ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ, ახალგაზრდულ ნაკრებში გვაქვს პრობლემური პოზიციები

გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ, ახალგაზრდულ ნაკრებში გვაქვს პრობლემური პოზიციები

ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის თქმით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის გუნდის დაკომპლექტება დასრულდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მალე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაებმება. ამ გუნდს ქართველი გულშემატკივარი დიდ იმედს უკავშირებს, უპირველეს ყოვლისა - მწვრთნელისა და კონტინგენტის გამო...

ჩვენმა ახალგაზრდებმა ბოლოს ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს - ჯერ ბულგარეთთან წააგეს 0:1, მერე კი ჩერნოგორიასთანაც დამარცხდნენ (2:3). "ლელო" ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს ესაუბრა...

- ამ ორ შეხვედრაში ჩვენი ამოცანა იყო, საქმეში გვენახა ნაკრების კანდიდატები. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ისე უცხოურ კლუბებში მოასპარეზე ფეხბურთელებს, მაგრამ მოთამაშის უშუალოდ სათამაშო პროცესში ნახვა მაინც სხვაა. როგორც ისლანდიასთან, ისე ბულგარეთსა და ჩერნოგორიასთან მატჩებში ეს იყო ჩვენი ძირითადი ამოცანა. გარდა ამისა, არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა და გვინდოდა, ის მოთამაშეებიც შეგვემოწმებინა, ახალგაზრდულ ნაკრებში რომ მოვიაზრებთ.

- მაგალითად, პირველად ნახეთ საქმეში მოხევიშვილი და ელოშვილი. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- ესენიც და სხვებიც იყვნენ. ჩვენ ყოველდღიურად ვესაუბრებით ფეხბურთელებს. ბოლომდე ვუხსნით მათ, თუ რა მოთხოვნებია გუნდში... რაც შეეხება პირველ შთაბეჭდილებას, შემიძლია გითხრათ, რომ ის ცუდი არ არის.

- მოდით, შევაფასოთ ბულგარეთსა და ჩერნოგორიასთან მატჩები...

- თქვენის ნებართვით, ამ შეხვედრებს ერთიანად შევაფასებ, რადგან ორივეს ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთო მახასიათებელი. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ორივე მატჩში გვქონდა უპირატესობა და საკმარისი რაოდენობის საგოლე მომენტები, მაგრამ ორივე თამაში წავაგეთ.

რა თქმა უნდა, შედეგი ფეხბურთში ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრებს სხვა დატვირთვაც აქვს. ჩვენ გამოვცადეთ ის ფეხბურთელები, რომელთაც საშუალება ექნებათ, შესარჩევ ციკლში დაიცვან საქართველოს ღირსება. გუნდმა ზოგი დავალება შეასრულა, ზოგიც - ვერა. ასევე, ზოგმა ჩვენმა ცვლილებამ გაამართლა, ზოგმაც - ვერა.

საერთო ჯამში, ჩვენ ჩავატარეთ ორი მნიშვნელოვანი მატჩი და ეს დაგვეხმარება იმაში, რომ პოლონეთთან მატჩს კარგად მომზადებულები შევხვდეთ.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშს ლაიტმოტივად გასდევს პრობლემები დაცვაში. ახლაც, გუნდმა ორ შეხვედრაში 4 გოლი გაუშვა. ეშველება რამე ამ პრობლემას შესარჩევი ციკლის დაწყებამდე?

- პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ჩვენს გუნდში არის პრობლემატური პოზიციები. ეს ეხება როგორც დაცვაში თამაშს, ისე - შეტევას. მე, როგორც ამ ნაკრების მწვრთნელი, ვისურვებდი, რომ არჩევანი ყოფილიყო უფრო დიდი. სამწუხაროდ, ეს არჩევანი დღეს არც ისე დიდია. მაგრამ რას ვიზამთ, შესარჩევი ციკლი კარს მოგვადგა და რაც ხელთ გვაქვს, იმით უნდა შემოვიფარგლოთ...

გარდა ამისა, ჩვენ არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა ტრავმების გამო და იმედი მაქვს, რომ პოლონეთთან შეხვედრაში ისინიც დაგვეხმარებიან. მინდა, მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო...

გარდა ამისა, ჩვენს წინაშე მძაფრად დგას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა. ბანალური ჭეშმარიტებაა - ფეხბურთელი ამა თუ იმ ნაკრებს ბოლომდე რომ გამოადგეს, თავის კლუბში სისტემატურად უნდა თამაშობდეს. თქვენც დამეთანხმებით, რამდენიმე ფეხბურთელს აქვს ეს პრობლემა.

- სექტემბრამდე, სანამ პოლონეთს შევხვდებით, მოხერხდება შეკრების ან ამხანაგური მატჩის ორგანიზება?

- არა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა გუნდის დაკომპლექტება. პოლონეთან მატჩამდე გვაქვს ძალზე საპასუხისმგებლო ამოცანა - დავაკვირდეთ თითოეულ ფეხბურთელს თავის კლუბში და ამის მიხედვით გავაკეთოთ არჩევანი პოლონელებთან შეხვედრის წინ. ამასთან, ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს აქვს კონკრეტული მითითება და დავალება...

- ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე ვითარება სწრაფად იცვლება, მაგრამ მაინც - რა დონის გუნდია პოლონეთის ახალგაზრდული ნაკრები?

- ამ ეტაპისთვის მეტოქეზე ჩვენი ინფორმაცია მწირია. პოლონეთში ახლა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება. რა თქმა უნდა, იქ მასპინძლებიც თამაშობენ. სწორედ ამ ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვა არენაზე პოლონეთის ის ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც ჩვენ უნდა ვეთამაშოთ.

სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიცაა, ასაკის მიხედვით საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც რომ მოუწევს თამაში. შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ჩვენი პირველი მოწინააღმდეგის თაობაზე კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოვიძიებთ და ყველანაირად ვეცდებით, მზადყოფნაში შევხვდეთ შესარჩევი ციკლის დაწყებას.

რა თქმა უნდა, პოლონეთის ახალგზრდული ნაკრები სერიოზული ძალა იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები და ამოცანები გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• geguchas

გეგუჩ ეს სასტავი ათამაშე შესარჩევში ქურდაძე შულაია ტაბიძე ლოჩოშვილი თევზაძე ხარაიშვილი კიტეიშვილი არაბიძე ჩაკვეტაძე ბერიძე ზარანდია ზამენაზე: მარგველაშვილი ჭიჭინაძე კომახიძე მიქელთაძე რომან ჭანტურია ზარია

• sergeevna

მაგ Pრობლემურ პოზიციებს შეავსებენ ნიჭიერი ბიჭები ბატონო გია ,ჩვენ გვყავს კარგი თაობა და უნდა გამოიყენოთ.განსაკუთრებით ლეგიონერების გვეიმედება ამასაკში რომლებიც ასეთUისე გვყავს,სამწუხაროდ საქართVელოს ჩEმპიონატის დონე და Iქ მოტამაშე ახაგაზრდებით რთUლია წარმატება,ვხედავტ რამხელა Pრობლემაა ფიზიკურ კონდიციEბშI,სწორად მოდზრაობაში და სისწრაფეებში

• ზურა

რა ზღაპრებს ყვები,ვინ არ გყავთ?მაგ გამოძახებულ მცველებზე ათი თავით უკეთესი ბიჭები არიან მაგრამ პატრონი არ ყავთ და ახლოს არ აკარებთ ნაკრებს. გეყოფა აღარ ბოლდება ხალხი.. თავმოყვარეობა იქონიე და ნუ ლაპარაკობ ნურაფერს ხალხს ბრმებად ყრუებად ნუ თვლი.და არა მარტო მცველები....არაფერი ეშველება არცერთ ნაკრებს,უჯიგროები ხართ

• ლუკა

წარმატებას ვუსურვებ 21 წლამდელებს და მის მწვრთნელს! სასწაულს არ ველი ამ ნაკრებისგან; სასწაულში ვგულისხმობ ჯგუფიდან გასვლას, მაგრამ ბრძოლისუნარიან გუნდის ხილვას ველი. კარგი იქნებოდა თუ ავტორი დაუსვამდა კითხვას გეგუჩაძეს თუ რა მიზანს უსახავს ფედერაცია მას ამ ჯგუფში მისაღწევათ? ჯგუფიდან გასვლას? მესამე ადგილს? კახა, გეგუჩაძეზე რომ ამბობ "არის გარკვეული ფეხბურთში მეტნაკლებად" - სარკაზმია. ალბათ მასზე მეტად შენ ხარ გარკვეული და გვითხარი რა უნდა ქნას? საიდან მოიყვანოს პრაქტიკის მქონე ფეხბურთელები? სიმართლეს არ ამბობს რომ პრაქტიკის მქონე ფეხბურთელები არ გვყავს და ბევრი წამყვანი ტრამვიანია? ქეცბაიაც იგივეს იძახდა, ვაისიც იგივეს იძახის და ესეც იგივეს ამბობს რომ არ ყავს საკმარისი მაღალი დონის, პრაქტიკის მქონე ფეხბურთელი საქართველოს. რა, სამივე მწვრთნელი ტყუის?

• S.P

geguhadzis dzlier mjera,ragacams izams.magram ukve meramdened gvpirdebian rom gagvaxareben.

• კახა

არის გარკვეული ფეხბურთში მეტნაკლებად მაგრამ რაც არაა მოსაწონი ერთიდაიგივეს საუბრობს სულ,კაცო შენ ხელში არაა რაღას იძახებ უთამაშებელს მგონი ვაისის არ იყოს წაგება ვინმეს ხომ უნდა დაბრალდეს და ესენიც ზოგადად ასახელებენ უთამაშებელ ფეხბურტელს

• quTaiseli

მინდა ვიყო ოპტიმისტი მაგრამ დიდი ალბათობით ვერც ამ ჯგუფიდან გავალთ რასაც ვუყურებ.

[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა

U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"

"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ

GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან