"რუსთავის" მთავარი მწვრთნელის მიზანი გუნდის ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებაა
გნებავთ, შემადგენლობითა და გნებავთ, თამაშის ხარისხით, "რუსთავი" ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი ფავორიტია. ქვემოქართლელებს ამჟამად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უჭირავთ და მხოლოდ მარტვილის "მერანს" ჩამორჩებიან.

რუსთავურ კლუბს იქაურ ფეხბურთში გამორჩეული პერსონა, ვარლამ კილასონია უდგას სათავეში. გუნდში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ "ლელო" სწორედ მას დაუკავშირდა...

- "რუსთავი" მეორე ადგილზეა ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში. კმაყოფილი ხართ გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგითა და თამაშის ხარისხით?

- ალბათ, არ არსებობს მსოფლიოში მწვრთნელი, რომელიც ბოლომდე კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით და შედეგით. ასე ვარ მეც. რა თქმა უნდა, შედეგი ცუდი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ ეროვნულ ლიგა 2-ში, რადგან "მერანთან" თითქმის აღარ არის ჩამორჩენა.

ჩვენ არცთუ ისე დამაჯერებლად დავიწყეთ ტურნირი. "რუსთავის" შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ამას ლოგიკური მიზეზებიც ჰქონდა. ტრავმებთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ არაერთი ფეხბურთელი დავიმატეთ და შეთამაშებას დრო დასჭირდა. პირველი წრის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა გამოვასწორეთ.

ამ დროისთვის გუნდი იბრძვის ლიგაში პირველობისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რათა "რუსთავი" ღირსეულად დაუბრუნდეს ქართული ფეხბურთის ელიტას.

- თქვენს გუნდში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც უმაღლეს ლიგაში და უცხოეთში თამაშის გამოცდილება აქვს. მოდით, ახლოს გავაცნოთ მკითხველს დღევანდელი "რუსთავი"...

- მეკარის პოზიციაზე ორი შესანიშნავი კადრი გვყავს - ალავიძე და მერლანი. ალბათ, უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდი არ იტყოდა უარს ასეთ მეკარეებზე. დაცვაში თამაშობენ ბრაჭული, ნარიმანიძე, აფაქიძე, კილაძე, მინდორაშვილი... მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდათ კილასონიასა და გუჯაბიძეს, რომ არა ტრავმები. "სიონიდან" დავიმატეთ გაფრინდაშვილი, რომელიც გუნდს კარგად მოერგო... ნახევარდაცვიდან ქართველი გულშემატკივარი ძალიან კარგად იცნობს გოჩა ხოჯავას. მას უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, ზურგს რუსეთსა და საქართველოში წარმატებული კარიერა უმაგრებს. ვასაძე, ლობჟანიძე, ცაცკრიალაშვილი - ვფიქრობ, ამ მოთამაშეებს წარდგენა არ სჭირდებათ.

აუცილებლად უნდა ვთქვა სიჭინავაზეც. ის არა მხოლოდ თავისი ჯარიმებით, არამედ თამაშითაც გამორჩეულია. შეიძლება ითქვას, რომ ხოჯავას დარად, მასაც "მეორე სუნთქვა" გაეხსნა. ხელი შეგვიშალა გოგინაშვილისა და ლობჟანიძის ტრავმებმაც. თავდასხმაში თავიდან ჩიმაკაძემ დაიწყო, მერე ისე ვერ წაუვიდა თამაში და მეტრეველით ჩავანაცვლეთ. მერე ის დაშავდა და ისევ ჩიმაკაძე დავაყენეთ შეტევაში. ის ძალიან ნაყოფიერად დაბრუნდა, არაერთი გოლი გაიტანა...

- ზოგადად, როგორ დაახასიათებდით ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებას?

- რა თქმა უნდა, უცებ არაფერი ხდება და მე ვერ ვიტყვი, რომ ხარისხის თვალსაზრისით განსაკუთრებული წინსვლაა, მაგრამ დაძაბულობა ძალიან დიდია. გამორიცხულია, თამაშის წინ გადაჭრით თქვა - აუცილებლად მოვიგებთო.

- მთავარ პრობლემად და დადებით ტენდენციად რა მიგაჩნიათ?

- მთავარი პრობლემა, ალბათ, მაინც მინდვრის საფარია. ეს ეხება როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ საფარს. დადებითი ტენდენციებიდან კი უნდა გამოვარჩიო მსაჯობა. რა თქმა უნდა, არის შეცდომებიც, მაგრამ ამისგან დაზღვეული არავინაა, მათ შორის, არც - ფეხბურთელები და არც - მწვრთნელები.

- ალბათ, ახალი ფეხბურთელების დამატებაც დაგჭირდებათ...

- უმაღლეს ლიგაში ღირსეულ ასპარეზობას რომ თავი დავანებოთ, ამ ლიგაშიც გვჭირდება ფეხბურთელების დამატება. ჩვენს სამიზნეშია სამი მოთამაშე... მაგრამ, მოდით, ჯერ ნუ ვიჩქარებთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა