თეოდორა კახიანი პირველი ქართველი მოფარიკავე ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
საქართველოს ფარიკაობის ისტორიას მსგავსი რამ არ ახსოვს - ქართველი მოხმალავე ქალი ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მუშკეტერთა სამყაროს ეს სენსაცია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა თეოდორა კახიანმა შესთავაზა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იგი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდა და იქვე ვარჯიშობდა ფარიკაობაში. სტუდენტთა შორის არაერთხელ მიაღწია წარმატებას - შარშან ამერიკის უნივერსიადაც კი მოიგო, წლეულს მეორე ადგილი დაიკავა. და აი, კახიანი მოხმალავე ქალთა შორის ევროპაში უძლიერესია!

საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა გუშინ დიღომში, ტანვარჯიშის დარბაზში აფრიალდა, სადაც მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

ასპარეზობის პირველ დღეს პაექრობებში საქართველოს რვა წარმომადგენელი ჩაება. მოხმალავე ქალთა ჯგუფურ ტურნირში თეოდორამ ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო: ზედიზედ სძლია ანა-სოფი ქინდლერს (გერმანია, 5:2), სევილ ბუნიატოვას (აზერბაიჯანი, 5:3), მარტინა კომირჟიკს (პოლონეთი), ბიანკა პასკუს (რუმინეთი, 5:4) და მხოლოდ ერთი პაექრობა დათმო ირინე ვეჩნისთან (იტალია, 1:5). ამ წარმატებით კახიანმა პლეი ოფში ასპარეზობის უფლება დაიმსახურა.

პირველ წრეში მან გზიდან ჩამოიშორა აზერბაიჯანელი სევინჯ ბუნიატოვა (15:10), შემდეგ მაყურებლებში გაისტუმრა უნგრელი რენატა კატონა (15:13) და იტალიელი ლორეტა გულოტა (15:13), რითაც ქართველი მოხმალავე ოთხ საუკეთესოში მოხვდა და ბრინჯაოს მედალი დაიბევა, თუმცა ამას არ დასჯერდა და ნახევარფინალში უნგრელ ლიზა პუშტაის მოუგო - 15:12, გადამწყვეტ პაექრობაში კი რუმინელი ბიანკა პასკუს მძლეველი (15:10) როსელა გრეგორიო (იტალია) დაჯაბნა - 15:8 და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

ჯგუფურ ეტაპზე კარგად გამოვიდა ლიკა ჯიჯეიშვილიც - ექვსიდან ოთხი მეტოქე დაჯაბნა: დესპინე გეორგიადუ (საბერძნეთი, 5:1), იულია ბაკასტოვა (უკრაინა, 5:2), მალგორზატა კოზაჟუკი (პოლონეთი, 5:3) და ჰანა ივანიშანკა (ბელორუსი, 5:1), ხოლო მომავალ მედალოსნებს - ლიზა პუშტაისა (უნგრეთი, 3:5) და ლიზა გრეგორიოს (იტალია, 4:5) ვერ გაუმკლავდა. პლეი ოფის სტარტზე კი სოფია პოზდნიაკოვასთანაც დამარცხდა (6:15).

საქართველოს ფარიკაობის მესვეურები დიდ იმედებს ამყარებდნენ დარია ანტონოვაზეც, მაგრამ მან, როგორც ანა აფრასიძემ, ჯგუფში ექვსივე შეხვედრა წააგო.

12 ივნისს სარბიელზე გავიდნენ რაპირით მოფარიკავე ვაჟებიც. მასპინძლებს 23-წლამდელებში წლევანდელი ევროპის პირველობის მესამეპრიზიორი ლუკა ღაღანიძის ეიმედებოდათ. მანაც ჯგუფში იოლად აჯობა მაიკლ ჰოვანესიანს (სომხეთი, 5:2), რენე პრანზის (ავსტრია, 5:2), ბურაკ ბაბაოღლუს (თურქეთი, 5:3) და კამალ მონოტის (დიდი ბრიტანეთი, 5:1). ხოლო ანდრე სანიტასა (გერმანია, 0:5) და ალექსანდრ ჩოუპენტიჩთან (ჩეხეთი) დამარცხდა, რომლებსაც პლეი ოფში მატე ჰარისთან (უნგრეთი) წაგებაც (11:15) მიაყოლა.

ჯგუფში ორი მოგებით პლეი ოფში მოხვდა ლაშა გალუაშვილიც, მაგრამ იქ ალექსეი ჩერემისინოვს (რუსეთი, 5:15) ვერ გასცდა. არჩილ უგულავა და სანდრო სიხარულიძე თითო მოგებას დასჯერდნენ.

რაც შეეხებათ მედალოსნებს, ნახევარფინალში იტალიელმა დანიელე გაროზომ თანაგუნდელი ჯორჯო ავილა დაჯაბნა - 15:9, ტიმურ საფინმა (რუსეთი) ჯერემო კადოტოს (საფრანგეთი) მოუგო - 15:7. გადამწყვეტ პაექრობაში გაროზომ 15:12 გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა.

კვარცხლბეკი

12 ივნისი

ხმალი. ქალები

1.თეოდორა კახიანი (საქართველო), 2. როსელა გრეგორიო (იტალია), 3. ლიზა პუშტაი (უნგრეთი), ბიანკა პასკუ (რუმინეთი), 22. ლიკა ჯიჯეიშვილი (საქართველო), 51. დარია ანტონოვა (საქართველო), 54. ანა აფრასიძე (საქართველო)

რაპირა. ვაჟები

1. დანიელე გაროზო (იტალია), 2. ტიმურ საფინი (რუსეთი), 3.ჯორჯო ავილა (იტალია), ჯერემი კადოტო (საფრანგეთი), 38. ლუკა ღაღანიძე (საქართველო), 55. ლაშა გალუაშვილი (საქართველო), 57. არჩილ უგულავა (საქართველო), 62. სანდრო სიხარულიძე (საქართველო)

13 ივნისი

რაპირა (ინდივიდუალური), ქალები (20 ქვეყანა, 43 მონაწილე.

ქართველები: მარიამ ცუხიშვილი, თეონა გოგლიძე).

დაშნა (ინდივიდუალური), ვაჟები (32 ქვეყანა, 98 მონაწილე.

ქართველები: დავით არველაძე, გიორგი ქაფიანიძე, ლევან ფცქიალაძე, მიქაელ მიქაელიანი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

niko
ყოჩაღ, კიდევ ბევრი წარმატება!
tngh
კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონი!!! გილოცავთ!!!

ბარაქალა შენს ქალობას! ეს რა მუშკეტერი გვყოლია; ნიჩბოსანი ნადირაძის დარად გამაკვირვა და უფრო გამახარა
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
"ეს მსოფლიო სპორტული საზოგადოების სახეში დარტყმაა!" - სავარაუდოდ, თბილისში სანქცირებული რუსი მოფარიკავეები ჩამოდიან, ამ ამბავს უკრაინელთა დიდი პროტესტი მოჰყვა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?
marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?
[VIDEO] სანდროს 17 წუთი - "ტორონტომ" პრესეზონის პირველი მატჩი მოიგო
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
"მას შემდეგ, რაც პსჟ-ს მწვრთნელი ვარ, ყველაზე მეტად მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა" - ლუის ენრიკემ მეტოქე გამოარჩია
"თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია" - არმან ცარუკიანი
"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: ლაიპციგში მსოფლიოსთან ერთად
სანდრო ბაზაძე და ლიკა ჯიჯეიშვილი პლოვდივში მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში მე-7 ადგილი დაიკავეს
მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეები ძირითად ბადეში იასპარეზებენ
ევროპის ჩემპიონატი: რაპირაში მედლების გარეშე დავრჩით
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო უნივერსიადაზე იასპარეზეს
ქართველების ოქრო-ვერცხლი 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატი: ქართველმა ქალმა მოფარიკავეებმა ჯგუფი დაძლიეს
ევროპის ჩემპიონატი. ფარიკაობა: მედლები ვერც ქართველმა ქალებმა მოიპოვეს
რას მიაღწიეს ჩვენებმა? - ქართველი მოფარიკავეებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
ქართველი მოფარიკავეები 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში 29 მაისიდან ჩაერთვებიან
U23. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში: ყველაზე მეტად ლიკა ჯიჯეიშვილმა იყოჩაღა
თბილისი მოფარიკავეთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს
ანა აფრასიძემ მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა
მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეების მნიშვნელოვანი დღე
ლიკა ჯიჯეიშვილმა მსოფლიო თასზე პირველი ადგილი დაიკავა
რა პოტენციალი აქვს ფარიკაობას საქართველოში? - მისი ისტორია მსოფლიოსა და საქართველოში
საქართველოს ნაკრები ნეაპოლში 5 მოფარიკავით გაემგზავრა
რუსეთის ნაკრები შესაძლოა ოლიმპიადიდან მოხსნან - 22 სექტემბრის დაიჯესტი
2 ქართველი მოფარიკავე ქალი ახალ რეიტინგში დაწინაურდა
მიზანი ბუდაპეშტში გამარჯვება და ტოკიოში გამგზავრებაა - ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს
იმედია, ჩვენი მოფარიკავეები გაგვახარებენ - ევროპა თბილისში მოიყრის თავს