ფაბიო კაპელოს აზრით, "ჩელსის" ვარსკვლავმა "ერთწლიანი სასჯელი უკვე მოიხადა" და დროა თავის ბუნებრივ როლს დაუბრუნდეს
ფაბიო კაპელომ დაადასტურა, რომ სურს კაპიტნის სამკლავური ჯონ ტერის დაუბრუნოს. მისი აზრით, "ჩელსის" ვარსკვლავმა "ერთწლიანი სასჯელი მოიხადა" და დროა თავის ბუნებრივ როლს დაუბრუნდეს. მომავალი გაუგებრობისგან თავის დასაცავად იტალიელი პირადად ჩავიდა მანჩესტერში, სადაც რიო ფერდინანდს შეხვდა.

შეგახსენებთ, როდესაც პრესაში კაპელოს გადაწყვეტილების შესახებ დაიწერა, ფერდინანდი შეშფოთდა და მწვრთნელის მარჯვენა ხელს ფრანკო ბალდინის დაურეკა. ბალდინიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი დაამშვიდა. დაარწმუნა, რომ მის კაპიტნობას არავინ ერჩოდა. მან ფერდინანდს უთხრა, რომ ტერი ნაკრებს მხოლოდ უელსთან გაუწევდა კაპიტნობას, სანამ ის და სტივენ ჯერარდი ტრავმებს მოიშუშებდნენ, მაგრამ გავიდა 24 საათი და გაირკვა, რომ ბალდინიმ ფეხბურთელი მოატყუა. კაპელო ყველა ღონეს ხმარობს, რათა თავიდან აიცილოს წინადადება: რიო ფერდინანდი ინგლისის ნაკრების კაპიტნობიდან განთავისუფლებულია - თუმცა უნდა, რომ ამიერიდან სამკლავური ტერის ეკეთოს. ტაბლოიდები აღნიშნავენ, რომ კაპელო კიდევ ერთ რამეში შეცდა: კაპიტნად ტერის აღდგენის ამბავი ჯერ ჟურნალისტებს უთხრა.

ინგლისის ნაკრების თავკაცმა თქვა: "ვფიქრობ, იმ შეცდომისთვის, რომელიც ტერიმ დაუშვა ერთწლიანი სასჯელი სრულიად საკმარისია. ახლა, როდესაც ეს წელიწადი გავიდა ვალდებული ვარ პრობლემა გადავწყვიტო. პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ნაკრებს კაპიტანი ერთი თამაშით არ სჭირდება, ჩვენ მუდმივმოქმედი კაპიტანი გვინდა. ჩემს გადაწყვეტილებას ოფიციალურად ჯერ არ გამოვაცხადებ. გამოცხადებამდე მინდა თავად ტერისა და სხვა ფეხბურთელებს შევხვდე, თუმცა საბოლოო სიტყვა, რასაკვირველია, ჩემზე იქნება.

ბოლო პერიოდში გუნდს რიო კაპიტნობდა, მაგრამ ჩემთვის ნომერ პირველი მაინც ტერი იყო. გუნდის გაძღოლა რიოს და სტივენ ჯერარდსაც დიდებულად ეხერხებათ, თუმცა სანამ ცნობილ შეცდომას დაუშვებდა, ჩემს გუნდს ტერი კაპიტნობდა".

"ცნობილი შეცდომა" რასაკვირველია უეინ ბრიჯის ცოლის საყვარლობა გახლდათ. კაპელომ იგრძნო, რომ სკანდალში გახვეული ტერი ინგლისური პრესა-ტელევიზიის ანტიგმირი გახდა. მის გარშემო ატეხილ ხმაურს გუნდისთვის უკვე ზიანი მოჰქონდა და ფეხბურთელს სამკლავური ჩამოართვა. საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო, როგორ უნდა გაძღოლოდა ეროვნულ გუნდს კაცი, რომელსაც მეგობარი ვერ უნდა ენდოს და ცოლი არ უნდა გააცნოს. თუმცა, დღეს კაპელო მიიჩნევს, რომ იმ ამბიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ტერისთვის კაპიტნობის დაბრუნება უკვე შეიძლება.

როგორც ჩანს, მწვრთნელი ინგლისის ნაკრების ბოლო შეხვედრაში მიღებულმა გამოცდილებამაც ააჩქარა. მოგეხსენებათ, ამასწინათ, კოპენჰაგენში ინგლისის ნაკრები დანიისას ეთამაშა. ეს გახლდათ ამხანაგური მატჩი, რომელშიც ფერდინანდმა და ჯერარდმა მონაწილეობა ვერ მიიღეს, რის გამოც ეროვნულ გუნდს ცხოვრებაში პირველად ფრენკ ლემპარდმა უკაპიტნა. თამაშის მსვლელობისას ლემპარდი შეიცვალა და სამკლავური ეშლი კოულს გადაეცა და ბოლოს საქმე გარეთ ბერიმდეც კი მივიდა.

კაპელო: "როდესაც დავინახე როგორ გადადიოდა სამკლავური ერთი ხელიდან მეორეში, ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. ვერ გაიგებდი ჰყავდა თუ არა ამ გუნდს კაპიტანი. ეს დაუშვებელია. ეს ჯონ ტერისთვისაც შეურაცხმყოფელი იყო.

არ დაგიმალავთ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელობას რომ დავთანხმდი ვერც კი წარმოვიდგენდი კაპიტნობაზე ამდენი ლაპარაკი თუ დამჭირდებოდა. დღეს ვხედავ, რომ ამ ქვეყანაში კაპიტნობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ".

ინგლისში ნაკრების კაპიტნობას მართლა ისეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ "დეილი მეილი" რიო ფერდინანდის მეგობრებზე დაყრდნობით წერს, რომ მანჩესტერელმა შესაძლოა სულ დაანებოს სანაკრებო ფეხბურთს თავი. რაც შეეხება კითხვას, ენდობა თუ არა კაპელო ტერის როგორც ადამიანს, აქვს თუ არა გარანტია, რომ ის ცხოვრებაში ახალ შეცდომას აღარ დაუშვებს, მასზე იტალიელმა ასე უპასუხა:

"ჯონ ტერი ზრდასრული ადამიანია და დარწმუნებული ვარ ხვდება, რა როლიც დააკისრა ცხოვრებამ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი, "ჩელსისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანია".

მომავალი კაპიტანი

ინგლისის ნაკრების იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო კაპიტნის თემაზე ლაპარაკმა ისე აიტაცა, რომ ყველგან სამკლავური ეჩვენება. ასე მაგალითად, "არსენალის" ახლგაზრდა ნახევარმცველ ჯეკ უილშირზე ლაპარაკისას მან თქვა, რომ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად უკაპიტნებს ეროვნულ გუნდს.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ის ინგლისის ნაკრების მომავალი კაპიტანია. ის ძალიან მაგონებს ბრაიან რობსონს. მის ასაკში ასეთი ნიჭიერი ნახევარმცველი მე არ მინახავს. "ბარსელონას" წინააღმდეგ უილშირმა ნამდვილი ლიდერის თვისებები გამოამჟღავნა. მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან ასე დაპირისპება დაუჯერებელი იყო. თან, მე მხოლოდ "არსენალისა" და "ბარსელონას" ლონდონურ შეხვედრაზე კი არ ვლაპარაკობ. იგივე იყო "კამპ ნოუზეც". ამ ყმაწვილმა ბოლო შვიდ თვეში საოცარი პროგრესი განიცადა. აგვისტოში, როდესაც უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ რამდენიმე წუთით ვათამაშე, ჯერ კიდევ არ ვიყავი მის შესაძლებლობებში დარწმინებული, ახლახანს დანიასთან კი საოცრად კმაყოფილი დავრჩი".

კაპელომ ისიც აღნიშნა, რომ თუკი აქამდე უილშირს ჩამშლელად მოიაზრებდა, ახლა სულაც არ არის წინააღმდეგი მან ბურთი რომ "დაიჭიროს" კიდეც.

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია