ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ყატარული სასწაულის მოლოდინით

ყატარული სასწაულის მოლოდინით

ინტერვიუ. ბორა მილუტინოვიჩი

ბორა მილუტინოვიჩი მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტია. ის ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ხუთ სხვადასხვა ნაკრებს გაუძღვა. მას წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება აქვს როგორც საფეხბურთო ექსპერტს, რადგან უმუშავია აზიაში, სამხრეთ თუ ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკაში. 66 წლის მწვრთნელი იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც ყატარს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა მოუპოვა. ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ის საკითხთა ძალზე ფართო სპექტრს შეეხო, მათ შორის კონტინენტურ პირველობებს, ყატარის, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლის პერსპექტივებსა და საკუთარ გეგმებს.

- ბორა, აზიის ბოლო პირველობას თქვენ ძალზე ახლოდან ადევნეთ თვალი (ის ერაყის ნაკრების თავკაცი იყო. რედ). რა შეგიძლიათ თქვათ ამ შეჯიბრების დონეზე?

- ეს უდიდესი გამოცდილება იყო. იცით, რომ მე სხვადასხვა დონის პირველობებზე დასწრება ძალიან მიყვარს. გეტყვით, რომ აზიის ჩემპიონატზე სტადიონებზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო და საქმის ორგანიზებაც სათანადო იყო. აზიის პირველობას იქამდე უკვე სამჯერ ვიყავი დასწრებული. ორჯერ მაყურებლისა და ერთხელ ჩინეთის ნაკრების თავკაცის რანგში. გამოგიტყდებით, რომ ფეხბურთის დონე სულ სხვაა, ვიდრე ადრე იყო. ეს არის თანამედროვე და დინამიკური სანახაობა. ამ ჯერზე რამდენიმე ძალიან მაღალი დონის თამაშიც ვნახე.

- ყატარზე იმიტომ ხომ არ ლაპარაკობთ აღმატებული ტონით, რომ თქვენ მათ განაცხადზე მუშაობდით და გინდათ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს?

- მოხარული ვარ და უპირველესად სწორედ ყატარელი ხალხის სიხარულის გამო. ახლო აღმოსავლეთს მშვენიერი შანსი ეძლევა, რათა მსოფლიოს აჩვენოს ის პროგრესი, რაც მათ ბოლო წლებში განიცადეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მსოფლიოს საოცნებო ჩემპიონატი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ იმდენ ხანს კი ვიცოცხლებ, რომ ამ ჩემპიონატს მოვესწრო.

- პირველი რა გაიფიქრეთ, როცა გამარჯვებულად ყატარი გამოცხადდა?

- ოჰ, შეუძლებელია ის ემოცია გადმოსცე, რამაც იმ წამებში ერთიანად მომიცვა. ბუნებრივია, პირველ რიგში იმ ადამიანთა გამო მიხაროდა, რომელთაც გამარჯვებისთვის ამხელა ენერგია დახარჯეს. ეს ხომ უკვე შენი დონის აღიარებაა? დარწმუნებული ვარ, ყატარელები თავის ქვეყანას სწორედ იმ კუთხიდან დაანახვებენ მსოფლიოს, რაც შეცვლის ზოგიერთების წინასწარ უარყოფით განწყობას ამ ქვეყნის მიმართ. ადამიანებმა დადებითი კუთხიდან უნდა შეხედონ იმას, რაც მოხდა. მაგალითად, უნდა გაითავისონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი ამ ქვეყნისთვის, ზოგადად ამ კონტინენტისთვის. ეს იქნება დიდი ტურნირი ყველა მონაწილისთვის, იქნებიან ეს ფეხბურთელები, სხვა მონაწილეები, თუ უბრალოდ მაყურებლები.

- თქვენი აზრით რა სახის შეჯიბრებას შემოგვთავაზებს ეს ქვეყანა?

- ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ იდეალური სამყარო და იდეალურად მოწესრიგებული არაფერი არსებობს. მაგალითს გეტყვით: აზიის თასზე დღეში ორი მატჩის ხილვის საშუალება მქონდა. იცით, რატომ? სტადიონები ერთმანეთისგან ნახევარი საათის სამანქანო გზითაა დაშორებული. ფეხბურთის მოყვარულებს იმის შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ერთი შეხვედრის შემდეგ მეორეს მიუსწრონ.

- თქვენ კონკაკაფის ზონის აღიარებული მცოდნე ხართ. რა შეგიძლიათ გვითხრათ სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის შემდეგ ამ ზონაში შექმნილ საფეხბურთო ვითარებაზე?

- იმისთვის, რომ მექსიკაში შექმნილ პრობლემებზე სრულყოფილი წარმოდგენა შეგექმნათ, ხანგრძლივი დაკვირვებაა საჭირო. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა და ძალზე ნიჭიერი მწვრთნელი ჟოზე მანუელ დე ლა ტორე გაუძღვება მასზე დაკისრებულ საქმეს. ამისთვის მან ის კურსი უნდა შეინარჩუნოს, რასაც ახლა მიჰყვება. ამჟამად მექსიკაში ნიჭიერი ფეხბურთელების მთელი თაობა მოვიდა ასპარეზზე. აღსანიშნავია, რომ კოსტა რიკა რიკარდო ლა ვოლპეს ჩააბარეს და ეს ნაკრებიც ძალზე საინტერესო უნდა გახდეს, თუმცა კოსტარიკელებს ხშირად ნერვები ღალატობთ ხოლმე და ეს პრობლემაა. აშშ-ში ივნისში გასამართ "ოქროს თასს" დიდი ინტერესით ველი.

- "ოქროს თასის" დასრულებისთანავე ივლისში კოპა ამერიკა დაიწყება. აპირებთ არგენტინაში გამგზავრებას ტურნირზე დასაკვირვებლად?

- იმედი მაქვს, რომ აუცილებლად ვიქნები არგენტინაში. დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირზე ძალიან დიდი კონკურენცია იქნება. ასე ვთქვათ, ეს იქნება მსოფლიოს მინი ჩემპიონატი, მასში ხომ მსოფლიოს აღიარებული გრანდები მოიყრიან თავს - არგენტინა, ბრაზილია და ურუგვაი. სამხრეთამერიკული ფეხბურთი ვნებებით არის აღსავსე. განსაკუთრებულ დატვირთვას ამ ტურნირს ის მისცემს, რომ მალე ბრაზილიამ მსოფლიოს ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. ორივე ტურნირი, "ოქროს თასიც" და კოპა ამერიკაც, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

- ლიონელ მესიმ ფიფას "ოქროს ბურთი" მიიღო, ჟოზე მოურინიო კი წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ეთანხმებით თუ არა პირველ ან მეორე გადაწყვეტილებას?

- რაო? მეგონა, საუკეთო მწვრთნელი მე ვიყავი (იღიმის). თუკი სერიოზულობას მოვუხმობთ, გიპასუხებთ, რომ შედეგებიდან გამომდინარე მოურინიო ფანტასტიკური იყო. მან ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირები მოიგო. რაც შეეხება "ოქროს ბურთს", მესი იმდენად ნიჭიერია და იმდენად დიდი გავლენა აქვს ფეხბურთში, რომ სხვა არაფერი გრჩება სათქმელი გარდა იმისა, რომ დაეთანხმო ამ გადაწყვეტილებას... აქვე გულწრფელად ბოდიშს ვუხდი "ოქროს ბურთის" სხვა პრეტენდენტებს. მესი შესანიშნავი შეგირდია გუნდური ინტერესების განსაკუთრებულად განვითარებული გრძნობით და თუკი ამ ყველაფერს დავუმატებთ მის პიროვნულ ღირსებებს... ამ პრიზისთვის ბრძოლაში ღირსეული კანდიდატები იყნენ ჩავი და ინიესტაც. ვფიქრობ, კარგია, როცა დიდებული ფეხბურთელები მინდორს მიღმაც მისაბაძი მაგალითები არიან სხვებისთვის.

ლევან ბიბილაშვილი

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის