"საბურთალოს" 2004 წელს დაბადებულთა გუნდმა ალექსანდრ აფშევის ტურნირზე პირველობა არავის დაუთმო
"საბურთალოს" 2004 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ნალჩიკში, ალექსანდრ აფშევის ტურნირზე ასპარეზობდა, პირველობა არავის დაუთმო.

სამშობლოში დაბრუნებულ ჩემპიონებს, მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, კლუბის ხელმძღვანელები - აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია და აკადემიის დირექტორი თემურ შალამბერიძე დახვდნენ.

ტურნირზე 10 გუნდი ასპარეზობდა - საბურთალოელებმა ჯგუფურ ეტაპზე ნალჩიკის "სპარტაკთან", "ასტრახანთან", "იუნოსტთან" და "ზენიტ-ვოლგოგრადთან" იასპარეზეს, მეოთხედფინალში მახაჭკალის "ანჟი" გამოთიშეს ასპარეზობას, ფინალში კი თერთმეტმეტრიანებში მასპინძლებს აჯობეს.

კახა კაშია: "მოხარულები ვართ, რომ სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდით. სასიამოვნოა, რომ ასახელეთ საქართველო, "საბურთალო". პირველად არ ხდება, რომ ჩვენი ასაკობრივი გუნდი ნალჩიკიდან სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება, ხსენებულ ტურნირზე წარმატებას გასულ წელსაც მივაღწიეთ. გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას, იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევთ".

თემურ შალამბერიძე: "გილოცავთ ტურნირში დამსახურებულ გამარჯვებას, მოგება ყოველთვის სასიხარულო და სასიამოვნოა. ჩვენც, ძალიან ბედნიერები ვართ და ვამაყობთ თქვენით. თუმცა, უფრო მეტი მუშაობა და შრომაა საჭირო, რათა კიდევ უფრო წარმატებულები იყოთ. ამ მატჩებით ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინეთ, რაც ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად წაგადგებათ".

გიორგი ღამბაშიძე (მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ მსგავს ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა მოგვცა. ფეხბურთელებმა ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინეს, ისევე, როგორც მე. სწორედ ასეთ შეხვედრებში იზრდება გუნდი და პროგრესირებს. რაც უფრო მეტ საერთაშორისო შეხვედრებში ვიასპარეზებთ, მით უფრო მოვუმატებთ.

ნალჩიკში კარგ გუნდებთან მოგვიწია მატჩები - იყო შეხვედრები, სადაც ვაგებდით, თუმცა მოვახერხეთ თამაშებში გარდატეხის შეტანა. იყო მატჩი, სადაც ვიგებდით, მაგრამ ბოლო წუთებზე გავუშვით ბურთი. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, სასიამოვნოა, რომ გამარჯვებულები დავბრუნდით და ვასახელეთ "საბურთალო".

რაც შეეხება ორგანიზებას და დახვედრას, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო გაკეთებული. ნალჩიკელებისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობდით. გეტყვით, რომ იქ "საბურთალო" და ქართველები ძალიან უყვართ".

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"