ფაჩულიას გუნდმა სტუმრად "კლივლენდთან" ანგარიშით 118:113 მოიგო და სერიაში 3:0 დაწინაურდა
თბილისის დროით 8 ივნისს, გამთენიისას, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდთან" NBA-ს ფინალურ სერიაში მესამე შეხვედრა გამართა, მესამე გამარჯვება იზეიმა და ჩემპიონობას მიუახლოვდა. ფაჩულიას გუნდმა სტუმრად ანგარიშით 118:113 მოიგო და სერიაში 3:0 დაწინაურდა.

მატჩი ისე სრულდებოდა, თითქოს მასპინძელთა გამარჯვება გარდაუვალი იყო, თუმცა ბოლო 2-წუთნახევარში ოკლენდელებმა კევინ დურანტის მექულეობით 5-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და საბოლოოდ სწორედ ამ სხვაობით იმარჯვეს.

დურანტმა საბოლოოდ 31 ქულა მოაგროვა. ერთით ნაკლები - 30 ქულით დაასრულა შეხვედრა კლეი ტომპსონმა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო, სტეფ კარიმ კი შეხვედრა 26 ქულით, 13 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

გოლდენსტეიტელთა ქართველი ცენტრი ამ მატჩში შედეგიანობით ვერ გამოირჩა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 13 წუთში 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ფაჩულიამ სამივე სროლა ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა.

უქულოდ დაასრულა შეხვედრა კლივლენდელთა ცენტრმა ტრისტან ტომპსონმაც, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრა 39 ქულით, 11 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "გოლდენ სტეიტს" პლეი ოფში ჯერ არ წაუგია, ოკლენდელები ლიგის რეკორდის მფლობელები არიან, ამ დროისთვის მათი მოგებებების სტატისტიკა 15:0-ია.

იხილეთ ვიდეო: კლივლენდი-გოლდენ სტეიტი 113:118

მორიგი ფინალური მატჩი, რომლის მოგების შემთხვევაშიც "გოლდენ სტეიტი" ჩემპიონი გახდება, 10 ივნისს, კლივლენდში გაიმართება.

gia
თამაში რომელ საათზეა?
gigi
ერთიც რა და ამდენი ლაყაფისტები გააჩერე შედეგით .
ჯემალი
ერთი ნაბიჯიღა დარჩა და ზაზა მოირგებს სანატრელ მსოფლიო ჩემპიონის ბეჭედს მოირგებს. მან ეს ყოველმხრივ დამსახურა როგორც ბრწყინვალე სპორტული კარიერით რომელ გუნდშიც ითამაშა: "ატლანტა","დალასი","მილოუკი ბაქსი" თუ განსაკუთრებით "გოლდენ სტეიტი" ყველგან საჭირო კაცი იყო თავისი გააზრებული და რაციონალური თამაშით. ამასთან ერთად ზაზა ღირსეული მამულიშვილია თვისი ერის ნამდვილი დესპანია უცხო ქვეყანაში თავისი ცხოვრების სტილით ასახელებს საქართველოს ზოგიერთი უღირსებივით კი არ არცხვენს! ოლ სტარში მონაწილებისათვის ბრძოლაში კიდევ უფრო ცნობადი გახადა მსოფლიოში საქართველო.
quTaiseli
აუუ ამ კუნთას ფანობა გადაყობა რა ამ ფინალს მემგონი ფაჩულია კიდე ისტორიაში შევა და მიტომაც არ დახარბდა უფრო დიდ ფულს არადა სხვარო ყოფილიყო პირიქით იზამდა ეგაა აქ მთავარი ერთი რამ ნაღდად ჩანს სუფთაა წყლის პოლიტიკურად ანგაჟირებული ქვეყანაზე და ერზე გაბრაზებულების შთაბეჭდილებას ტოვებთ ფაჩულიას მლანღველები.რათქმაუნდა არავინ იტყვის იმას რო ფაჩულია მაგარია ყველაზე მაგრამ იმას ყველა აღიარებს რომ ის დიდი სპორტცმენი და ადამიანია.ან საიდან ამდენი ღვარძლი და ცინიზმი ამ ადამიანის მიმართ ვიღაცა კუნთას გულისთვის.დდ შეიძლება მაყუთსაც აგებენ ზოგიერთები გოლდენზე მარა პიროვნების ასე აგდებულად მოხსენიება მაინც დაუშვებელია მითუმეტეს შენი ქვეყნის ღირსებას რო იცავს და მისი ქომაგობაც რო გიწევს ნაკრებში.
vaxo-s
ჩაიგდე რა ეგ ღვარძლიანი ენა!
vaxo
საქმეც იმაშია,რომ ბევრჯერ დამიწერია გოიდენ სთეითი აუცილებლად გაჩემპიონდება მეთქი.ფაჩულიაც ჭკვიანი და ადექვატური სპორტსმენია,საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე გარკვეული. ზაზა კი არაა პრობლემა,მისი ინფანტილური ფანობაა ძალიან სასაცილო. ჯერ რა კომენტარებია:ზაზა იმ ვარსკვლავს ჯობია,ამას ჯობია...ფინალში გადამწყვეტ სიტყვას იტყვის...რომ მოიგებს,ცხარე ცრემლით ვიტირებ და ა.შ. ))))))) ის ოლსტარული მარაზმი ხო საერთოდ სამარცხვინო იყო.კიდევ გავიმეორებ სპორტის არაფერი გაგეგებათ და პოლიტიკის განყოფილებიდან შემოსულები ხართ შემთხვევით.
კახა ქირია
ვახოს-რატომ მისცეს დაბრო ამ ვარსკლავებმა და მწვრთნელმა ზაზას შეძენაზე ხომ ვერ ახსნი,ე.ი.ჭირდებო დათ ალბათ თუ გუნდის პრეზიდენტის ძმის შვილია?ცსკა-"ხიმკი"მიდის პარალელურად და მაგ თამაშს ხომ არ გაარჩევდი.ეგება მაქ მოგწონს ვინმე
ამერიკელი
გუნდში ყველა 10ნი ხომ არ იქნება. ასეთ დონეზე ზაზა ვერ ითამაშებს მაგრამ გუნდს ეხმარება რითაც შეუძლია.
შედარებიდან ჩანს დონე
რამდენი ვახოსნაირი ჭკუისკოლოფი გვყავს ამ პატარა საქართველოში.მწვრთნელი თურმე კალათბურთის გაგებაში არ არის ძირითადში რომ აყენებს.ამ ფილოსოფიით რეალში მარტო რონალდოს ეკუთვნის ლიგის თასი 10 ბურთი რომ გაიტანა.გუნდურ თამაშებში ყველას თავისი როლი აქვს.ზოგი ვარსკვლავია ზოგიც უბრალო მოთამაშე.სეზონი კი 8 თვე გრძელდება,
მსქროლავ ვახო-ს
ლამის გაიფხრიწო და გული გაგისკდეს, მოზგავოის მაგივრად ზაზას რომ უყურებ ფინალში, თან ეხლა მითუმეტეს, 99%-ით ჩემპიონები რომ გახდნენ.
sportall.ge მკითხველთა საყურადღებოდ!
ვახოს პანაშვიდი 10 ივნისს დილიდან! გამოსვენება 13 ივნისს! ქელეხი მარხვითაა!
quTaiseli
gizog 08 ივნისი 2017 13:33 qutaisels-ს გთხოვ დაწეროთ სად, რომელ საიტზე უყურებთ პირდაპირ რეპორტაჟს ან ჩანაწერს? წინასწარ დიდი მადლობა სმარტი ტვ მაქვს და იქედან ვუყურებ იუთუბიდან აქვს ეგეთი პორტალი პირდაპირი სპორტული ეთერი . და იქედან ვუყურებ .ისე სატელიტი თუ გაქვს აზერების არხია ცბც სპორტი და ისიც აჩვენებს ასევე თურქული არხი ტვ 8.5 ი ეს 42 გრადუსზეა და ცბც 46 ზე.ორივეს კარგი ჩვენება აქვს.სილქ უნივერსალიც აჩვენებს როგორც ვიცი.ჩვეულებრივ ანტენაზე მოდის იუთუბზეც შეგიძლია ჩანაწერის ნახვა.
vaxo-s
ეჰ ვახო ვახო გადაგიყოლებს ეგ ბეჭედი შენ და არც დამენანები!
gizog
qutaisels-ს გთხოვ დაწეროთ სად, რომელ საიტზე უყურებთ პირდაპირ რეპორტაჟს ან ჩანაწერს? წინასწარ დიდი მადლობა.
Tskhinvaleli kosta
qutaiseli და T b i l i s iლ ორივე ასიანები ხართ.
vaxo
კინოფილმი "არასერიოზული კაცი" ალბათ გახსოვთ.იქ მთავარი გმირი ქუჩაში ძაღლს იპოვის,იქვე გაყიდის და როცა ციდან ჩამოვარდნილ ფულს ჯიბისკენ წაიღებს,კმაყოფილი ჩაილაპარაკებს: ჰმ, მურაო... ასეა ფაჩულიას საქმეც.ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ,რომ ზაზა გოლდენ სთეითის ვარსკვლავების ხარჯზე მზამზარეულ ბეჭედს იგებს. იხარე ერო !!!!
T b i l i s i
ქუთაისელი ასიანი ხარ!
qutaiseli
ძალიან მაგარი თამაში იყო ესეთი პერიმეტრის მქონე გუნდი უბრალოდ არმინახავს თუ ესე გაგრძელდა მომავალშიც ალბათ ამათი წამქცევი კარგახანს არავინ იქნება.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
ზაზა ფაჩულიას 5 ქულა, 6 მოხსნა და "გოლდენ სტეიტის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტში" და გამარჯვება [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ნიუ ორლეანს" იოლად მოუგეს [VIDEO]
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ზაზა ფაჩულიას პირადსარეკორდო 4 ჩაჭრა და "გოლდენ სტეიტის" მოგება დენვერში [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ფაჩულიას საუკეთესო მატჩი "გოლდენ სტეიტში" და განადგურებული "ოკლაჰომა" [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას უქულო მატჩი - "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსთან" უშანსოდ წააგო [VIDEO]