ერთი ჩოგბურთელის ამგვარი დომინირება დიდი ხანია არ ყოფილა
რაფაელ ნადალი ჩოგბურთის ისტორიაში შევიდა. ესპანელი პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც "დიდი სლემის" ერთი კონკრეტული ტურნირი ათჯერ მოიგო. ესპანელმა როლან გაროსის ფინალში 6:2, 6:3, 6:1 გაანადგურა შვეიცარიელი სტენ ვავრინკა და მეათედ ასწია თავს ზემოთ საფრანგეთის ღია პირველობის თასი.

მატჩის წინ, ყველა იხსენებდა ვავრინკას იდეალურ სტატისტიკას "დიდი სლემის" ტურნირების ფინალებში - სამიდან სამი მოგება. მაგრამ, ამასთან, რაფას "როლან გაროსზე" ცხრიდან ცხრა ფინალი ჰქონდა მოგებული.

ჩოგბურთელები აქამდე 18-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 15-ჯერ ესპანელმა მოიგო. როლან გაროსზე ერთადერთხელ გაარკვიეს ურთიერთობა - 2013 წელს და ნადალმა ძალიან იოლად მოიგო - 6:2, 6:3, 6:1. ეს ზუსტად ის ანგარიშია, რაც გუშინდელ მატჩში დაფიქსირდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ვავრინკას წარმატების მინიმალური შანსიც არ ჰქონია. შვეიცარიელმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი პირველი სეტის დასაწყისში გამოიმუშავა და ეს შანსი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, სტენს მეტოქის მოწოდების აღების შესაძლებლობა აღარ ჰქონია, ნადალმა კი 13 ბრეიკ-პოინტიდან 6 გამოიყენა.

თანაბარი თამაში მხოლოდ საწყის ოთხ გეიმში იყო, მაგრამ 2:2-დან მოყოლებული, ესპანელმა ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო და 6:2, 3:0 დაწინაურდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში, ნადალს ერთხელაც არ დაუკარგავს კონცენტრაცია, ვავრინკა ბევრს ცდილობდა, ტანსაცმელს იცვლიდა, ჩოგანიც გატეხა, მაგრამ რაფას ვერაფერი მოუხერხა.

ესპანელმა ძალიან საიმედოდ ითამაშა და მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ვავრინკას ანალოგიური მაჩვენებელი კი 29 შეცდომა იყო. რაც შეეხება "ვინერსების" შეფარდებას, ის 27:19 იყო ნადალის სასარგებლოდ.

ნადალმა მთელი ტურნირის განმავლობაში სასწაული სათამაშო ფორმა აჩვენა. ესპანელს არც ერთი სეტი არ წაუგია და უფრო მეტიც, არც ერთხელ არ მოუწია ტაი-ბრეიკის თამაში. შვიდ მატჩში მან მხოლოდ 35 გეიმი დათმო - საშუალოდ, ხუთი მატჩში! ასეთ ჩოგბურთს 31 წლის ესპანელი კარიერის პიკზეც არ აჩვენებდა.

რაფასთვის ეს იყო მე-15 მოგება "დიდი სლემის" ტურნირებზე, რითაც მან ლეგენდარულ ამერიკელს პიტ სამპრასს გაუსწრო და მხოლოდ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელსაც 18 ტრიუმფი აქვს "მეიჯორებზე".

ნადალის გზა ტიტულამდე

I წრე. ნადალი-ბენუა პერი (საფ) 6:1, 6:4, 6:1

II წრე. ნადალი-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:1, 6:4, 6:3

III წრე. ნადალი-ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქ) 6:0, 6:1, 6:0

1/8 ფინალი. ნადალი-რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპ) 6:1, 6:2, 6:2

1/4 ფინალი. ნადალი-პაბლო კარენიო ბუსტა (ესპ) 6:2, 2:0 უარი

1/2 ფინალი. ნადალი-დომინიკ ტიმი (ავსტრია) 6:3, 6:4, 6:0

ფინალი. ნადალი-სტენ ვავრინკა (შვეიც) 6:2, 6:3, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის