"ფეხბურთში ყველაზე დიდ სიამოვნებას ფორვარდის მოტყუება მანიჭებს, ასე რომ, ყოველთვის გავრისკავ"
14 ივნისს, პორტუგალიურ მედიაში ხმები გავარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მორეირენშეს" მეკარის, გიორგი მაკარიძის შეძენა ლისაბონის "ბენფიკას" სურსო.

- გიორგი მაკარიძე ჩემპიონთა ლიგაში? "ბენფიკას" ქართველი მეკარე სურს

მაკარიძემ ზედიზედ სამ მატჩში ეროვნული ნაკრების კარი დაიცვა, ახლა კი, როგორც თავად ამბობს, ყოველდღე ტრანსფერის მოლოდინშია. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მეკარე ახალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს, თუმცა სად, ჯერჯერობით უცნობია.

Sportall.ge-მ გიორგისთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ვლადიმირ ვაისმა ზედიზედ სამ მატჩში დაგაყენა კარში. კმაყოფილი დარჩა შენით?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მოლდოვასთან მეორე ტაიმისთვის ყველა შეგვაქო. თან, თავადაც არ ვთვლი, რომ იმდენად მაღალ დონეზე ჩავატარე თამაშები, შექების ღირსი ვყოფილიყავი.

- საქართველოს ნაკრებმა თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად შეძლო და მეტოქეს ორი ბურთი "ამოუქაჩა"...

- მოგება გვინდოდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ცუდ შედეგად არც ფრე მიმაჩნია. პირველი ტაიმი მთლიან გუნდს ძალიან სუსტი გამოგვივიდა, მეორე კი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. არაორგანიზებული ტაიმის შემდეგ დასაკარგი აღარაფერი გვქონდა, ამიტომ გამოვედით, მეტოქეს მაქსიმალურად დიდი ძალებით შევუტიეთ, პრესინგი ვეთამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო.

პირველი ტაიმის ჩაგდებაში ყველას თანაბარი წვლილი მიგვიძღვის - ფეხბურთელებსაც და მწვრთნელსაც.

- 0:2-ს ვაგებდით, როცა ერთ-ერთ ეპიზოდში ფორვარდის მოტყუება გადაწყვიტე. ასეთ დროს მსგავსი რამ ძალიან სარისკოა - პატარა შეცდომა და, შესაძლოა, ანგარიში 0:3 გახდეს. რატომ რისკავ?

- (იცინის) სხვათა შორის, თამაშის წინ მწვრთნელმა გამაფრთხილა, რომ არ გამერისკა და ფორვარდი არ მომეტყუებინა. ფეხბურთში ყველაზე დიდ სიამოვნებას ფორვარდის მოტყუება მანიჭებს, ასე რომ, სადაც უნდა ვიყო და ვინც უნდა მითხრას, მაინც გავრისკავ.

დარწმუნებული არასდროს არავინაა, მაგრამ ფეხბურთი სპორტია და ამ სპორტის სახეობას რისკი უყვარს. ვარჯიშებზე სულ ვცდილობ კაცის მოტყუებას და ბევრჯერ დამიკარგავს ბურთი, თამაშზე კი მხოლოდ ერთხელ და მაშინ ძვირადაც კი დამიჯდა.

ასე ვთქვათ, სეზონის წინ თუ ფორვარდი მიზნად 15 გოლის გატანას ისახავს, მე ამ სეზონში 5 ფორვარდის მოტყუება მქონდა მიზნად დასახული (იცინის).

- შენს ტრანსფერზე ბევრი იწერება. არის რამე ახალი?

- რამდენიმე კარგი კლუბიდან მაქვს შემოთავაზება და საკმაოდ რეალურიც. ვნახოთ, ყოველდღე ველი ჩემს ტრანსფერს. მეტწილად, პორტუგალიური კლუბები აქტიურობენ.

- "ბენფიკაზეც" დაიწერა...

- არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერია შესაძლებელი. ჯერ მართლა არ ვიცი, "ბენფიკადან" მიიღო თუ არა კლუბმა შემოთავაზება.

- და რომ მიეღო?

- დაუფიქრებლად გადავალ!

ამკ
ეს ინტერვიუ რომ წაიკითხონ კარგი გუნდი ამას არ აიყვანს. "მითხრა არ გარისკოო და მაინც გავაკეთე და გავაკეთებო". არასერიოზული მიდგომა - ეტყობა კარგად რ აქვს გაცნობიერებული თავის საკუთარი საქმიანობის სპეციფიკა.
gizog
ფეხბურთი გუნდური თამაშია მგონია იქ მკაცრად უნდა იქნეა დაცული სათამაშო დისციპლინა, თორემ ბევრი ჩვენი ნაკრების წევრი, რომ თამაშობს, თავის სიამოვნებისთვის ამიტომაც ვართ ამდღეში. ზოგს მატაობა უყვარს და ამ სიამოვნებას ნაკრების თამაშში იღებს, ზოგს გოლის გატანა უყვარს ''ნამეტნავად" და პასს არიძლევა, ზოგს დაცვაში ჩამოსვლა ეზარება "არ სიამოვნებს" და თავდასხმიდან ადევნებს თვალს ჩვენი მცველების ტანჯვას, როგორ იცავენ(ან უფრო სწორი იქნება ვეღარ იცავენ) რიცხობრივად მეტ მეტოქისგან, ზოგს საერთოდ სირბილი "არ სიამოვნებს" ზოგს შეტევაში წასვლა ეზარება და თუ წავა უკან დაბრუნება დროულად არ სიამოვნებს და აი ახალი ამბავიც გამოჩნდა, ზოგს ფორვარდების მოტყუება სიამოვნებს და გავიდა ასე 25 წელი ვეშვებით უფსკრულისკენ ისიც რა უძირო აღმოჩნდა. მე ჯერ გათითოკაცოებული გუნდის გამარჯვება არ მინახავს 66 წლიდან ამ თამაშის გულშემატკივარი ვარ. დისციპლინაა აუცილებელი, დისციპლინა. არც ის მგონია საღადაოდ გვქონდეს საქმე.
Irakli apkhaidze
გიზოგ- ნეტა იმ დონეზე მივიდეთ რო ვინმე ჩვენ ფეხბურთელს რეალ-ბარსელონებში მიიწვევდეს და ჩვენ ვთქვათ რომ ნაკრებში არ გვინდა. ნაკრებში ექსპერიმენტებისთვის არ გვცალიაო, ექსპერიმენტია ბორტუგალიის თასის მფლობელის ყოლა გუნდში? თუ უხვად ვართ ავსებული ტოპ ლიგის ფეხბურთელებით?...გიორგის მანამდეც უნდა ეთამაშა ნაკრებში. ძალიან კარგი სპორტსმენია!
guro
გიზო მაშინ ნოიერი არასერიოზული მეკარეა?:) ახლა საქართველოში ნომერ პირველი მეკარეა!!
აუჰ.....
იქნება მაინც დაფიქრებულიყავი, ჰა?!
gizog s
ზუსტად სიამოვნებისთვის უნდა ითამაშონ ფეხბურთელებმა და არა მხოლოდ ფულისთვის. თამაშს ეს ალამაზებს, ვგულისხმობ მაკარიძის ფინტს
volk
magari mekare xar makar, shenze vinz zuds itkvis shuri da gvarzli alaparakebs, kvelas jobixar kartvel mekareebs, tarmatebebi.
xvistani
gizog ზოგს დიფტერიის აცრას უკეთებენ, ზოგს ტეტანუსისას ბავშვობაში, თქვენ იუმორის საწინააღმდეგო ვაქცინით სავარაუდოდ :D საწყენად არ მიიღოთ. მართლა სასაცილოა. ან როგორ შეიძლება ზოგადად ამ ინტერვიუს სერიოზულად შეხედო, გარდა ბოლო ფრაზისა ტიპი სულ ღადაობს ყველა შეკიტხვაზე. ავტორის მერ ფრჩხილებში(იცინის) მაგას ნიშნავს მგონი :D : D :D
gizog
წარმატებებს ვუსრვებ გიორგი თუ ბარსელონაში ან რეალში ითამაშებს გულწრფელად გამეხარდება, მაგრამ არა ნაკრებში, იქ ჩვენ ექპერიმენტების დრო ნამდვილად არ გვაქს.
gizog
მე, ეს კაცი, მეკარეების ფონზე, უფრო სერიოზული მეგონა. '' ფეხბურთში ყველაზე დიდ სიამოვნებას ფორვარდის მოტყუება მანიჭებს, ასე რომ სადაც არ უნდა ვიყო და ვინც არ უნდა მითხრას, მაინც გავრისკავ.'' ეს მხოლოდ თავის შიამოვნებისთვის თამაშობს? კიდევ კარგი მეკარეთა დეფიციტი არ გვაქვს ნაკრებში. ვისურვედი ეს ბოლო თამაში იყოს მისი ნაკრებში.
kaxa
წარმატებები გიო. დაე ასრრულდეს და იყოს ბენფიკა... უფლის შემწეობით.
nika
ნეტა მართლა სიმართლე იყოს და გადავიდეს
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
გიორგი მაკარიძე: მალე ყველაფერზე ვისაუბრებ
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
გიორგი მაკარიძე ჩემპიონთა ლიგაში? "ბენფიკას" ქართველი მეკარე სურს
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
რას ითხოვს "მორეირენშე" "ბენფიკასგან" გიორგი მაკარიძის სანაცვლოდ?
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
ქოჩორაშვილის მომავალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა - მის წასვლამდე "სპორტინგს" დამატებით 1 მილიონის გადახდა მოუწია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"ბრაგას" ვარიანტი მართლაც იყო, მაგრამ ჩაიშალა... რას აპირებს გიორგი მაკარიძე?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
გიორგი მაკარიძის ტრანსფერი "ბრაგაში" თითქმის გადაწყვეტილია
ქოჩორაშვილი "ხეტაფეს" ნაცვლად შესაძლოა, ლა ლიგის ერთ-ერთ სახელოვან გუნდში აღმოჩნდეს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
გიორგი მაკარიძის გადაბირება პორტუგალიის არაერთ გუნდს სურს
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ