21 წლის ფეხბურთელი სერბეთიდან საქართველოში დაბრუნდა
21 წლის დავით ვოლკოვი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. უთამაშია "გაგრაში", თბილისის "დინამოში", "ჩიხურასა" და ბოლნისის "სიონში". გასული სეზონი კი სერბეთის პირველი ლიგის ბინადარ "ზემუნში" ჩაამთავრა.

ვოლკოვი სერბეთიდან საქართველოში დაბრუნდა და "ლელოს" უთხრა, რომ დიდი ალბათობით, დატოვებს კლუბს, რომელიც სერბეთის სუპერლიგაში აღზევდა...

საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი?

- საქართველოს ჩემპიონატში წარმატებული თამაშის შემდეგ კარიერის გაგრძელება სერბულ "ზემუნში" გადაწყვიტეთ. მას შემდეგ აღარ გვისაუბრია და იქნება მოკლედ გვითხრა, როგორი იყო დავით ვოლკოვის სერბული თავგადასავალი?

- სერბეთში რომ ჩავედი, ტრავმირებული ვიყავი. "ზემუნი" პირველ ლიგაში მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 7 ქულით ჩამორჩებოდა. ჩემი ჩასვლა იყო და, დაიწყეს თამაშების მოგება. ერთი ეს იყო, მე ვერ ვთამაშობდი ტრავმის გამო, თორემ ისე კარგად მიდიოდა ყველაფერი... ბოლომდე ასე გაგრძელდა და გუნდმა სერბეთის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

- მაინც რა დონის ფეხბურთია სერბეთის პირველ ლიგაში?

- ვერ ვიტყვი, რომ დონე ძალიან მაღალია. უბრალოდ, იქ უფრო ძალისმიერ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე ჩვენთან. ლეგიონერები ბევრნი არ არიან. მაგალითად, ჩვენთან ორი ბოსნიელი იყო.

- "ზემუნი" ტრადიციული კლუბია სერბული მასშტაბით...

- კი, ძალიან დიდი ტრადიცია აქვს, გულშემატკივრებიც ბევრი ჰყავს, მათ შორის - ოფიციალური ფანკლუბიც. ყველა მატჩის წინ მოდიოდნენ ჩვენთან, გვამხნევებდნენ და მოგებას გვთხოვდნენ.

- გამიგია, სერბეთში ქართველები არცთუ ძალიან უყვართო. თქვენ რას იტყვით?

- გუნდში ყველა ძალიან თბილად მეპყრობოდა. ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ...

- ტრავმამ "ზემუნში" ბოლომდე გახსნის საშუალება არ მოგცათ?

- ისე მოხდა, რომ მხოლოდ ბოლო მატჩის 45 წუთი ვითამაშე. მანამდე, მინდორზე გასვლის საშუალებას ტრავმა არ მაძლევდა.

- გუნდი უმაღლეს ლიგაში აღზევდა და, ალბათ, დარჩებით "ზემუნში"...

- დიდი ალბათობით, აღარ დავრჩები.

- რატომ?

- ბოლოს გუნდში სიტუაცია აირია. ფინანსებს ვგულისხმობ. კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მქონდა და ის უკვე დასრულებულია.

- სერბ გულშემატკივრებზე ლეგენდები დადის. რას იტყვით მათზე?

- მართლაც სასწაულად გულშემატკივრობენ თავიანთ გუნდებს. მაგალითად, სერბეთის თასის ფინალი ვნახე და გაოცებული დავრჩი. განსაკუთრებული ამბები ხდება "პარტიზანი"-"ცრვენა ზვეზდას" მატჩებისას.

- უკვე იცით, სად გააგრძელებთ კარიერას?

- არა, ჯერ არ ვიცი. მუშაობენ ამ საკითხზე ჩემი მენეჯერები. ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

- სერბეთში საქართველოს ჩემპიონატს თუ ადევნებდით თვალს?

- კი, ვადევნებდი სისტემატურად. უნდა გითხრათ, რომ რასაც შორიდან ვხედავდი, პროგრესი გვაქვს. საქართველოს ჩემპიონატის ასე კარგად გაშუქებით ფეხბურთის ფედერაცია ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. ინტერესმა იმატა და არ შეიძლება, ეს არ გვახარებდეს ყველას. ახლა საქართველოს ჩემპიონატი გაცილებით უკეთესადაა შეფუთული, ვიდრე ადრე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. რა თქმა უნდა, ფეხბურთელსაც ემატება მოტივაცია. როცა შენს თამაშს ბევრი ხალხი უყურებს, მეტი სტიმული და ხალისი გიჩნდება, ბოლომდე იხარჯები და თავს არ ზოგავ, ვიდრე მაშინ, როცა ცარიელი ტრიბუნების წინ დარბიხარ.

- საქართველოს ჩემპიონატის ამბიციურმა გუნდმა რომ შემოგთავაზოთ თანამშრომლობა, დათანხმდებით?..

- სხვათა შორის, არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ნუ ვიჩქარებთ.

- მიუხედავად იმისა, რომ ტრავმამ ბევრის საშუალება არ მოგცათ, ალბათ, მაინც არ თვლით დაკარგულად სერბეთში გატარებულ დროს...

- არა, არანაირად... პირველად ვითამაშე საქართველოს ფარგლებს გარეთ, საკუთარი თავი გამოვცადე, მეტად დამოუკიდებელი გავხდი. ფეხბურთელს აუცილებლად სჭირდება ასეთი გამოცდილება.

- თქვენი ჯანმრთელობის ამბავი როგორ არის?

- მუხლზე მქონდა პრობლემა, ახლა ყველაფერი კარგადაა. სანამ დამიკავშირდებოდით, ვივარჯიშე კიდეც. თავს კარგად ვგრძნობ და ბოლომდე მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგა
ტრამვა მიზეზია თორე ტრამვია. ფეხბურთელს ვინ აიყვანდა იქ.უმაღლესში გადასულა ის გუნდი და ფინანსურად უჭირთო,ესეც არ გამოდის მთლად მართალი.ჩვენი ფეხბურთელები არ არიან იმ დონისაც კი და ვერ ქაჩავენ და ეს მწარე სიმართლე უნდა ვაღიაროთ.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა