პორტუგალიელი "მილანის" ისტორიაში სიძვირით მეორე შენაძენია
ანდრე სილვა ელვის უსწრაფესად მოექცა ყურადღების ცენტრში - ამ უქმეებზე მან რიგაში კრიშტიანო რონალდოს პასი მიიღო და შესარჩევ ციკლში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა. თამაშის შემდეგ კი "ოქროს ბურთის" მფლობელმა განაცხადა - ახლა კი მშვიდად შემიძლია პენსიაზე ვიფიქრო, ნაკრებში მემკვიდრე მეზრდებაო:

"როცა სანაკრებო კარიერას დავასრულებ, პორტუგალიას შიში არ უნდა ჰქონდეს, ნაკრებს უკვე ჰყავს დიდი ფორვარდი, ეს ანდრე სილვაა". ამ შექების მერე 22 წლის სილვა პორტუგალიაში არ დაბრუნებულა, "მოდის დედაქალაქში" გადაფრინდა და "მილანის" ფეხბურთელი გახდა...

პორტუგალიელ ფორვარდს სამედიცინო შემოწმებაზე პრობლემები არ შექმნია და მასთან კონტრაქტიც უმალ გაფორმდა. "პორტუს" ექსფეხბურთელი "მილანში" 2022 წლის ზაფხულამდე გააგორებს ბურთს. "პორტუს" ამ ფეხბურთელთან დადებულ კონტრაქტში ეწერა, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა მედიის ცნობით, "მილანმა" პორტუგალიელში "მხოლოდ" 38 მილიონი ევრო გადაიხადა.

საქმე ისაა, რომ "პორტუ" ფინანსური "ფეარ პლეის" წესის დარღვევის გამო ისედაც დასჯილია და ფეხბურთელის 60 მილიონად გაყიდვა მის სასჯელს გააორმაგებდა. იტალიელებმა სწორედ ამ სიტუაციით ისარგებლეს და ტალანტი შედარებით იაფად ჩაიგდეს ხელში. სხვათა შორის, სილვას ყიდვა რუსულ "ზენიტს" სურდა, მაგრამ ფეხბურთელს ერთი წამითაც არ გაუფიქრია რუსეთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება:

"ძალიან მიხარია, რომ ახლა აქ ვიმყოფები. "მილანის" საწვრთნელმა ბაზამ მომხიბლა, ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ შრომას. "მილანი" ავარჩიე იმიტომ, რომ ეს კლუბი უდიდესი ისტორიის პატრონია. ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ყველაფერს ვიღონებ, რომ გუნდმა იტალიის ჩემპიონატი მოიგოს და სხვა დასახული მიზნებიც შეასრულოს. "მილანი" ჩემი ოცნებაა. კრიშტიანო რონალდოს უნდა დაველაპარაკო, რომელიც ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს. იმედი მაქვს, რომ მეც მასავით დიდი ფეხბურთელი გავხდები", - განუცხადა ანდრე სილვამ "მილანის" საკლუბო ტელევიზიას.

პორტუგალიელის აგენტი, რა თქმა უნდა, ჟორჟე მენდეშია, რომელიც მაღალი წარმოდგენისაა თავის კლიენტზე: "არც კი მეპარება იმაში ეჭვი, რომ ერთი-ორ წელიწადში ანდრე იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. რონალდომ მას უთხრა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში მოუწევს თამაში".

სილვას მისვლა, შესაძლოა, კლუბიდან კარლოს ბაკას წასვლას ნიშნავდეს, თუმცა კოლუმბიელის აგენტი სერხიო ბარილა ჯერ ვერ ჩამოყალიბდა: "კარლოსს კონტრაქტი აქვს "მილანთან" და თუ კლუბმა კიდევ ერთი ფორვარდი დაიმატა, ეს მხოლოდ კონკურენციის გაზრდას მოასწავებს. თუმცა ზაფხული გრძელია და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს". ბაკას 2020 წლამდე აქვს "მილანთან" კონტრაქტი.

უცნაური ფასდაკლების მიუხედავად, ანდრე სილვა "მილანის" ისტორიაში ერთ-ერთი უძვირესი ტრანსფერით დაიკვეხნის - მასზე მეტი მხოლოდ მის თანამემამულე რუი კოშტაში (42 მილიონი ევრო) გადაიხადეს. სილვას ტრანსფერი ოდნავ უსწრებს ფილიპო ინძაგისას (37). ალესანდრო ნესტა და კარლოს ბაკა "მილანს" 30-30 მილიონი ევრო დაუჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kika
მილანს სილვა კიარა კარგი მწვრთნელი ჭირდება პირველ რიგში , ვერაფერ წარმატებას ვერ მიაღწევს ისეთი მწვრთნელებით როგორიც არიან მონტელა,ინძაგი,ზეედორფი,ბროკი,მიხაილოვიჩი და ასეთი ხარახურა მწვრთნელები.ექსპერიმენტები ატარეს მილანში ამათი დანიშვნით.
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
ლა ლიგა. I ტური: ისევ არგენტინელი და პორტუგალიელი [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
ანდრე სილვა ესპანეთში ჩაფრინდა და დღეს "სევილიას" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
"ვესტ ჰემს" "აიაქსიდან" ბრობის, ან "ლაიფციგიდან" სილვას იჯარით დამატება სურს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ანდრე სილვა კარიერას "სოსიედადში" გააგრძელებს
მოქმედი ჩემპიონები ტიტულის დასაცავად უძლიერესი შემადგენლობით წარსდგებიან
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია