ქართველმა დიდოსტატმა მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-18 ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ამას წინათ მინსკში, მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-18 ჩემპიონატზე ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა მოაგროვა და უარესი კოეფიციენტით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

13 ივნისს, კონტინენტის ვიცე-ჩემპიონს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას დაესწრნენ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ნანა იოსელიანი და საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი ზურაბ სტურუა.

საგულისხმოა, რომ ევროპის ჩემპიონატებზე ეს ბაადურ ჯობავას მეოთხე ჯილდოა - 2009 და 2016 წლებში ბრინჯაოს, 2010 წელს კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ქართველ მოჭადრაკე ვაჟთაგან 2003 წელს ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2001 წელს ბრინჯაოს მედალი ერგო.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:

"ქართველი სპორტსმენები ბოლო დღეებში დიდი გამარჯვებებით გვანებივრებენ: თეოდორა კახიანი პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა; გამთენიისას ზაზა ფაჩულიამ გაგვახარა... ამ ორ გამარჯვებას ბაადურ ჯობავას წარმატება უძღოდა წინ. შარშან - ბრინჯაო, წლეულს - ვერცხლი, გაისად ბათუმში, ალბათ, ოქრო იქნება. ამ ცოტა ხნის წინ ნანა ძაგნიძემ ქალთა შორის მოიგო ევროპის ჩემპიონატი... ნათელია, რომ ქართული ჭადრაკი აღმავლობის გზაზეა. ვიმედოვნებ, ფედერაციის ძალისხმევით ჩვენი მოჭადრაკეები უფრო დიდი გამარჯვებებით გაგვახარებენ".

გიორგი გიორგაძე:

"სპორტის სამინისტრო ჭადრაკის ფედერაციის მთავარი მხარდამჭერია და ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა შედეგებშიც აისახება. ბაადურმა მართლაც დიდ წარმატებას მიაღწია. დარწმუნებული ვარ, მისთვის არც ჩემპიონობის მოპოვებაა აუღებელი სიმაღლე. მადლობა ყველას, ვინც გვიქომაგა".

ნონა გაფრინდაშვილი:

"ჩვენთვის ბაადურის მეორე ადგილი გამარჯვების ტოლფასია. არცთუ სახარბიელო სტარტის შემდეგ მან სასწაული მოახდინა - ზედიზედ შვიდი პარტია მოიგო! შარშან მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ის დიდი მომავლის სპორტსმენია და მისგან უკეთეს მიღწევებს ველით".

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ევროპის ვიცე-ჩემპიონს ვესაუბრეთ.

- კონტინენტის პირველობისთვის სპეციალურად არ მოვმზადებულვარ, - გვითხრა ბაადურ ჯობავამ. - შეჯიბრებამდე შვედური მალმიოს საერთაშორისო ტურნირში მივიღე მონაწილეობა - ექვსი მოჭადრაკე წრიული სისტემით შევხვდით ერთმანეთს, პირველი-მეორე ადგილები გავიყავი. მერე საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატში თერთმეტჯერ დავუპირისპირდი მეტოქეებს. ყოველივე ეს ჩემთვის კარგი სათამაშო პრაქტიკა გამოდგა.

- თუმცა ტურნირი არცთუ სახარბიელოდ დაიწყეთ...

- სტარტზე იოლად ვძლიე მეტოქეს. მეორე დილით თავი შეუძლოდ ვიგრძენი. 39-ზე მეტი მქონდა სიცხე. მაინც წავედი სათამაშოდ - ვიფიქრე, სომეხ გაბუზიანს მალევე დავუზავდები-მეთქი, მაგრამ შუა პარტიისთვის უკეთესი პოზიცია მივიღე და მოგებაზე დავიწყე ფიქრი. სხვადასხვა ფერის კუთა ენდშპილში უხეში შეცდომა დავუშვი და დავმარცხდი.

მესამე ტურში ახალგაზრდა რუს სარანასთან ზედიზედ ხუთჯერ შევცდი და ის პარტიაც დავთმე. ეს უკვე კატასტროფა იყო - კაცს, რომელიც მედლებისთვის ბრძოლაში ჩავები, სამი შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთი ქულა მქონდა.

- და თქვენც ტურნირისთვის თავის დანებებას აპირებდით...

- ემოციების მოთოკვა გამიჭირდა, ამას ავადმყოფობაც ემატებოდა. პერსპექტივას ვერ ვხედავდი, მაგრამ ისიც მეუხერხულებოდა, რომ ტურნირი მიმეტოვებინა - მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია. ასეთ სიტუაციაში მეუღლე - ალექსანდრა დიმიტრიევიჩი (იგი ბელგრადელი დიდოსტატია, საჭადრაკო ოლიმპიადებზე სლოვენიის პირველ დაფაზე უთამაშია, მინსკში არბიტრად იყო მიწვეული) დამეხმარა ძალიან: ცხელი ჩაი და წამლები არ მომკლებია.

მომდევნო დღეებში თავი უკეთ ვიგრძენი. პრესტიჟის აღსადგენად და რეიტინგის შესანარჩუნებლად მოგებებზე დავიწყე თამაში. თანდათან სატურნირო მდგომარეობაც გავიუმჯობესე. მე-9 ტურში შავი ფიგურებით ინგლისელი გევინ ჯონსი რომ დავამარცხე, მივხვდი, რომ კვარცხლბეკს მივუახლოვდი.

ბოლო ტურში ჩემპიონობის მოსაპოვებლად რუს მატლაკოვთან მხოლოდ მოგება მაძლევდა ხელს. შუა თამაშში ხელსაყრელი პოზიცია მივიღე და ევროპის ჩემპიონატებზე ოქროსთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ. სამწუხაროდ, 41-ე სვლაზე შევცდი და მეტოქეს დაზავების შანსი მივეცი.

საბოლოოდ სამმა მოჭადრაკემ თანაბარ ქულებს მოვუყარეთ თავი. დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონობა მატლაკოვს ერგო, მე კი ვერცხლის მედალს დავჯერდი.

- ჩემპიონატებზე კოეფიციენტებით მედლების განაწილება სამართლიანად მიგაჩნიათ?

- პირველობა რომ მომეპოვებინა, გეტყოდით, სამართლიანია-მეთქი, ახლა კი ვამბობ, რომ ეს უსამართლობაა... ცხადია, ეს ხუმრობით. ისე, მედლების ბედს, მართლაც, დამატებითი მაჩვენებლები არ უნდა წყვეტდეს. 2009 წელს ბუდვაში რამდენიმე მოჭადრაკემ საბოლოოდ თანაბარი ქულები მოვაგროვეთ. ტაიბრეიკებში მაშინ ტომაშევსკისთან დავმარცხდი, ხოლო მესამე ადგილისთვის პაექრობაში ინარკიევს ვძლიე. მომდევნო წელს რიეკაში იან ნეპომნიაშჩიმ მოიპოვა ჩემპიონობა. ვერცხლისა და ბრინჯაოს გასანაწილებლად რუს არტიომ ტიმოფეევს ვაჯობე და მეორე ადგილი დავიკავე. ასე რომ, თანაბარი ქულების შემთხვევაში ტაიბრეიკები უფრო სამართლიანი მიმაჩნია.

- ორი ბრინჯაო გქონდათ, ახლა ვერცხლი შეატყუპეთ. წყვილი ოქროც გვინდა...

- (ეცინება) მეც მინდა, მაგრამ ხომ ხედავთ, არ მითმობენ... 2011 წელს სწრაფ ჭადრაკში გავხდი ევროპის ჩემპიონი. კლასიკურში მსგავს წარმატებას ვეცდები, გაისად მივაღწიო ბათუმში, სადაც ვაჟთა ევროპის მე-19 ჩემპიონატი გაიმართება.

- იქამდე დიდი დროა. ახლა რას აპირებთ?

- ივლისის მიწურულს კოპენჰაგენის ღია საერთაშორისო ტურნირში მოვსინჯავ ძალებს, მერე ესპანეთის ლიგაში ვითამაშებ. ყველაფერი ეს მსოფლიოს თასისთვის მომზადებაში დამეხმარება. ამ შეჯიბრებას კი 2 სექტემბრიდან თბილისი უმასპინძლებს. აქამდე მსგავს ტურნირებში მხოლოდ ორი საფეხური გადავლახე, მესამე ზღუდე აუღებელი დამრჩა.

ვეცდები, ამჯერად ნავსი გავტეხო. ისე, ფინალში გასვლაც არ იქნებოდა ურიგო, რადგან პრეტენდენტთა ტურნირისკენ გამეხსნებოდა გზა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ქომაგების თანადგომით, ოცნების ასასრულებლად არაფერს დავიშურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
"ჩვენი სტადიონი "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია!" - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა
FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
2 ქართველი მოფარიკავე ქალი ახალ რეიტინგში დაწინაურდა
რას მიაღწიეს ჩვენებმა? - ქართველი მოფარიკავეებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეების მნიშვნელოვანი დღე
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში მე-7 ადგილი დაიკავეს
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეები ძირითად ბადეში იასპარეზებენ
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
მიზანი ბუდაპეშტში გამარჯვება და ტოკიოში გამგზავრებაა - ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს