"მილანის" დიდმა ოჯახმა კლუბის სათავეში სილვიო ბერლუსკონის მისვლის 25 წლისთავი დიდი ზარზეიმით აღნიშნა
"ბარისთან" პაექრობა "მილანისთვის" კოშმარული გამოდგა - ერთი, რომ ვერ დაამარცხა აუტსაიდერი მეტოქე და მეორე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაკარგა სამი მატჩით. დიახ, ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბოსნიური წარმოშობის შვედი ფორვარდი სერია ა-ს სამ ტურს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი "ბარის" უკანახაზელს მარკო როსის ეუხეშა, მკერდის არეში ჩაარტყა ხელი და ძირს დაანარცხა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დარტყმა მსუბუქი იყო, თუმცა ეს არაფრით ამართლებს შვედის არასპორტულ საქციელს.

მომდევნო უქმეებზე "მილანი" სიცილიას ესტრუმრება და 'პალერმოსთან" გამართავს გასვლით პაექრობას, შემდეგ კი "ინტერთან" და "ფიორენტინასთან" უწევს დაპირისპირება. ანუ, იბრა სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს პაექრობას, მილანურ დერბის დააკლდება, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაარკვიოს. უახლოეს დღეებში, "მილანის" მესვეურები აუცილებლად გააპროტესტებენ ვერდიქტს და დისკვალიფიკაციის ერთ მატჩამდე შემცირებას მოითხოვენ, მაგრამ საეჭვოა, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდეს. ერთი კი ცხადია, "ბარისთან" მატჩის შემდეგ შეწყდა ყველანაირი სპეკუალაცია იმის შესახებ, რომ "მილანი" პრივილეგირებული გუნდია და არბიტრთა სიმპათიით სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ აუტსაიდერთან პაექრობაში "როსონერის" ორი გოლი არ ჩაუთვალეს, რასაც იბრას გაძევება და როგორც მოგვიანებით გაცხადდა, სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვა. ზლატანი პრესასთან შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"შეცდომა დავუშვი და ამას ვაღიარებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სასჯელი მეტისმეტად მკაცრია. ვინც რომაულ დერბის უყურა, დამეთანხმება, რომ იქ ყოველი მეორე ფეხბურთელი განზრახ უხეშობდა და მაშინ, თითოეულ მათგანს რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია უნდა მისცენ. უნდა გაეთვალისწინებინათ ის ფაქტორიც, რომ როსიმ გააფორმა ვარდნა და აშკარა სიმულაციას მიმართა. როგორც ჩანს, ბევრს არ სიამოვნებს "მილანის" ლიდერობა და ყველანაირად ცდილობს, რომ ხელი შეგვიშალოს. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და იმედია, სამართალსაც ვიპოვნით".

ამასობაში, "მილანის" დიდმა ოჯახმა სილვიო ბერლუსკონის კლუბის სათავეში მისვლის 25 წლისთავი დიდი ზარზეიმით აღნიშნა და ეს ღონისძიება მასმედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. სიტყვით გამოვიდა თავად ბერლუსკონი და შემდეგი განაცხადა:

"ეს იყო დაუვიწყარი წლები, რომლებმაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. უამრავი ტიტული მოვიგეთ ერთად და დიდი სიხარული განვიცადეთ. არაერთი ისეთი დღე იყო, რომელიც არ მავიწყდება და ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. შესანიშნავმა ფეხბურთელებმა გაიარეს ჩემს ხელში, ბრწყინვალე მწვრთნელებმა და დიდებულმა ადამიანებმა. ერთი 25 წელიწადი კიდევ წინ მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ტიტულები არც მომავალში მოგვაკლდება. მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოპოვება გვაქვს დასახული მიზნად და ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის. მჯერა, რომ ჩემპიონი სწორედ "მილანი" გახდება, ამას ნამდვილად ვიმსახურებთ".

ბერლუსკონის კიდევ არაერთ საკითხზე მოუხდა კომენტარის გაკეთება, რომელთაგან სამი უნდა გამოვარჩიოთ: პაოლო მალდინის კლუბის ადმინისტრაციაში დასაქმება, კაკას შესაძლო დაბრუნება და "მილანისთვის" ახალი სტადიონის აშენება - აქვე, სილვიოს პასუხი:

"საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მალდინიმ დასვენება ითხოვა, რადგან ოჯახისთვის დიდი დრო დაეთმო. ეს გასაგებიც არის, რადგან მისი ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ყველაზე ნაკლებ დროს სწორედ საყვარელ ადამიანებს უთმობდა. თუმცა, დადგა დრო, რომ დავიბრუნოთ პაოლო და ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება კაკას, "მილანის" კარის მისთვის ყოველთვის ღიაა და ძალიან გამიხარდება თუ ერთ მშვენიერ დღეს კვლავ შავ-წითელი მაისურით ვიხილავ. როგორც ვიცი, ამის სურვილი თYავადაც აქვს და შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ ტრანსფერი შედგეს. ამაზე უფრო მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით და ჩემი თხოვნაა, აღარც მკითხოთ".

კაკასთან დაკავშირებით ბერლუსკონის მიერ გაკეთებული განცხადება იტალიურ სპორტულ პრესაში მალევე აიტაცეს და ათასი კუდი გამოაბეს. ამბობენ, რომ მადრიდის "რეალი" მზადაა ბრაზილიელ შემტევს 35 მილიონ ევროდ შეელიოს, ბერლუსკონი კი ამ თანხის გადახდისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. თუმცა, მილანელებს თავისი პირობა აქვთ, რაც ფეხბურთელის ხელფასს შეეხება - ანუ, კაკა იმაზე უფრო ნაკლებ თანხას მიიღებს ყოველწლიურად, ვიდრე მადრიდში აქვს და თუ მართლაც სურს ლომბარდიაში დაბრუნება, ამაზე თვალი უნდა დახუჭოს. ვნახოთ, რა პოზიციას დააფიქსირებს თავად ფეხბურთელი.

იტალიაში რომ ახალი სტადიონების მაკეტებს ამზადებენ და მშენებლობებს გეგმავბენ, არაერთხელ დავწერეთ. 2014 წლისთვის ახალ არენაზე გადავა "ინტერი" და ჟურნალისტები იმითაც დაინტერესდნენ, ხომ არ აპირებს სტადიონის აშენებას სილვიო ბერლუსკონი - აი სილვიოს პასუხიც: "ახალი სტადიონის აშენებას ნამდვილად არ ვაპირებთ, რადგან ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. "სან სირო" ჩვენი გუნდის ისტორიული სახლია და მასზე უარის თქმა არ მსურს. ამ კედლებში უამრავი ტროფეი მოვიპოვეთ და კიდევ ბევრ მწვერვალს დავლაშქრავთ. რაც მთავარია, "სან სირო" დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო არენაა მსოფლიოს მასშტაბით და სულ რომ უფასოდ ამიშეენონ სტადიონი, უბრალოდ ვერ ვხედავ სხვაგან გადაბარგების საჭიროებას. მით უმეტეს, "ინტერი" აპირებს ახალ სახლში გადასვლას, რაც მნიშვნელოვნად გაგვიადვილებს მინდვრის მოვლის პროცესს".

მოკლედ, "მილანი" "სან სიროზე" რჩება და როდესაც ამის შესახებ ბერლუსკონიმ განაცხადა, დარბაზი ლამის დაინგრა ტაშისგან. ისე როგორ იქნებოდა, რომ ადრიანო გალიანის არ დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება - ბოლოს, სიტყვა სწორედ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტს გადავცეთ: "შესანიშნავი საღამო იყო, დადებითი ემოციებით ავივსეთ, ხვალიდან კი მუშაობის ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდებით. გეგმები ძალიან დიდი გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ სერია ა-ს მომდევნო მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. სკუდეტო აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მიზნისკენ ნაბიჯნაბიჯ მივიწევთ. დღეს, ყველამ კარგად გავიგეთ, რომ ბერლუსკონი კლუბიდან წასვლას არ აპირებს და პირიქით, ენთუზიაზმით არის აღსავსე. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია გულშემატკივრებისთვის, დანარჩენი კი აუცილებლად მოვა".

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის