოდ თუ არა, საკონტროლოდ მაინც გამოიყენებენ მას.

გადაჭრითაა ცნობილი, რომ თბილისში არ ჩამოვა რუსეთის ნაკრები, რომელიც თავისი ქვეყნის პირველობისთვის ემზადება, რაც მათთვის მსოფლიოსთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა. იმედია, აშშ, ირანი, თურქეთი, უნგრეთი და აზერბაიჯანი ძირითადი შემადგენლობით ჩამოვლენ, რადგან მათ ძლიერი გუნდები ჰყავთ. მთლად ამათსავით სტაბილური შემადგენლობა არა, მაგრამ თითო-ოროლა ძლიერი ფალავანი პოლონეთს, შვედეთს, ნორვეგიას და სხვებსაც მოეპოვებათ, რაც გვაიმედებს, რომ თბილისში კარგი შეჯიბრება გაიმართება.

პოლონეთი ვახსენეთ და ისინი უკვე აქ არიან, თბილისში ერთობლივ ვარჯიშებს მართავენ ჩვენს ნაკრებთან. მათი მთავარი მწვრთნელი დაღესტნელი იუსუპ აბდუსალამოვია, ვისაც რევაზ მინდორაშვილმა პეკინის ოლიმპიადის ფინალში მოუგო. დაღესტნელმა უკვე მოინახულა მინდორაშვილი მის მშენებარე საჭიდაო კომპლექსში.

ჩვენი ორივე ნაკრები კარტოზია-ბალავაძის ტურნირისთვის თბილისში ემზადება და მათთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა. თუმცა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის მედალოსნები - ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და მესამეპრიზიორები - ზურაბ იაკობიშვილი (65),  ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125) შეჯიბრებიდან გაათავისუფლა და ავტომატურად დაუბევა ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელ ნაკრებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ლეგენდები მიდიან. "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება - მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
თავისუფალთა ნაკრები: ულიდერებოდ ვანაძორის ტურნირში
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის მედალი მოუტანა!
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
ქართველმა "თავისუფლებმა" მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით და გუნდური მე-3 ადგილით დაასრულეს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდა
"იმედია, პროცესი ისე წარიმართება, ხელს არავინ შეგვიშლის" - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შეკრება დაიწყეს
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]